კამა – თესვა, თესვის ნორმები, მოვლა-მოყვანა

კამა, მწვანილი

ზოგადი ინფორმაცია

კამა მიეკუთვნება ნიახურისებრთა (ქოლგოსანთა) ოჯახს. კამა ძველთაგანვე იყო კულტივირებული და ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში.

კამა შეიცავს ეთერზეთებს, მდიდარია ვიტამინებით (შეიცავს დიდი ოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს) და კაროტინით, აგრეთვე კალიუმის, რკინისა და კალციუმის მინერალური მარილებით. კამა ძალიან მდიდარია უჯრედისით.

კამა სიცივეგამძლე მცენარეა. მისი თესლი აღმოცენებას იწყებს 3-50C-ზე. მცენარის ზრდისთვის ოპტიმალურია 15-180C ტემპერატურა.

ნიადაგი

კამა მოითხოვს კარგად გაკულტურებულ, ფხვიერი სტრუქტურის ნიადაგებს. ნიადაგის ოპტიმალური: pH=5,5-6,5

კარგი წინამორბედები: კომბოსტო, პომიდორი, კიტრი, ჭარხალი, პარკოსნები.
ცუდი წინამორბედები: სტაფილო, ოხრახუში, ნიახური.

თესვა

თესვა შესაძლებელია ადრეული გაზაფხულიდან დაწყებული-გვიანი შემოდგომით დამთავრებული. თესვის პერიოდისთვის გაითვალისწინეთ არსებობს საადრეო, საშუალო და საგვიანო ჯიშები.

კამას თესავენ მობნევით ან მწკრივად. დათესვამდე 2-3 დღით ადრე მიმართავენ თესლის დალბობას. წყალს 3-4-ჯერ უცვლიან. დათესვის წინ თესლს შეაშრობენ, რომ შესაძლებელი იყოს მობნევა.

თესვის ნორმა: მწკრივთაშორის მანძილი 18-20 სმ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 10 სმ.  ჩათესვის სიღრმე 1,5-2 სმ, დათესვის ხარჯი 10-12 კგ/ჰა-ზე (1,0-1,2 გრ 1მ2).

ინტენსიურ (გახშირებულ) ნათესებში კამის ზრდა ფერხდება.

კვება და მოვლა

სათანადო ნიადაგისა და გარემო პირობების დროს  საკმარისია ორჯერადი გამოკვება 1-2 ნამდვილი ფოთლის ფაზაში – გაზავებული ჟიჟით, წუნწუხით (სხვა შესაბამისი ორგანული სასუქით), ან ამონიუმის გვარჯილით (1 კგ 100 მ2-ზე) მეორე გამოკვებას ატარებენ 2-3 კვირის შემდეგ.

კულტურა ტენის მოყვარულია, რეგულარული მორწყვა მნიშვნელოვნად გაზრდის მოსავალს. გარდა ამისა, ტენის ნაკლებობა იწვევს მცენარის გაყვითლებას. თუმცა გადაჭარბება იწვევს ეთერზეთების შემცველობის შემცირებას და ამასთან იზრდება დაავადებების რისკი.

ვეგეტაციის პერიოდი

დათესვიდან ამოსვლამდე პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტემპერატურაზე და ნიადაგის ტენიანობაზე.

  • საადრეო ჯიშები, მასიური აღმონაცენიდან მწვანილის მოსავლის აღებამდე – 32-38 დღე, ყვავილობამდე – 55-70 დღე;
  • საშუალო ჯიშები, მასიური აღმონაცენიდან მწვანილის მოსავლის აღებამდე – 40-45 დღე, ყვავილობამდე – 70-86 დღე;
  • საგვიანო ჯიშები, მასიური აღმონაცენიდან მწვანილის მოსავლის აღებამდე – 41-51 დღე, ყვავილობამდე – 110-115 დღე.

თუ კამას აწარმოებენ მწვანილის სახით, მოსავალს იღებენ როცა მცენარე მიაღწევს 15-25 სმ სიმაღლეს. მოსავლიანობა დაახლოებით შეადგენს 2-3 კგ/მ2-ზე.

იხილეთ აგრეთვე: ცერეცო – წარმოების აგროტექნოლოგია

თქვენი რეკლამა