ისპანახი (ბოსტნის) — თესვა, მოვლა, მოყვანა

2459 Views Comment Off

ბოსტნის ისპანახი (ლათ. Spinacia oleracea) ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ისპანახი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სასარგებლო მწვანილეული ბოსტნეულია.

ისტორია

ველური სახით ისპანახი გხვდება წინა აზიაში, მისი გაკულტურება, როგორც მიჩნეულია ირანში მოხდა, ევროპულ ენებში კულტურის სახელი სწორედ სპარსული დასახელებიდან მოდის, რომელიც ითარგმნება როგორც „მწვანე ხელი“. დიდი აბრეშუმის გზის გავლით ისპანახი ჩინეთში მოხვდა სადაც VII საუკუნეში „სპარსული ბოსტნეული“ უწოდეს.

ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში, პირველი ცნობები ისპანახის მოყვანის შესახებ, გხვდება XI საუკუნის 3 არაბულ თხზულებაში. იასპანახი არაბული სამყაროს ერთობ პოპულარული კულტურა იყო, რომელსაც სპეციალურ ტრაქტატებს უძღვნიდნენ.

XV საუკუნის იტალიაში, ისპანახი გაზაფხულის მწვანილეულად განიხილებოდა და დიდი მარხვის დროს შეუცვლელი საკვები იყო. საფრანგეთის სამეფო კარზე, ისპანახის „მოდა“ ეკატერინა მედიჩიმ დაამკვიდრა, ის ითხოვდა, რომ საკვების ყოველი მიღებისას მაგიდაზე ყოფილიყო ეს ბოსტნეული.

ისპანახის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ჩინეთია.

შემადგენლობა

ისპანახი ძალიან სასარგებლო ბოსტნეული კულტურაა

ისპანახის შემადგენლობა: წყალი, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ბოჭკოვანა, სახამებელი, შაქარი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, სპილენძი, მარგანეცი, სელენი…

ვიტამინები: A, B1, B2, B4, B5, B6, B7 B9, C, E, К, PP.

აგროტექნიკა

ისპანახი კარგად იტანს სიცივეს (უძლებს -8°C ყინვას), სწრაფად იზრდება. ტენის მოყვარულია. თესლბრუნვაში ისპანახს იყენებენ, როგორც სითბოს მოყვარული კულტურების წინამორბედს, შეთავსებადია თითქმის ყველა ბოსტნეულ კულტურასთან. როგორც წესი თესავენ შემოდგომასა (სექტემბერი) და ადრე გაზაფხულზე.

ნიადაგი

კარგად მოდის მსუბუქ თიხნარ, კარგია აერაციის, წყალგამტარ და ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე, ღარიბ ნიადაგებზე, შეგიძლიათ შეიტანოთ კომპოსტი (2-3კგ-1მ2-ზე).

ნიადაგის მჟავიანობა ph=6.5-7.0

ერთ ადგილზე არ არის სასურველი 3 წელზე მეტ ხანს მოყვანა.

კარგი წინამორბედები: კარტოფილი, პარკოსნები, კიტრი, ყაბაყი, პომიდორი.

თესვა

თესვის წინ თესლს ალბობენ თბილ წყალში (ოთახის ტემპერატურა) 2 დღით, 3-4 საათში ერთხელ წყალი უნდა ვუცვალოთ, შემდეგ შევამშრალოთ (გაფანტვადი, რომ იყოს თესვისას).

თესვის სქემა

  • თესვის წინ ამოვიღოთ 1.5 – 2 სმ-ის ბუდნები (მცირე ორმო);
  • რიგში მცენარეთა შორის მანძილი 7-8 სმ;
  • რიგებს შორის 25-35 სმ;
  • თესვის ნორმა 4-5 გრ.-1მ2-ზე.

დათესვის შემდეგ ოდნავ დატკეპნეთ. თესლის გაღვივება 3-40C -ზე, ზრდის ოპტიმალური ტემპერატურა 15-180C. 250C-ზე ზევით ტემპერატურა ისპანახისთვის შეუსაბამოა.

მოვლა

ისპანახის მოვლა ითვალისწინებს გაფხვიერებას, სარეველების მოშორებას, მორწყვას. ორი ნამდვილი ფოთლის ამოსვლის შემდეგ მცენარეები უნდა გავამეჩხროთ, დავტოვოთ საუკეთესოები 12-15 სმ-ის დაშორებით მწკრივში.

გაფხვიერება საჭიროა მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, სარეველების მოშორება დაახლოებით 3-4 ჯერ მოგიწევთ. მორწყვა კვირაში საშუალოდ 1-2 ჯერ, კლიმატიდან გამომდინარე, როგორც წესი 3-4 ლიტრი წყალი ერთ გრძივ მეტრზე.

კვებას იყენებენ  მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, როგორც წესი საკმარისია, თესვამდე ნიადაგის დამუშავება.

მოსავალი

მოსავალს იღებენ 5-8 ფოთლის განვითარებიდან მცენარის აყვავებამდე (მხოლოდ აყვავებამდე).

მოსავლის აღება უნდა მოხდეს დილით, მაგრამ არა ტენიანი ფოთლების და საღამოს. ფოთლები აუცილებლად მშრალი უნდა იყოს რომ არ დალპეს. მოსავლიანობა 100-150 ც/ჰა (1.0-1.5კგ-1მ2-ზე).

სავეგეტაციო პერიოდი ჯიშების მიხედვით საშუალოდ 30-50 დღე. გასათვალისწინებელია, რომ ისპანახის ყველა ჯიშს, საკუთარი მახასიათებლები აქვს.

იმისთვის, რომ მთელი სეზონის განმავლობაში გქონდეთ ისპანახი, რეკომენდირებულია რამდენიმე ეტაპად თესვა 2-3 კვირის ინტერვალით.

აგროკავკასია გისურვებთ წარმატებებს!

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3291 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
187 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB