ბროკოლი – ბროკოლის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

ბროკოლი, ბიო, ორგანული

ზოგადი ინფორმაცია

ბროკოლის (სატაცურა კომბოსტო) სამშობლოა სამხრეთ იტალია, ბოლო ცნობებით მიღებულია სახალხო სელექციის გზით, ჯერ კიდევ V-IV საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

ამჟამად ბროკოლი ფართოდაა გავრცელებული საფრანგეთში, კანადაში, აშშ-ში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში.

კვებითი ღირებულებით ბროკოლი ყვავილოვან კომბოსტოზე მაღლა დგას. ბროკოლი შეიცავს დიდი რაოდენობით (A, B1, B2, PP, C, E) ვიტამინებს, მინერალებს და მიკროელემენტებს. ამიტომაც ურჩევენ დიეტოლოგები მოსახლეობას  შეიტანონ ის კვებით რაციონში.

ბროკოლში შემავალი ნივთიერებები ხელს უშლის თირკმელების დაავადებების და ათეროსკლეროზის განვითარებას, წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და მძიმე მეტალებისგან, ასევე იცავს ორგანიზმს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებისგან.

საკვებად იყენებენ მკვრივ თავებსა და გვერდით ამონაყრებს.

კულტურის სპეციფიკური მოთხოვნები

ბროკოლი სინთლის და ტენის მოყვარული მცენარეა, ბროკოლი მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა მძიმე, ნაყოფიერ, უხვტენიან ნიადაგებზე. მისთვის ასევე ვარგისია მსუბუქი და საშუალო თიხნარი ნიადაგები. თუმცა ბროკოლი, პრაქტიკულად ნებისმიერ ნიადაგზე შეიძლება მოიყვანო, გამონაკლისია ქვიშიანი და ჭაობიანი ნიადაგები.

არ შეიძლება მისი მოყვანა კომბოსტოს ოჯახის წარმომადგენელთა შემდეგ. ძველ ადგილას ბროკოლი მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ შეიძლება დავრგათ. საუკეთესო წინამორბედი კულტურებია: პარკოსნები.

ბროკოლის მოყვანის ძირითად წესები და აგროტექნიკა

ბროკოლის მოყვანისთვის ნიადაგის ტენიანობა უნდა იყოს – 70%, ჰაერის ტენიანობა – 85%. ყვავილოვან კომბოსტოსთან შედარებით  ყინვის და სიცხის ამტანია. მას შეუძლია -4-დან -70C-ს ყინვას გაუძლოს.

ბროკოლის მოყვანისთვის საუკეთესო ტემპერატურაა 16-დან  200C-მდე

ბროკოლი სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ მის მოსაყვანად ირჩევენ მზიან ნაკვეთებს. ბროკოლისათვის შერჩეულ ნაკვეთზე შემოდგომით შეაქვთ კომპოსტი ან გადამწვარი ნაკელი (5-6კგ/მ2) და გადაბარავენ.

გაზაფხულზე ნიადაგს არ ბარავენ, მხოლოდ ზედაპირულად აფხვიერებენ ფოცხით.

ნიადაგი: pH: 6,5 — 7,5. თუ ნიადაგის მჟავიანობის მაღალია, მისი განეიტრალება შესაძლებელია მოკირიანებით ან წვრილად დაფქვილი დოლომიტის ფქვილის გამოყენებით.

შესატანი რაოდენობა, მჟვიანობისა და ნიადაგის სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე, მერყეობს 3-4ტ ჰექტარზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიება (მოკირიანება) 15-20%- ით ამცირებს კომბოსტოს თავში მძიმე მეტალების შემცველობას.

ჩითილის გამოყვანა და გადარგვა

ბროკოლი მოჰყავთ როგორც თესლით, ასევე ჩითილით. საადრეო მოსავლის მისაღებად იყენებენ ჩითილის მეთოდს. თესლს მარტში თესავენ, ხოლო მუდმივ ადგილზე ჩითილს გადარგავენ 35-45 დღის შემდეგ. გადარგვა ხდება 4-6 ფოთლის ფაზაში.

თესვის სიღრმე 1-2 სმ.

კვალში ჩითილის გადარგვა ხდება აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში. წინა დღეს ჩითილებს რწყავენ. გადარგვისას ჩითილს ნიადაგში ათავსებენ 2სმ-ით უფრო ღრმად, ვიდრე იგი იყო საჩითილე ნაკვეთზე, და კარგად შემოაყრიან მიწას ღეროს ირგვლივ.

გადარგვის შემდეგ მცენარეებს რწყავენ. მწკრივში თესვის/დარგის სქემა შემდეგია:

ბროკოლის ამოსვლის შემდეგ აღმონაცენს ამეჩხერებენ. ძირითადი თავაკის მისაღებად ხშირი ნარგავია საჭირო-სქემით რიგებს შორის 50-60 სმ, რიგებში მცენარეთა შორის 20-30 სმ.

გვერდითი ამონაყრების მისაღებად შედარებით მეჩხერი რგვის სქემას მიმართავენ: 60 სმ რიგებს შორის და მცენარეებს შორის მანძილი რიგებში 40-45 სმ.

მოვლა

მცენარის ირგვლივ ნიადაგს რეგულარულად აფხვიერებენ. ზაფხულში მოვლა შემოიფარგლება მორწყვით და ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნებით, ტენიანობის შენარჩუნებისთვის ყოველი მორწყვის შემდეგ საჭიროა გაფხვიერება. იყენებენ მულჩირებასაც.

ბროკოლი ბევრ წყალს მოითხოვს, მასზე ცუდად მოქმედებს ნიადაგის გამოშრობა, თუმცა არც უნდა დავაჭაობოთ.

მოსავლიანობის გაზრდის მიზნით პერიოდულად მცენარეს აძლევენ დამატებით საკვებს.

პირველი კვება ხორციელდება ჩითილის გადარგვიდან 15-20 დღის შემდეგ წუნწუხი შეფარდებით: 20ლ წყალი და 1კგ ნაკელი, ხარჯვის ნორმა 0.5 ლიტრი 1 მცენარეზე.

მეორე კვება პირველიდან 10 დღის შემდეგ წუნწუხი შეფარდებით: 20ლ წყალი-1კგ ნაკელი, ხარჯვის ნორმა 1 ლიტრი 1 მცენარეზე.

მესამე კვება მეორედან 10 დღის შემდეგ წუნწუხი შეფარდებით: 20ლ წყალი-1კგ ნაკელი, ხარჯვის ნორმა 6-8 ლ. 1მ2.

(კვება: ნუკრი მემარნიშვილი, თამაზ დუნდუა)

ზემოთ მოყვანილია ბიოლოგიური კვების ერთ-ერთი მეთოდი, როგორც წესი შეძენის ადგილზე შეგიძლიათ მიიღოთ კვების, მოვლისა და დაცვის ინსტრუქცია, რომელიც კონკრეტული ჯიშისთვისაა გათვალსიწინებული.

იხილეთ აგრეთვე: ბროკოლის წარმოების აგროტექნოლოგია

თუ ბროკოლი მოგვყავს პირდაპირი თესვის წესით, კვება ამოსვლიდან მხოლოს 3 კვირის შემდეგაა რეკომენდირებული.

მოსავლის აღება

ბროკოლის თავები გრუნტში ჩითილის გადარგვიდან 20-25 დღეში ყალიბდება. ბროკოლი მოსავალს საშუალოდ გადარგვიდან 60-70 დღეში იძლევა.

ზრდასრულ, ფორმირებულ ყვავილედს ჭრიან ბუტონის გახსნამდე (გახსნილი ყვავილედი მაგრდება და საკვებად უვარგისია);

ძირათადი თავის მოჭრის შემდეგ მცენარე იტოტება, ვითარდება გვერდითი ყლორტები-ეს მეორე მოსავალია, ისინიც თავის დროზე უნდა მოიჭრას, თორემ რამდენიმე დღეში აყვავდება და საჭმელად უვარგისი გახდება.

ბროკოლი

იხილეთ აგრეთვე: ბრიუსელის კომბოსტო – დარგვა, მოვლა, მოშენება

თქვენი რეკლამა