ბრიუსელის კომბოსტო — დარგვა, მოვლა, მოშენება

2042 Views Comment Off

ბრიუსელის კომბოსტო (ლათ. Brassica oleracea var. gemmifera, ფრანგული სახელია „Choux de Bruxelles“.) ორწლიანი, ჯვარედინად დამტვერვადი ბოსტნეული კულტურაა.

ბრიუსელის კომბოსტოს წინაპარია-ფოთლოვანი კომბოსტო (Brassica oleracea L. convar. acephala (DC) Alef.), რომელიც ველური სახით ხმელთაშუა ზღვის არეალში გვხვდება.

ბრიუსელის კომბოსტო ბელგიელმა მებოსტნეებმა გამოიყვანეს, ბელგიიდან კულტურა გავრცელდა საფრანგეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. ბრიუსელის კომბოსტო კარლ ლინეიმ (მეცნიერულად პირველმა აღწერა ეს კულტურა) უწოდა, ბელგიელი მებოსტნეების პატივსაცემად.

კულტურა სინათლის მოყვარულია და ყინვაგამძლეა (იტანს ყინვებს -10 °С-მდე).

ბრიუსელის კომბოსტო ფართოდ არის კულტივირებული, აშშ-ში, კანადაში, ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში.

შემცველობა

ბრიუსელის კომბოსტო შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო მთელ რიგ ნივთიერებებს: შაქარი, სახამებელი, უჯრედისი, ნახშირწყლები, მინერალებს: ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, იოდი, მაგრამ მთავარი ფასეულობა ვიტამინების მრავალფეროვანი ნაკრებია: B1,B2,B6,B9,C,PP, აგრეთვე შეიცავს თავისუფალ ამინომჟავებს და ფერმენტებს.

ადგილი

ბრიუსელის კომბოსტო კარგად ხარობს ნაყოფიერ, კულტურულ ნიადაგებზე, ღია, კარგად განათებულ ადგილებზე. ჩრდილის შემთხვევაში მოსავალი (ზოგჯერ საგრძნობლად) იგვიანებს.

ნიადაგის მჟავიანობა: pH=6.0-7.2

საუკეთესოა თიხნარი, ორგანული ნივთიერებებით მდიდარი, ნაკლებად მჟავე ან ნეიტრალური ნიადაგები.

წინამორბედი კულტურები

მისთვის კარგ წინამორბედებს წარმოადგენს პარკოსანი კულტურები, აგრეთვე კიტრი, ხახვი, კარტოფილი, პომიდორი.

არა არის რეკომენდირებული მისი დარგვა კომბოსტოს შემდეგ. იგივე  ადგილზე განმეორებით დარგვა რეკომენდირებულია 4-5 წლის შემდეგ.

დარგვა

ნაკვეთს ბრიუსელის კომბოსტოს დასარგავად ამზადებენ შემოდგომით, ხნავენ (ბარავენ), შეაქვთ მინერალური სასუქი (სუპერფოსფატი 20-30გრ. კალიუმის სულფატი 15-20გრ.) 5-8 კგ. კომპსოტი 1მ2-ზე. საჭიროების შემთხვევაში არეგულირებენ ნიადაგის მჟავიანობას.

ნაკელს იყენებენ წინამორბედ კულტურებში. ერთ ადგილზე არ რგავენ 2-3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რათა აიცილონ თავიდან ნიადაგში დაავადებების გამომწვევი სოკოების და მავნებლების დაგროვება.

ჩითილის მისაღებად ბრიუსელის კომბოსტოს თესლს თესავენ მარტი-აპრილის თვეში (სათბურში ან სხვაგან, არა ღია გრუნტში). თესვის ნორმა 0.3-0.5 გრ/10 მ2-ზე, თესვის სიღრმე 1-2 სმ. გაღვივების მინიმალური ტემპერატურა 2-30C-ია. ოპტიმალურ პირობებში გაღვივდება 3-4 დღეში. 30-35 დღის ჩითილი 4-6 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, მზად არის გადასარგავად.

ჩითილის გამოზრდა შემინულ აივანზეც შეიძლება ბინის პირობებში, მაგრამ აუცილებელია გახსოვდეთ, რომ საჭიროა ღამით 10 — 12°С, ხოლო დღისით 16 — 18 °С ტემპერატურის უზრუნველყოფა.

ჩითილის გადარგვის საუკეთესო პერიოდი (კლიმატური პირობების გათვალისწინებით) აპრილ-მაისშია. ბრიუსელის კომბოსტო ნაკლებ მომთხოვნია ნიადაგის მიმართ, მისი მოყვანის საიდუმლო ტემპერატურულ რეჟიმშია. ვინაიდან კომბოსტოს ეს სახეობა საკმაოდ ყინვაგამძლეა, სავსებით ლოგიკურია, რომ სიცხე დიდად არ უყვარს.

ნაყოფის ფორმირებისთვის საუკეთესო ტემპერატურა +18-20°С -ია, ხოლო თუ ტემპერატურა აჭარბებს +25°С-ს, ნაყოფი ფორმირება ფერხდება.

დარგვის სქემა

კიდევ ერთი წესი რომლის დაცვაც საჭიროა, მდგომარეობს მცენარეთა შორის მანძილში, ვინაიდან ამ მცენარეს არ უყვარს ჩრდილი, საჭიროა კვების არე იყოს მინიმუმ 60X60-ზე (რიგთა შორის და რიგებში მცენარეთა შორის).

სავეგეტაციო პერიოდი

ბრიუსელის კომბოსტოს ითვლება, ყველაზე ნაკლებად ჭირვეულ, მაგრამ დიდხანს მზარდ კომბოსტოდ.  მისი სავეგეტაციო პერიოდი შეადგენს 130-180 დღეს ჯიშის მიხედვით. ბრიუსელის კომბოსტოს ამრავლებენ ძირითადად ჩითილით.

მოვლა

ვინაიდან ბრიუსელის კომბოსტო საკმაოდ ნელა იზრდება, რიგებს შორის შესაძლოა, კიტრის ან პომიდვრის საადრეო ჯიშების დარგვა.

ბრიუსელის კომბოსტოს ზომიერი მორწყვა სჭირდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ნიადაგის ხანგრძლივი გამოშრობა.

როგორც კი ქვედა ნაყოფები ბარდის ნაყოფზე ოდნავ დიდი გახდება, საჭიროა მცენარის წვერის წაწყვეტა, ეს აგროტექნიკური მეთოდი მცეანრეს საშუალებას მისცემს, გამოიყენის ენერგია უხვი მოსავლისთვის და არა სიმაღლეში ზრდისთვის.

ვეგეტაციის პერიოდში გამოკვებას 2-3-ჯერ ატარებენ, კვებავენ ორგანული განოყიერების საშუალებით ან კომპლექსური მინერალური ხსნარით 1-2 ლიტრი მცენარეზე. აზოტის სიჭარბე იწვევს ვეგეტატიური მასის ზრდას, ამასთან ფერხდება ნაყოფის ჩამოყალიბება და უარსდება მისი ხარისხი, გროვდება ნიტრატები.

მოსავალი

ნაყოფის წონა ჯიშების, გარემო პირობების და მოვლის მიხედვით შეადგენს 8-17 გრამს;
ერთ მცენარეზე, იგივე კრიტერიუმების გათვალისწინებით შეიძლება მოვიდეს 30-70 ნაყოფი;
ჯიშების მიხედვით სასაქონლო სახის მოსავალმა შეიძლება შეადგინოს — 1-2.4 კგ/1მ2-ზე.

«აგროკავკასია» გისურვებთ წარმატებას!

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3288 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
187 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB