სალათის (Lactuca sativa L) მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

3209 Views Comment Off

ზოგადი ინფორმაცია

სალათა (Lactuca sativa) ბალახოვანი მცენარეა, შროშანისებრთა ოჯახიდან. არსებობს მისი ხუთი სახეობა. ყველაზე მეტად გავრცელებულია: ფოთლოვანი, თავიანი, რომეინი (რომაული) და სატაცურისებრი სალათები.

შეფერილობით არის ღია მწავანიდან მუქ მწვანემდე, იისფერი ან მოწითალო ბორდოსფერი. სალათების წარმოებას მისდევდნენ ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში.

სალათებზე დიდი მოთხოვნა მთელ მსოფლიოში განპირობებულია მისი მაღალი კვებითი ღირებულებით. მისი მოყვანა საქართველოში შეიძლება როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში.

ის საკმაოდ მიმზიდველი და პერსპექტიული საექსპორტო პროდუქტია. სალათებზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ზამთრის პერიოდში.

ქიმიური შემადგენლობა

სალათის ახალგაზრდა ფოთლები ყვავილობამდე შეიცავს 94,3% წყალს, 1,4% აზოტოვან ნივთიერებებს, 2,2% ნახშირწყლებს, მათ შორის 0,7% უჯრედისს და 1,0% ნაცარს. ნაცროვანი ელემენტებიდან სალათი შეიცავს რკინას, დაახლოებით 0,55%-ს და ფოსფორმჟავას, დაახლოებით 0,13%-ს.

სალათის მნიშვნელოვან შემადგენლებად ითვლება აზოტოვანი ნივთიერებები, რომლებიც მისი მშრალი წონის 30%-ზე მეტს შეადგენენ. გარდა ამისა სალათი შეიცავს 2,5 მილიგრამ პროცენტამდე A და  30 მილიგრამ პროცენტამდე C ვიტამინს.

ძირითადი აგროტექნიკა

სალათის წარმოება შესაძლებელია როგორც პირდაპირ ღია გრუნტში თესვით, ასევე ჩითილის მეთოდით.

გარემო პირობები

სალათა სიცივეგამძლე მცენარეა. მისი ზრდა მიმდინარეობს 50C მაღალი ტემპერატურის დროს, თუმცა, მის განვითარებისთვის ოპტიმალურია 15-200C, თავის ფორმირებისათვის 12-140C . 200C -ზე მეტი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს მის ზრდაზე და იწვევს მცენარის ნაადრევ აყვავებას.

ჩითილის ფაზაში მცენარე ადვილად იტანს -20C წაყინვას. შემოდგომაზე მოზრდილ მცენარეებს შეუძლიათ გადაიტანონ მინუს 10-120C.

საქართველოში შეიძლება ყველა სახეობის სალათის წარმოება, პერსპექტიულია თავიანი და ფოთლოვანი სახეობები.

კულტურათა მონაცვლეობა

რაც შეეხება კულტურათა მონაცვლეობის სქემას (ამ შემთხვევაში ბოსტნის თესლბრუნვებს გაზაფხულზე), სალათი უმჯობესია მოთავსდეს პირველ ან მეორე მინდორზე, წინამორბედი შემამჭიდროებელი კულტურის სახით, პომიდორის, ბადრიჯნის, კიტრის და საგვიანო კომბოსტოს დარგვამდე.

შემოდგომაზე კი შესაძლებელია წარმოებული იქნას შემამჭიდროებელი კულტურის სახით, კიტრის, საადრეო კარტოფილის, საადრეო კომბოსტოს, საპარკე ლობიოს და ხახვის აღების შემდეგ.

გაზაფხულზე წინამორბედი შემამჭიდროებელი კულტურის სახით სალათის მოყვანის შემთხვევაში მისი მოთხოვნილება სასუქებზე გათვალისწინებული უნდა იქნას ძირითადი კულტურისათვის განოყიერების სისტემის დაგეგმვისას.

სავეგეტაციო პერიოდი

სალათის უმთავრესი დადებითი მხარეა მოკლე სავეგეტაციო პერიოდი და მაღალი მოსავლიანობა. მისი წარმოება შესაძლებელია თითქმის ყველა კლიმატურ ზონაში.

სალათის საადრეო ჯიშების აღება ხდება ვეგეტაციის 45-65 დღეს. საგვიანო ჯიშების მოსავლის აღება შეიძლება აღმოცენებიდან 70-90 დღეში, მათი მოსავლიანობა საკმაოდ მაღალია 25 ც-დან 500 ც-მდე 1 ჰა-ზე.

საგვიანო ჯიშების განვითარება პირველ პერიოდში ნელა მიმდინარეობს. 35-40 დღეში ის ივითარებს 6-15 ფოთოლს, ხოლო ერთი მცენარის მასა 15-110 გრ-ია. 35-40 დღიდან მცენარე იწყებს ინტენსიურ განვითარებას, ფოთლების რაოდენობა იზრდება 14-22-მდე, ხოლო მცენარის მასა 50-180 გრ-მდე. აღმოცენებიდან 60-65 დღეში თავიანი სალათის საშუალო წონა 360-500 გრ, ფოთლოვანის კი 340-600 გრ.

ნიადაგი

ნიადაგის არის რეაქციის მხრივ სალათი კარგად ვითარდება ნეიტრალური, ან ოდნავ მჟავე რეაქციის მქონე ნიადაგებზე, მისთვის ოპტიმალურია pH 6-7.

თესვის სქემა და ნორმები

სალათს თესავენ მწკრივებად, ზოლში მწკრივებს შორის საჭიროა 5-დან 10 სმ-მდე მანძილი. ხუთმწკრივიან ზოლებად თესვისას სქემა ასეთია: 20,5X4 (ზოლებს შორის 52 სმ, მცენარეებს შორის – 4 სმ).

ათმწკრივიან ზოლად თესვისას სქემა ასეთია: 15 X 9 (ზოლებს შორის 15 სმ, მცენარეებს შორის – 9). ამ დროს მწკრივებს შორის თავიანი ჯიშის შემთხვევაში მცენარეებს შორის მანძილი საჭიროა იყოს 20 სმ, ხოლო ფოთლოვანი ჯიშებისათვის – 10 სმ. ჩათესვის სიღრმე არის 1-1,5 სმ.

თესვის ნორმა ფოთლოვანი ჯიშებისათვის 4-5 კგ-ია ერთ ჰა-ზე, ხოლო თავიანი ჯიშებისათვის – 2-3 კგ/ჰა-ზე. დათესვიდან 10-15 დღის შემდეგ წარმოებს მწკრივთაშორის პირველი თოხნა, მწკრივში მცენარეთა გამეჩხერებით და ზოლებს შორის კულტივაციით.

ამ დროს მწკრივში მცენარეთა შორის მანძილებს აძლევენ 3-4 სმ-ს. დათესვიდან 25-30 დღის შემდეგ აწარმოებენ მეორე გამეჩხერებას და გაფხვიერებას.

ამ დროს მცენარეს 4-5 ნამდვილი ფოთოლი აქვს, ამიტომ გამეჩხერების შედეგად აღებული პროდუქცია შესაძლოა გამოყენებული იქნას.

მეორე გამეჩხერების დროს მცენარეებს შორის მანძილებს აძლევენ 8-10 სმ-ს. სალათის სტანდარტული მოვლა ამით მთავრდება.

ჩითილების წარმოება

კომერციული წარმოების შემთხვევაში სალათებს აწარმოებენ ჩითილების კასეტებში გამოყვანით. თესავენ 0,5-1,5 სმ-ის სიღრმეზე, კარგად დატენიანებულ ნიადაგში. ტემპერატურა 18-20 C0 , ასეთ პირობებში აღმონაცენები ჩნდება 4-7 დღეში.

ჩითილებს რგავენ 25-30 დღის ასაკში, ამ დროისათვის მათ განვითარებული აქვთ 4-5 ნამდვილი ფოთოლი. რგავენ რიგებად, რიგთაშორის 35-50 სმ-ის დაშორებით, ხოლო მცენარეთა შორის მანძილი 20-25 სმ-ია.

ჩითილების გადარგვისთანავე საჭიროა ნაკვეთის მორწყვა. ფესვის სიდამპლის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებულია გადარგვამდე ჩითილების დამუშავება პრევიკურის ან ფუნდაზოლის 0,2 % ხსნარით.

მოვლა

შემდგომი მოვლა გულისხმობს ნიადაგის გაფხვიერებას, სარეველების მოცილებას და საჭიროების შემთხვევაში მორწყვას. მორწყვისას ცდილობენ, არ დაასველონ მცენარის ფოთლები.

პირველ გამოკვებას ატარებენ გადარგვიდან 7-10 დღეში, მეორე გამოკვებას კი ინტენსიური ზრდის ან თავების ფორმირების დაწყების ფაზაში. ფოთლოვან სალათებს იღებენ როდესაც მცენარეები დაამთავრებენ მათთვის დამახასიათებელი ფოთლების ფორმირებას.

თავიანი სალათის ტიპები

თავიანი სალათის ტიპები ივითარებენ 5-15 სმ დიამეტრის და 10-30 სმ სიმაღლის თავებს. თავების ფორმა სხვადასხვაა: მრგვალი, შებრტყელებული, ოვალური, წაგრძელებული. მათი მასა მერყეობს 200 გრ-დან 500 გრ-მდე. თესლი წვრილია, ოვალური ან ნამგალისებრი ფორმის, მოშავო ან მოყავისფრო-ვერცხლისფერი. აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 3-4 წელი.

მოსავალი

მოსავლის აღება უკეთესია დილის საათებში, მას ალაგებენ ყუთებში, შემდეგ გადააქვთ გრილ ადგილას. სალათა მალფუჭებადია, ინახავენ 0-30C ტემპერტურაზე.

ავტორი: ილია მჭედლიძე, აგროკავკასია

იხილეთ სხვა კულტურები რუბრიკაში —  მებოსტნეობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2323 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1273 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB