ბადრიჯანი — დარგვა, მოვლა — მოყვანის ტექნოლოგია

3850 Views Comment Off

ზოგადი ინფორმაცია

ბადრიჯანი (ლათ. Solanum melongena) — მრავალწლოვანი სითბოსა (20-30 °C) და ტენის მოყვარული მცენარეა.

მისი სამშობლოა აღმოსავლეთი ინდოეთი. ველურად იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდოეთი, მიანმარი და სხვა), ტროპიკულ სარტყელში კულტივირებულია მრავალწლოვან მცენარედ.

ამიერკავკასიაში, რუსეთსა და უკრაინის სამხრეთით, მოლდოვასა და შუა აზიაში მოჰყავთ ღია გრუნტზე. სუბტროპიკულ და ზომიერი ჰავის ქვეყნებში ბადრიჯანი მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი კულტურა ჩითილის გამოყვანის მეთოდით.

ივ. ჯავახიშვილის ცნობით, საქართველოში ბადრიჯანი ცნობილი ყოფილა XII საუკუნემდე. ხალხური სელექციით შექმნილია ადგილობრივი ჯიშები.

ნაყოფი შეიცავს 89-94 % წყალს, 3–4,5% შაქარს, 2,7 – 4% უჯრედისს, B,P ვიტამინებს, ცილებს, ცხიმებს, მინერალურ მარილებს და სხვა.

ბადრიჯანს იყენებენ საკონსერვო წარმოებასა და კულინარიაში.

დარგვა

ბადრიჯანს რგავენ წინასწარ გამოყვანილი ჩითილით. საადრეო და საშუალო ჩითილის გამოყვანას აწარმოებენ კვალსათბურებში, ხოლო საგვიანოდ მისი გამოზრდა შეიძლება ღია საჩითილე კვლებზეც.

საადრეო ჩითილის მისაღებად თესვას დარგვამდე 60-70 დღით ადრე იწყებენ (მცენარის 5-7 ფოთოლის ფაზაში). თესვის სიღრმე 0,5-1,5 სმ. თესავენ მწკრივად, ერთმანეთისაგან 5-7 სმ დაშორებით. ერთი ჩარჩოდან მიიღება 300-450 მცენარე.

ბადრიჯნის საშუალო პერიოდის ჩითილის მისაღებად თესლს გადარგვამდე 50-60 დღით ადრე თესავენ.

მწკრივებს თესვის დროს ერთმანეთისაგან 6 სმ-ით აშორებენ. კარგად განვითარებული ჩითილის მისაღებად აღმონაცენს ამეჩხერებენ, იმგვარად რომ მცენარეებს შორის 5-6 სმ მანძილი დარჩეს. ჩითილს რგავენ რიგებს შორის 60-70 სმ დაშორებით, ხოლო მცენარეებს შორის 40-50 სმ დაშორებით.

კარგი წინამორბედი კულტურებია: პარკოსნები, კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, ხახვი, გოგრა.

ბადრიჯანი არ უნდა დაირგას ბადრიჯნის, პომიდვრის, წიწაკისა და კარტოფილის შემდეგ.

მოთხოვნილება ნიადაგისადმი

ბადრიჯნის მოყვანა შეიძლება ყოველგვარი ტიპის ნიადაგებზე. ადრეული მოსავლის მისაღებად უმჯობესია მსუბუქი და ქვიშიანი ნიადაგები, ხოლო საუკეთესოა მსუბუქი თიხნარი წყალგამტარი და ამავე დროს კარგი წყალტევადობის მქონე ღრმა ნიადაგი.

აქვს საკმაოდ მძლავრი ფესვთა სისიტემა (1,5 მეტრამდე იზრდება), ამიტომ ვერ ეგუება მაღლა მდგომ გრუნტის წყლებს.

ნიადაგი უნდა დამუშავდეს 25-40 სმ სიღრმეზე, 1 კვ.მ-ზე შეაქვთ 4-6 კგ ნეშომპალა ან კომპოსტი. ნიადაგის ოპტიმალური მჟავიანობა ph 6,0-6,5.

განოყიერება

ბადრიჯანი ნიადაგში არსებული საკვები ელემენტების მიმართ ზომიერ მოთხოვნას აყენებს. ორგანული ნივთიერებებით ღარიბ ნიადაგში ჰექტარზე შეაქვთ 30-40 ტ. გადამწვარი ნაკელი ან 40-50 ტ. ტორფ-კომპოსტი.

მინერალური სასუქების შემთხვევაში ჰექტარზე შეაქვთ: 40-60 კგ. აზოტი, 90-120 კგ. ფოსფორი და 40-80 კგ. კალიუმი მოქმედი ნივთიერება. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მასზე ორგანული და მინერალური სასუქების ერთობლივი შეტანა.

ძალიან კარგ შედეგს იძლევა აგრეთვე თხევადი, ორგანული მცენარეთა განოყიერების საშუალებები.

მოვლა 

ბადრიჯანი სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ გრუნტში მაშინ რგავენ, როდესაც კარგად გათბება. მცენარის განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა 18-200C, თესლი აღმოცენდება  18-240C-ზე.

ბადრიჯნის ჩითილი მეტად ფაქიზია და გადარგვის შემდეგ ძნელად ხარობს. ამიტომ ჩითილი კარგად განვითარებული უნდა იყოს. გადარგვისას მიწიდან ფრთხილად უნდა ამოითხაროს მიწასთან ერთად, კარგად რომ გაიხაროს.

ბადრიჯანი ტენისადმი მეტი მოთხოვნილებით გამოირჩევა, ამიტომ სჭირდება მეტი სიხშირით მორწყვა.

ამინდის მიხედვით ყვავილობამდე მცენარეები კვირაში 1-2 ჯერ უნდა მოირწყას (10ლ. 1მ2-ზე), ხოლო ყვავილობის და მსხმოიარობის დროს 2-3 ჯერ (12ლ. 1მ2-ზე).

მორყვისას წყალი უნდა იყოს ცივი (დაახლოებით 300C).

მოსავალი

საადრეო ჯიშების შემოსვლის ვადა 100-110 დღეა აღმოცენებიდან, საშუალო ვეგეტაციის მქონე ჯიშების კი 120-140 დღე.

წყარო: აგროვიტა-მცენარეთა დაცვა, აგროკავკასია

გაუზიარეთ მეგობრებს

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
მებაღეობით გატაცებული ხელოვანის ფერმერული გზა
952 Views

კახეთში ვიყავით ზეთისხილის ნერგების სანახავად. ჩვენი ექსკურსიამძღოლი (დავარქვათ ასე) კახელი გახლდათ, ხელისგულივით ვიცნობ მთელ კახეთსო და ჩვენც დაკარგვის არ გვეშინოდა. თბილისიდან კახეთამდე დიდი გზა გვედო, ჰოდა საუბრისას აღმოვაჩინე, რომ კახეთში, ჩვენს გიდთან სტუმრობისას ოჯახის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
72 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB