ზეთისხილი (Olea) — ზეთისხილის დარგვა (ცნობარი)

11527 Views

ზეთისხილი (Olea), ცნობილია ზეთისხილის 60-მდე სახეობა. მარადმწვანე, სუბტროპიკულ ხეხილოვანი მცენარეა, აღწევს — 4-12 მ სიმაღლეს. ფოთლები წვრილი, ლანცეტისებური აქვს, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან — მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი.

ნაყოფი კურკიანია, მოგრძო-ოვალური ან მომრგვალო ფორმისა. თესლიდან გამოზრდილი მცენარე მსხმოიარობას იწყებს 10-12, ხოლო კალმიდან გამოზრდილი 4-5 წლის შემდეგ. ცოცხლობს 300-400 წელზე მეტ ხანს.

ერთი ხიდან 15-60კგ. მოსავალი მოდის.

ზეთისხილი ხარობს თითქმის ყველა ტიპის ნიადაგში,მაგრამ უმჯობესია მისი გაშენება კარბონატულ-ყავისფერ, ალავიურ ნიადაგებსა და მშრალქვიან ფერდობებზე. ზეთისხილი -7 -9 გრადუს ყინვას უძლებს.

ნაყოფს იყენებენ დასამზადებლად, დასაკონსერვებლად, ზეთის გამოსახდელად, მედიცინაში, კოპტონს — ცხოველთა საკვებად, მერქანს — სადურგლო და სახარატო საქმეში.

საქართველოში, აფხაზეთის და კახეთის მშრალ სუბტროპიკულ ზონაში, ოდითგანვე იყო გავრცელებული ზეთისხილის კულტურა.

არსებობს ზეთისხილის არსებობის ისტორიული ფაქტები საქართველოში. ზეთისხილის მოშენება 1879 წ ახალ ათონში დაიწყეს ბერებმა და დიდი პლანტაცია გააშენეს.

გასაბჭოების შემდეგ ეს პლანტაცია საბჭოთა მეურნეობად გადაკეთდა. მაშინდელი პოლიტიკური რეჟიმის პირობებში ვერ განხორციელდა ჩანაფიქრის შესრულება, ზეთისხილს სხვა კულტურა ჩაანაცვლეს.

ზეთისხილის დარგვის ინსტრუქცია

ზეთისხილის დარგვა უმჯობესია წელიწადის მე-11 თვიდან (ნოემბერი) მე-5 თვის (მაისი) ჩათვლით.

ურწყავ ნაკვეთებში ზეთისხილი ირგვება 6×6-მ-ზე ან 6×7-მ-ზე, ხოლო სარწყავში 6×6-მ-ზე, 5×5-მ-ზე ან 6×3-მ-ზე.

ნერგის დასარგავად უნდა ამოითხაროს 1მ სიღრმის და1მ სიგანის ორმო,ამოთხრილი მიწის ზედა 50სმ-იანი ფენა ორმოს ერთ მხარეს თავსდება ხოლო ქვედა 50სმ-იანი ფენა მეორე-მხარეს.

ამოთხრილი ორმო ამ მდგომარეობაში სასურველია 20-30 დღის განმავლობაში დარჩეს, რადგან ამოთხრილი მიწის ზედა 50სმ-იანი ფენა თავსდება ორმოს ქვედა ნაწილში, ხოლო დარჩენილი ქვედა 50სმ-ან ფენას ნიადაგის ანალიზების შედეგების გათვალისწინებით ემატება ორგანული და მინერალური სასუქები.

აღნიშნული მიწა გამოიყენება უშუალოდ ნერგის დარგვისას. თუ დასარგავი ნერგები მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში, მაშინ დარგვამდე ნერგს უნდა შემოეცალოს პარკი და მიწის კოშტიანად უნდა მოთავსდეს სარგავ ორმოში.

მიწა ნერგს უნდა შემოეყაროს ფესვის ყელამდე. ახლად დარგული ნერგი უნდა დამაგრდეს სარზე განსაკუთრებით ქარიან ადგილებში და უნდა მოირწყას.

დარგვისას ნერგი უნდა მოირწყას, შემდეგ დარგვიდან 1 თვეში, მორწყვა დამოკიდებულია ნალექის ატმოსფერული ნალექის რაოდენობაზე, ძირითადად ზაფხულში თვეში ერთხელ ან ორჯერ სჭირდება.

დარგვიდან  მომდევნო წელს (2 წელი), იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით ნერგი ერთხელ უნდა გაისხლას ზევიდან და ცოტა გვერდებზეც, რათა  ძალიან არ გაიზარდოს სიმაღლეში, რომ შემდგომში გაადვილდეს მოსავლის აღება.

ნერგს (ხეს) მოსავალი მოაქვს: დარგვიდან 5 წლის / 7 წლის განმავლობაში-10კგ / 20კგ (შესაძლებელია მეტიც), 7 წლის / 10 წლის განმავლობაში-50კგ და მეტი.

ზეთისხილის 4კგ/5კგ ნაყოფიდან გამოდის 1 ლიტრი ზეთი.

ზეთისხილის ფოთლები გამოიყენება კოსმეტიკაში,ასევე შინაურ ცხოველთა საკვებად.
ზეთისხილის  ნაყოფის აღება იწყება ოქტომბრის თვიდან (ჯერ მწვანე ფერისაა) და ნოემბერ-დეკემბერის თვეებში მწიფდება (შავდება).

ნაყოფიდან ზეთის გამოწურვის შემდეგ ნარჩენი ასევე გამოიყენება შინაურ ცხოველთა საკვებად, კურკები კი საწვავ-მასალად.

კომპანია “ჯეოლაივი”
რედაქცია: აგროკავკასია

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ლიახვის ნაკრძალი — ბიომრავალფეროვნება
345 Views

ლიახვის ნაკრძალი ფლორა   ლიახვის ნაკრძალში დაცულია აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთული კალთებისათვის დამახასიათებელი მთისა და მაღალმთის მცენარეულობა: ტყის ზედა სარტყელში გავრცელებულია წიფლნარი, ქვედა სარტყელში

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ბაბუაწვერა — სამკურნალო მცენარე, ნაყენის რეცეპტი
2353 Views

ბაბუაწვერა (ლათ.Taraxacum officinale Wigg) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 5-50 სმ. მთავარღერძიან ფესვთა სისტემას აქვს კარგად განვითარებული მთავარი ფესვი, სიგრძით 60 სმ-მდე. დიამეტრით 2 სმ-მდე. სხვადასხვა

სრულად
აგროკავკასია FB