თხილის წამლობათა სქემა ბიო (ორგანული) მეურნეობისთვის

თხილი, ორგანული, ბიო, წამლობა

თხილის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის  ღონისძიებათა სისტემა ბიომეურნეობებისათვის.

ბრძოლის ღონისძიებების  სწორად დაგეგვმის მიზნით აუცილებელია ადრე გაზაფხულზე და ვეგეტაციის პერიოდში (მცენარის  განვითარების ფენოფაზების გათვალისწინებით) თხილის წარმოების ყველა ზონაში ჩატარდეს ფიტოსანიტარული მონიტორინგი, მავნე ორგანიზმების გამოსავლინებლად.

გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე უნდა  მოხდეს თხილის ბუჩქის სხვლა-ფორმირება,  შემდეგ  ჩამოყრილი ფოთლების,  გამხმარი ტოტებისა და ნაყოფებისაგან ფართობის გასუფთავება, რადგანაც ისინი წარმოადგენენ ინფექციის მარაგს.

ვეგეტაციის დაწყებამე ორგანლ-მინერალური სასუქი ბიომიქსის ნიადაგში შეტანა. თითოელ ძირზე 0,5 ლიტრის რაოდენობით.

პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს კვირტების დაბერვის ფაზაში, თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში სპილენძის შემცველი ფუნგიციდების გამოყენებით სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ.

მეორე წამლობა ტარდება  მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში, სპილენძის შემცველი ფუნგიციდების, ტურინგენისა და   ნიმის ზეთის კომბინირებული ნაზავის გამოყენებით. ბორდოს ნარევი (6-8 კგ/ჰა)  ან კუპროქსატი (7-8 ლ/ჰა)  ან კოსაიდი (3-4 კგ/ჰა) ან ჩემპიონი (7-8კგ/ჰა) ტურინგენი (6-8 ლ/ჰა) და ნიმის ზეთი  (1,5-2 ლ/ჰა), კვირტის ტკიპისა და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, ხოლო მცენარეთა ფოთლოვანი გამოკვების მიზნით აღნიშნულ სამუშაო ნაზავს უნდა დაემატოს თხევადი ორგანული სასუქი ორგანიკა ( 4-5 ლ/ჰა).

მესამე წამლობა ტარდება აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში თიოვიტ-ჯეტას,  ლეპიდინის და ტურინგენის  კომბინირებული ნაზავის გამოყენებით. თიოვიტ-ჯეტა ან სულფოლაკი (3-4 კგ/ჰა), ლეპიდინი (4-6ლ/ჰა), ტურინგენი (4-6 ლ/ჰა) ნაცრის, აზიური ფაროსანას პიველი თაობის პირველი და მეორე ხნოვანების ნიმფების, შავი ხარაბუზას და ბუგრების წინააღმდეგ.

მეოთხე წამლობა ტარდება  ივნის-ივლისში, თიოვიტ-ჯეტას, ლეპიდინის და ნიმის ზეთის კომბინირებული ნაზავის   გამოყენერბით. ლეპიდინი (6-8 ლ/ჰა)  და ნიმის ზეთი  (1,5-2 ლ/ჰა),  აზიური ფაროსანას  მეორე თაობის პირველი და მეორე ხნოვანების ნიმფების, შავი ხარაბუზას , ამბროზიის ხოჭოს და ტკიპების  წინააღმდეგ, ხოლო მცენარეთა ფოთლოვანი გამოკვების მიზნით აღნიშნულ სამუშაო ნაზავს უნდა დაემატოს ორგანული სასუქი ორგანიკა (5 ლ/ჰა).

მეხუთე წამლობა უნდა ჩატარდეს საჭიროების მიხედვით (წვიმები და ჭარბი ტენიანობა) იგივე პრეპარატებით რაც მეორე და მესამე წამლობის შემთხვევაში.

მოსავლის აღების შემდეგ აუცილებელია ჩატარდეს ბაღის დამუშავება სპილენძს შემცველი პრეპარატებით.

მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის სასურველია ყოველ 100 ლიტრ გამოყენებულ წყალს დაემატოს 100 მლ. მიმწებებელი ადიუგრეინი – 10%.

სტატია მოგვაწოდა მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრმა „ბიოაგრო“, გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებების შესახებ და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე: http://bioagro.ge/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აღნიშნულ სქემასთან, ისარგებლეთ მითითებული კონტაქტით.

თქვენი რეკლამა