თხილი – კულტურა, საქართველოში გავრცელებული ჯიშები

თხილი

თხილის ზოგადი დახასიათება

თხილი, ერთ–ერთი უძველესი კაკლოვანი კულტურაა. იგი მრავალწლიანი ბუნებრივად ბუჩქად მოზარდი, ფოთოლმცვენი, სითბოს, სინათლისა და ტენის მოყვარული, ყინვა და გვალვაგამძე, ჩრდილისამტანი მცენარეა, მრავლდება თესლით, ფესვის ამონაყრებით, ტოტების გადაწვენით, მყნობით.

საუკეთესო დეკორატიული და ანტიეროზიული მცენარეა.

ბუნებრივად იზრდება ზღვის დონიდან 1500–1800 მ–დე; გავრცელებულია იმ ზონაში სადაც ჰავა ზომიერი, თბილი და ატმოსფერული ნალექებით მდიდარია.; თითოეული დედატოტის სიცოცხლის ხანგრძლივობა 70–80 წელია. ბუჩქის კი 180–200 წელი; პროდუქტიული პერიოდის ხანგრძლივობა 40–45 წელი.

თხილის ნაყოფი და მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქტები ფართოდაა ცნობილი; მის კვებით ღირებულებას განსაზღვრავს ნაყოფში ცხიმის, ცილის და სხვადასხვა ვიტამინების შემცველობა.

თხილის გულისგან დამზადებული ზეთი გამოიყენება კვების მრეწველობაში. მედიცინასა და პარფიუმერიაში. თხილის მშრალი გულისაგან მზადდება ფქვილი, რომელიც გამოიყენება ბავშვთა საკვები პროდუქტების დამზადებაში.

თხილის ნაყოფი გამოირჩევა მაღალი შენახვის უნარიანობით, ორი წლის განმავლობაში არ კარგავს სასაქონლო მაჩვენებლებს, კვების ღირებულებას. კარგი ტრანსპორტაბელურია.

თხილის კულტურა თავისი ეკონომიური მნიშვნელობით და საერთაშორისო ბაზარზე ყოველწლიურად მზარდი მოხმარებიდან გამომდინარე დიდ ინტერეს იწვევს.

საქართველოსი გავრცელებული ზოგიერთი ჯიში

საზოგადო სახელი: თხილი

სახეობის სახელწოდება:Corylus avellana L.

ჯიშის სახელწოდება:Corylus avellana‘Ata-Baba’ (Corylus avellana ‘Nij-Phunduk’) – ათა-ბაბა;  ნიჯ-ფუნდუკი

წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, აღმოსავლეთ საქართველო კახეთის რეგიონი.

მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის  სიძლიერე:ძლიერი ზრდისაა.|
ბუჩქის ფორმა:მომრგვალო ფორმის ხშირი ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი: დეკემბერი – თებერვალი
ნაყოფი:მომრგვალო ფორმის, გამოკვეთილი წვერით, ღია ყავისფერი ან მუქი ზოლებით. ფუძე გამოწეულია, ნაყოფედში ნაყოფის რაოდენობა 3-4 ცალია, ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება, ნაჭუჭის სისქე 1,0-1,1 mm.
ნაყოფის ზომა:20X19X18mm სიდიდის.
ნაყოფის მასა:საშუალო მასა 2,5-2,7 გრამი.
გულის გამოსავლიანობა:50-53%.
ცხიმის შემცველობა:65_66%.
მოსავლიანობა:საშუალო მოსავალი 3,5-4,5 კგ/ხე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:გამძლეა მავნებლებ-დაავადებების მიმართ.
კრეფის პერიოდი:  აგვისტო (კახეთის ზონა).
დღევანდელი მდგომარეობა:სამრეწველო ჯიშია სამეგრელოს და აფხაზეთის რაიონებისთვის.

ჯიშის სახელწოდება:Corylus avellana‘Anakliuri’ – ანაკლიური

წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, დასავლეთი საქართველო, სამეგრელოს რაიონი.

მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის  სიძლიერე: ძლიერი ზრდისაა,

ბუჩქის ფორმა: პირამიდული სქელი, ხშირად დატოტვილი ვარჯი
ყვავილობის პერიოდი:დეკემბერი – თებერვალი
ნაყოფი: მრგვალი, ნაყოფედში ნაყოფების რაოდენობა 3-4 ცალია, ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება, ნაჭუჭის სისქე 1,0– 1,1 მმ.
ნაყოფის ზომა:21X21X19 მმ სიდიდის
ნაყოფის მასა:საშუალო მასა 2,3-2,4 გრამი.
გულის გამოსავლიანობა: 52-53 %.
ცხიმის შემცველობა:  66-68%.
მოსავლიანობა:  მაღალი, საშუალო მოსავალი –  4,5-5,5 კგ/ხე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:შედარებით მიმღებიანია მავნებლებ-დაავადებათა მიმართ.
კრეფის პერიოდი:ივლისის ბოლო – აგვისტოს პირველ ნახევარი (სამეგრელოს ზონა).
დღევანდელი მდგომარეობა:ძირითადი სამრეწველო ჯიშია სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებისთვის.

ჯიშის სახელწოდება:Corylus avellana‘Gulshishvela’ – გულშიშველა

წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, დასავლეთ საქართველოდან, გურიის რეგიონი.

მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის  სიძლიერე: ძლიერი ზრდისაა.
ბუჩქის ფორმა:ხშირი, დატოტვილი, მომრგვალო ფორმის ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი: დეკემბერი – თებერვალი.
ნაყოფი:მომრგვალო ფორმის,ნაყოფედში ნაყოფის რაოდენობა 3-5 ცალია, ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება, ნაჭუჭის სისქე – 0,7-0,8მმ.
ნაყოფის ზომა:19X18X16მმ
ნაყოფის მასა:საშუალო მასა 2,2-2,3გრამი.
გულის გამოსავლიანობა:56%.
ცხიმის შემცველობა:  60- 65%.
მოსავლიანობა:  მაღალი, საშუალო მოსავალი5-7 კგ/ხე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:გამძლეამავნებლებ-დაავადებების მიმართ.
კრეფის პერიოდი:ივლისი (გურიის ზონა).
დღევანდელი მდგომარეობა:ძირითადი სამრეწველო ჯიშია სამეგრელოს,გურიის, იმერეთის, კახეთის რაიონებისთვის. ნერგი და ნაყოფი ხელმისაწვდომია ფერმერულ მეურნეობებში.

ჯიშის სახელწოდება:Corylus avellana‘Dedophlis Titi’ – დედოფლის თითი (სინონიმი: აკაკი წერეთლის თხილი, დამსკი პალჩიკი, ბადემი)

წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, დასავლეთ საქართველო იმერეთის  რეგიონი.

მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის  სიძლიერე:საშუალო.

ბუჩქის ფორმა:სფერული ფორმის ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი: დეკემბერი – თებერვალი.
ნაყოფი:მომრგვალო ფორმის, ნაყოფედში ნაყოფების  რაოდენობა 2-3 ცალია, ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება, ნაჭუჭის სისქე 1,0-1,2 მმ.
ნაყოფის ზომა:25X18X16მმ სიდიდის.
ნაყოფის მასა:საშუალო მასა 2,3-2,5 გრამი.
გულის გამოსავლიანობა:55-57%.
ცხიმის შემცველობა:67-69%.
მოსავლიანობა:  მაღალი, საშუალომოსავალი7-9კგ/ხე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:გამძლეამავნებლებ-დაავადებების მიმართ.
კრეფის პერიოდი:ივლისი (იმერეთის ზონა).
დღევანდელი მდგომარეობა:  საკმაოდ გავრცელებული ჯიშია.

ჯიშის სახელწოდება:Corylus avellana‘Vanis Tetri’ – ვანის თეთრი

წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, დასავლეთი საქართველო, იმერეთისრეგიონი. (გამოვლენილია ვანის რაიონში).

მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის  სიძლიერე:ძლიერი.
ბუჩქის ფორმა:ხშირი დატოტვის, ოდნავ გადაშლილი, მკვრივი და სფერული ფორმის ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი: დეკემბერი – თებერვალი.
ნაყოფი:მომრგვალო ფორმის,ნაყოფედში ნაყოფის რაოდენობა 3-4 ცალია, ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება, ნაჭუჭის სისქე 1,0-1,1 მმ.
ნაყოფის ზომა:19X17X15მმ.
ნაყოფის მასა:საშუალო მასა 2,0-2,1 გრამი.
გულის გამოსავლიანობა:52-53%.
ცხიმის შემცველობა:70-72%.
მოსავლიანობა:  მაღალი, საშუალო მოსავალი6,5 _ 7,0 კგ/ხე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:გამძლეა მავნებლებ-დაავადებების მიმართ.
კრეფის პერიოდი:ივლისი (იმერეთის ზონა).
დღევანდელი მდგომარეობა:გვხვდება კოლექციებსა  და ფერმერულ მეურნეობებში.

ჯიშის სახელწოდება:Corylus avellana‘Vanis Tsiteli’ –  ვანის წითელი

წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, დასავლეთი საქართველო, იმერეთისრეგიონი. (გამოვლენილია ვანის მუნიციპალიტეტში).

მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის  სიძლიერე:საშუალო ზრდისაა.

ბუჩქისფორმა:ვარჯი ოვალური ფორმისაა, ხასიათდება ხშირი დატოტვით.
ყვავილობის პერიოდი: დეკემბერი – თებერვალი.
ნაყოფი:მომრგვალოფორმის, ნაყოფედში ნაყოფის  რაოდენობა 3-4 ცალია, ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება, ნაჭუჭის სისქე0,7-0,9 mm .
ნაყოფის ზომა:18X16X14mm სიდიდის.
ნაყოფის მასა:საშუალო მასა 2,2-2,3გრამი.
გულის გამოსავლიანობა:53–54%,
ცხიმის შემცველობა:69–71%.
მოსავლიანობა:  მაღალი, საშუალო მოსავალი6-7 კგ/ხე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:გამძლეამავნებლებ-დაავადებების მიმართ.
კრეფის პერიოდი:ივლისი (იმერეთის ზონა).
დღევანდელი მდგომარეობა:გვხვდება კოლექციის სახით და ფერმერულ მეურნეობებში.
დამატებითიინფორმაცია: გულის კანის ფერია წითელი.

ჯიშის სახელწოდება:Corylus avellana‘Imeruli’ (=Corylus avellana‘Imereti 11′ ) – იმერული; იმერეთი 11

წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, დასავლეთ საქართველო,იმერეთის რეგიონი.

მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის  სიძლიერე:ძლიერი ზრდისაა.
ბუჩქის ფორმა:პირამიდული.
ყვავილობის პერიოდი: იანვარი – მარტი.
ნაყოფი:მსხვილი, მრგვალი ფორმის, ნაყოფედში ნაყოფის რაოდენობა 2-3ცალია, ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება, ნაჭუჭის სისქე0,9-1.0 mm .
ნაყოფის ზომა:23X22X19 მმ.
ნაყოფის მასა:საშუალო მასა 2,4-2,6გრამი.
გულის გამოსავლიანობა:53-55%.
ცხიმის შემცველობა:59-63%.
მოსავლიანობა:  მაღალი, საშუალო მოსავალი6-7 კგ/ხე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:გამძლეა მავნებლებ-დაავადებების მიმართ.
კრეფის პერიოდი:აგვისტო (იმერეთის ზონა).
დღევანდელი მდგომარეობა:გვხვდება კოლექციებში  და ფერმერულ მეურნეობებში.

ჯიშის სახელწოდება:Corylusavellana‘Legi’ (=Corylusavellana‘Imereti 27′) – ლეგი

წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, დასავლეთ საქართველო,იმერეთის რეგიონი.

მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის  სიძლიერე:საშუალო ზრდისაა.
ბუჩქის ფორმა:გადაშლილი, სფერული ფორმის ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი: იანვარი – მარტი
ნაყოფი:მსხვილი, მრგვალი ფორმის,ნაყოფედში ნაყოფის  რაოდენობა 3-4 ცალია, ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება, ნაჭუჭის სისქე1,0-1.2 mm .
ნაყოფის ზომა:21X20X19 მმ.
ნაყოფის მასა:საშუალო მასა 2,2-2,3გრამი.
გულის გამოსავლიანობა:54-57%.
ცხიმის შემცველობა:55-58%.
მოსავლიანობა: მაღალი, საშუალო მოსავალი5-6 კგ/ხე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:გამძლეა მავნებლებ-დაავადებების მიმართ.
კრეფის პერიოდი:  აგვისტო (იმერეთის ზონა).
დღევანდელი მდგომარეობა:გვხვდება კოლექციის სახით და ფერმერულ მეურნეობებში.

ჯიშის სახელწოდება:Corylus avellana‘Nemsa’ – ნემსა

წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, დასავლეთ საქართველო, სამეგრელოს რეგიონი.

მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის  სიძლიერე:ძლიერი ზრდისაა.

ბუჩქის ფორმა:პირამიდული სქელი, ხშირად დატოტვილი ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი: დეკემბერი – თებერვალი.
ნაყოფი:ოვალური.ნაყოფედში ნაყოფის რაოდენობა 4-5ცალია, ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება, ნაჭუჭის სისქე 0,7-0,8 mm.
ნაყოფის ზომა:19X18X16mm სიდიდის.
ნაყოფის მასა:საშუალო მასა 2,2-2,3 გრამი.
გულის გამოსავლიანობა:56-58%.
ცხიმის შემცველობა:60-65%.
მოსავლიანობა: მაღალი, საშუალომოსავალი5-7 კგ/ხე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:გამძლეა მავნებლებ-დაავადებების მიმართ.
კრეფის პერიოდი:  ივლისი (სამეგრელოს ზონა).
დღევანდელი მდგომარეობა:ერთ–ერთი  სამრეწველო ჯიშია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში.

ჯიშის სახელწოდება:Corylusavellana‘Shveliskura’-შველისყურა

წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, დასავლეთი საქართველო, გურიისრეგიონი.

მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის  სიძლიერე: ძლიერი ზრდისაა.
ბუჩქის ფორმა:პირამიდული სქელი, ხშირად დატოტვილი ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი: დეკემბერი – თებერვალი.
ნაყოფი:ოვალური, ნაყოფედში ნაყოფების  რაოდენობა 3-4 ცალია, ნაყოფი საბურველიდან    ადვილად ვარდება, ნაჭუჭის სისქე  0,9-1,0 მმ.
ნაყოფის ზომა:23X19X15 მმ.
ნაყოფის მასა:საშუალო მასა 2,3-2,5 გრამი.
გულის გამოსავლიანობა:48-52%.
ცხიმის შემცველობა:62-69%.
მოსავლიანობა:  მაღალი, საშუალო მოსავალი6,5-7,5 კგ/ხე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:შედარებით გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ
კრეფის პერიოდი:  აგვისტო (კახეთის ზონა).
დღევანდელი მდგომარეობა:ძირითადი სამრეწველო ჯიშია იმერეთის, გურიისა და კახეთის რეგიონისთვის.

ჯიშის სახელწოდება:Corylusavellana‘Chkhikvistava’-ჩხიკვისთავა

წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, დასავლეთი საქართველო, გურიის რეგიონი.

მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის  სიძლიერე:საშუალო ზრდის.
ბუჩქის ფორმა:დატოტვილი და გადაშლილი ვარჯით.
ყვავილობის პერიოდი: დეკემბერი – თებერვალი.
ნაყოფი:ოვალური, ნაყოფედში ნაყოფის რაოდენობა 6-8 ცალია, ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება, ნაჭუჭის სისქე 0,6-0,7 მმ.
ნაყოფის ზომა:16X14X13 მმ.
ნაყოფის მასა:საშუალო მასა 2,0-2,1გრამი.
გულის გამოსავლიანობა:48-52%.
ცხიმის შემცველობა:62-69%.
მოსავლიანობა: მაღალი, საშუალომოსავალი4-5 კგ/ხე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:ნაკლებადგამძლეამავნებლებ-დაავადებების მიმართ.
კრეფის პერიოდი: ივლისი (გურიის ზონა).
დღევანდელი მდგომარეობა:გვხვდება კოლექციებში  და ფერმერულ მეურნეობებში გურიის რეგიონში.

ჯიშის სახელწოდება:Corylus avellana‘Tskhenis Dzudzu’ – ცხენის ძუძუ (სინონიმი – ცხენისკბილა).

წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, დასავლეთი საქართველო,იმერეთის რეგიონი

მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის  სიძლიერე:ძლიერი.
ბუჩქის ფორმა:კარგად დატოტვილი, გადაშლილი ფორმის.
ყვავილობის პერიოდი: დეკემბერი – თებერვალი.
ნაყოფი:მოგრძო ფორმის, გამოკვეთილი წვერით, ნაყოფედში ნაყოფის  რაოდენობა 3-5 ცალია, ნაყოფი საბურველიდან  ადვილად ვარდება, ნაჭუჭის სისქე 0,9-1,0 მმ.
ნაყოფის ზომა:22X16X12 მმსიდიდის.
ნაყოფის მასა:საშუალო მასა 1,5-1.6 გრამი.
გულის გამოსავლიანობა:52-54%.
ცხიმის შემცველობა:67-69%.
მოსავლიანობა: მაღალი, საშუალო მოსავალი5-6 კგ/ხე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:გამძლეა მავნებლებ–დაავადებების მიმართ.
კრეფის პერიოდი:ივლისი (იმერეთის ზონა).
დღევანდელი მდგომარეობა:გვხვდება კოლექციებსა და ფერმერულ მეურნეობებში

ჯიშის სახელწოდება:Corylusavellana‘Kharistvala’ –  ხარისთვალა, სინონიმები: ხოჯის თხილი, ხოჯიშ თოლი.

წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, დასავლეთი საქართველო, სამეგრელოს რეგიონი.

მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის  სიძლიერე:საშუალო.
ბუჩქის ფორმა:სფერული  ფორმის ვარჯით.
ყვავილობის პერიოდი: დეკემბერი – თებერვალი.
ნაყოფი:ოვალური, ნაყოფედში ნაყოფის  რაოდენობა 3-4 ცალია, ნაჭუჭის სისქე 1,1,-1,2 მმ  ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება.
ნაყოფის ზომა:19X18X16 მმ.
ნაყოფის მასა:საშუალო მასა 2,2-2,3 გრამი.
გულის გამოსავლიანობა:42_43%.
ცხიმის შემცველობა:66-67%.
მოსავლიანობა:  მაღალი, საშუალო მოსავალი5-7 კგ/ხე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:შედარებით გამძლეა მავნებლებ-დაავადებების მიმართ.
კრეფის პერიოდი:  აგვისტო (სამეგრელოს ზონა).
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება  ფერმერულ მეურნეობებში.

ჯიშის სახელწოდება: Corylusavellana’Khatshapura’ – ხაჭაპურა

წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, დასავლეთი საქართველო, იმერეთის  რეგიონი.

მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის  სიძლიერე:ძლიერი.
ბუჩქის ფორმა:გადაშლილი, ხშირად დატოტვილი, ოვალური ფორმის ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი: დეკემბერი – თებერვალი.
ნაყოფი: მრგვალიფორმის, ნაყოფედში ნაყოფის  რაოდენობა 3-4 ცალია, ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება, ნაჭუჭის სისქე 0,9-1,0 მმ.
ნაყოფის ზომა: 19X22X19 მმ.
ნაყოფის მასა: საშუალო მასა 2,5-2,7გრამი.
გულის გამოსავლიანობა: 50-53%.
ცხიმის შემცველობა: 65_66%.
მოსავლიანობა:  მაღალი, საშუალო მოსავალი5-6კგ/ხე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: გამძლეა მავნებლებ-დაავადებების მიმართ.
კრეფის პერიოდი: აგვისტო (იმერეთის ზონა).
დღევანდელი მდგომარეობა: სამრეწველო ჯიშია იმერეთის, გურიის, აჭარის და კახეთის რეგიონისთვის.

ჯიშის სახელწოდება:Corylusavellana‘Ucha Tkhili’ -უჩა თხილი (სინონიმი: კერასუნდის წვრილი).

წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, დასავლეთ საქართველო, სამეგრელოს რეგიონი.

მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის  სიძლიერე:საშუალო ზრდისაა.
ბუჩქის ფორმა:გადაშლილი,ხშირი დატოტვის ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი: დეკემბერი – თებერვალი.
ნაყოფი:ოვალური, ბორცვიანიფუძითდაბლაგვიწვერით. ნაყოფედში ნაყოფის  რაოდენობა 4-5 ცალია, ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება, ნაჭუჭის სისქე 0,7-0,9 მმ .
ნაყოფის ზომა:18X17X16 mm.
ნაყოფის მასა:საშუალო მასა 2,2-2,3გრამი.
გულის გამოსავლიანობა:47-49,0%.
ცხიმის შემცველობა:68-70%.
მოსავლიანობა:  მაღალი, საშუალო მოსავალი5-7 კგ/ხე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:გამძლეა მავნებლებ-დაავადებების მიმართ.
კრეფის პერიოდი:ივლისი (სამეგრელოს ზონა)
დღევანდელი მდგომარეობა:კოლექციის სახით და ფერმერულ მეურნეობებში.

წყაროშ. ნადირაძე, თხილის კულტურა,  თბილისი.
ი.ვასაძე, ზ.ბობოქაშვილი, ნ.მიროტაძე და სხვ.,საქართველოს კაკლოვანი კულტურები.
ხომიზურაშვილი და სხვები, საქართველოს მეხილეობა, ტომი 4. საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

იხილეთ აგრეთვე: თხილი – დარგვა, გამრავლება – თხილის ბაღის გაშენება

თქვენი რეკლამა