საზამთრო — მოვლა, მოყვანა და რამდენიმე ჯიში

4277 Views Comment Off

ზოგადი ინფორმაცია

საზამთრო (ლათ. Citrulus) ერთი ან მრავალწლოვანი მცენარის გვარი გოგროვანთა ოჯახიდან. ნაყოფი გოგრულაა, სფეროსებრი, ოვალური ან ცილინდრული; შეფერილობა-თეთრიდან მუქ მწვანამდე.

კანი შეიძლება მოხატული იყოს ბადისებრი ვარაყით ან ზოლებით, ლაქებით და სხვა. რბილობი ვარდისფერი, წითელი, ჟოლოსფერი, იშვიათად თეთრი ან ყვითელია.

ცნობილია საზამთროს 3 სახეობა: ველური (Citrullus colocynthis), სასუფრე (Citrullus vulgarus) და საკვები (Citrullus colocynthoides).

სა­ზამ­თ­როს რბი­ლო­ბი 80-95% სითხის­გან შედ­გე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძლი­ერ შარ­დ­მ­დენ სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. სა­ზამ­თ­რო ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ლე­ბაა.

საზამთრო მდი­და­რია A, C, B, PP ვი­ტა­მი­ნე­ბით, შე­ი­ცავს ფრუქ­ტო­ზას, ეთე­რო­ვან ზე­თებს, ვაშ­ლ­მ­ჟა­ვა­სა და ტუ­ტო­ვან ნივ­თი­ე­რე­ბებს. სა­ზამ­თ­როს თეს­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 35% ცხი­მი შე­დის.

გავრცელება

სა­ზამ­თ­როს სამ­შობ­ლოდ სამ­ხ­რეთ აფ­რი­კის მშრა­ლი, ტრო­პი­კუ­ლი მხა­რე­ე­ბი ით­ვ­ლე­ბა. ეს მცენა­რე კა­ლა­ხა­რის უდაბ­ნოს მი­და­მო­ებ­ში დღემ­დე ვე­ლუ­რად იზ­რ­დე­ბა.

ჯერ კიდევ XX საუკუნეში ჩ.ე. ძველ­მა ეგ­ვიპ­ტე­ლებს მოჰყავდათ საზამთრო. სა­ზამ­თ­როს თესლი აღ­მო­ჩე­ნი­ლია ტუტანჰამონის სა­მარ­ხ­შიც. ეგ­ვიპ­ტე­ში ახ­ლაც მო­ი­პო­ვე­ბა მცი­რე ზო­მის სა­ზამ­თ­როს ჯი­ში, რომ­ლის თეს­ლ­საც ხა­ლა­ვენ და ისე მი­ირ­თ­მე­ვენ. ვე­ლუ­რი სა­ზამ­თ­რო გა­ცი­ლე­ბით პა­ტა­რა ზო­მი­საა.

ევროპაში საზამთრო შეიტანეს ჯვაროსნული ომების დროს. საზამთრო ყველაზე მეტად გავრცელებულია: ჩინეთში, ირანში, ეგვიპტეში, შუააზიაში…

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ზამ­თ­რო ევროპაზე ადრე გამოჩნდა, ის XII სა­უ­კუ­ნე­ში უკ­ვე კარ­გად გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი მცე­ნა­რე ყო­ფი­ლა. მას ად­რე მელ­სა­პო­ნენს უწო­დებ­დ­ნენ. ამჟამად საზამთრო უფრო გავრცელებულია: კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და აფხაზეთში.

სპეციფიკური მოთხოვნები

საზამთრო მოითხოვს ღრმა ფხვიერ ნიადაგს. საზამთროს დასათესი ნაკვეთი ღრმად უნდა დამუშავდეს, ნიადაგი იხვნება მზრლად, გაზაფხულზე იფარცხება და თესვის წინ ატარებენ კულტივაციას.

ნიადაგის მომზადება: საზამთროს დასათეს ნაკვთზე ნაკელი უნდა შევიტანოთ გადამწვარი სახით 20-30 ტ 1 ჰა-ზე. სასუქებიდან საუკეთესო შედეგს იძლევა ფოსფორის (50-70 კგ), აზოტის (30-50 კგ) და კალიუმის (40-60 კგ) შეტანა.

წინამორბედები

საზამთროს კარგ წინამორბედად ითვლება: კომბოსტო, პამიდორი, ბადრიჯანი, პარკოსანი კულტურები.

ერთ ადგილზე საზამტრო 5-6 წლის შემდეგ შეიძლება დაირგას.

ნიადაგი: pH = 6,5-7,0;

თესვა

საზამთროს თესვა იწყება მაშინ, როდესაც ნიადაგის ტემპერატურა 10 სმ. ფენაში აღწევს 12-14°C. თესლი ითესება ნიადაგის და ჯიშის მიხედვით ძირითადად 4-6 სმ ან 6-8 სმ სიღრმეზე. კვების არე: 1,4-1,4 მ; 2,1-1მ ან 1,8-1,1მ — ია.

მშრალ ფხვიერ ნიადაგებში შედარებით ღრმად, ხოლო მძიმე და ტენიან ნიადაგებში უფრო ზედაპირულად თესავენ.

გამომშრალ ნიადაგებზე, განსაკუთრებით ნაგვიანები თესვის დროს, ბუდნებს წინასწარ რწყავენ და შემდეგ თესავენ დამბალი თესლით. ასეთ წინასწარ მორწყულ ბუდნაში 5-7 ცალ თესლს ჩათესავენ და ზემოდან მშრალ მიწას აყრიან.

დიდ ფართობებზე, განსაკუთრებით ურწყავ ადგილებში საზამთროს თესვას ტრაქტორის სათესი მანქანებით აწარმოებენ.

მოვლა

აღმოცენება იწყება მე-10-12 დღეს, განსაკუთრებით კარგ პირობებში მე 6-მე 7 დღეს, ხოლო არახელსაყრელ პირობებში ერთ თვემდე გრძელდება.

აღმოცენებისთანავე ბუდნების გარშემო ატარებენ ნიადაგის გაფხვიერებას. აღმოცენებიდან 10 დღის შემდეგ, როდესაც პირველი ფოთოლი გამოჩნდება, ატარებენ ნიადაგის დამუშავებას მწკრივთშორის ღრმად 12-15 სმ, ღრმა გაფხვიერება ხელს უწყობს ფესვების გაშლას განზე და საკვები ნივთიერების და წყლის უკეთ შეთვისებას.

თუ პირველი გაფხვიერების შემდეგ ნიადაგი ისევ გამკვრივდა და სარეველა ბალახები გაჩნდა, საჭიროა ხელახალი ღრმა გაფხვიერება. მწკრივთშორის ღრმად დამუშავების შემდეგ საჭიროების მიხედვით ატარებენ 2-3 კულტივაციას 5-7 სმ სიღრმეზე.

მწკრივთშორის მანქანა-იარაღებით დამუშავებასთან ერთად ბუდნებში ატარებენ ხელით გამოთხრას, გაფხვიერებას და ზოგჯერ მიწის შემოყრასაც.

მიწის შემოყრას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სარწყავ პირობებში. პირველ შემოყრას აწარმოებენ მაშინ, როდესაც მცენარეს 2-3 ნამდვილი ფოთოლი გაუვითარდება, ხოლო მეორედ 20-25 დღის შემდეგ პირველი შემოყრისაგან.

მწკრივთშორისების დამუშავებას და გაფხვიერება-კულტივაციას მანამდე აწარმოებენ, სანამ მცენარე გაიბადრება, გაიშლება და დამატებითი ფესვები გაუჩნდება. შემდეგ უკვე ბარდის აქეთ-იქეთ გადაწევა საზიანოა მცენარისათვის.

ბარდის მოვლა

აღმოცენების შემდეგ, პირველი ნამდვილი ფოთლის გამოღების პერიოდში ატარებენ პირველ გამეჩხერებას, მეორე გამეჩხერებას კი სამი-ოთხი ფოთლის გამოჩენის შემდეგ, ხოლო მესამეს, ნამხრევების გამოღების პერიოდში აწარმოებენ.

საბოლოო გამეჩხერების შემდეგ უკეთესია, რომ ბუდნაში დარჩეს ძლიერი მცენარეები, ხოლო სუსტი დაავადებული მოცილდეს. ბუდნობრივი თესვის დროს, მათი დაშორების მიხედვით, თითო ბუდნაში საბოლოო გამეჩხერების შმდეგ 1-2 მცენარეს ტოვებენ.

იშვიათად ბუდნების დიდ მანძილზე (3-4 მეტრი) დაშორების დროს, ბუდნაში 3-4 მცენარეს ტოვებენ.

მორწყვა

მორწყვის რაოდენობა და მორწყვის ნორმა დამოკიდებულია ამინდზე, ნიადაგის თვისებებზე, მისი გამოშრობის ხარისხზე. მსუბუქი უსტრუქტურო ნიადაგები გვალვის დროს ირწყვება ხშირად და მცირე ნორმებით, ხოლო თიხნარი და სტრუქტურაიანი ნიადაგები მეტი ნორმით, მაგრამ უფრო იშვიათად.

საერთოდ ნიადაგის დიდი ნორმით, ჭარბად მორწყვა არ არის მიზანშეწონილი.

მორწყვას საერთოდ წყვეტენ ნაყოფის ზრდის დასრულების პერიოდში, სიმწიფის ფაზაში შესვლის დროს. ამ პერიოდში ზედმეტი ტენი იწვევს შაქრიანობის შემცირებას.

მოსავლის აღება

მოსავლის აღების დროს ყურადღება უნდა მიექცეს საზამთროს ფერს. იგი უნდა იყოს ბზინვარე და მკვეთრად გამოხატული ვარაყით. ნაყოფის ყუნწი უჭკნება.

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს აღების ზუსტ დროს, რადგან პროდუქტის ხარისხი უარესდება როგორც ადრეულ, ისე დაგვიანებული აღებისას.

მასალები: აგროვიტა-მცენარეთა დაცვა, აგროკავკასია.

რამდენიმე ჯიში

მუხიანური საზამთრო

ჯიშის სახელწოდება: მუხიანური საზამთრო 

წარმოშობა: იმერეთის რეგიონი, ქუთაისი. გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ზუგდიდის, ქობულეთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ხობის, ხელვაჩაურის რაიონებში. დარაიონებულია 1947 წლიდან I, II, III, VI, X, და XIV ზონებისთვის.

ჯიშის დახასიათება: ჯიში საშუალო პერიოდის სიმწიფისაა. კარგ სამეურნეო თვისებებს უფრო დასავლეთ საქართველოში ამჟღავნებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი დაბალი სამეურნეო თვისებებით ხასიათდება.

ღერო მხოხავია, 4-5 მეტრი სიგრძის, საშუალოდ დატოტვილი. ფოთოლი გრძელყუნწიანია, ფირფიტა მცირედ დანაკვთული, ახალი ფოთოლი ძლიერ შებუსვილია. ყვავილი ერთსახლიანი და ცალსქესიანი. მდედრობით ყვავილს უფრო მეტს ივითარებს, ვიდრე მამრობითს. გვირგვინის ფურცელი ყვითელია. ჯვარედინდამამტვერიანებელი ერთწლიანი მცენარეა.

საუკეთესო გემო აქვს. ნაყოფი საშუალო სიდიდის და მრგვალი ფორმისაა, კანის ფერი მწვანეა და ზედ მუქი მწვანე ვარაყი დაჰყვება. რბილობი მუქი ვარდისფერია, ტკბილი, წყლიანი, უძარღვო. თესლი მიხაკის ფერი ან მორუხო შავი. ტრანსპორტაბელურია. ჯიში „მუხიანური“ საზამთრო ქუთაისის რაიონის აბორიგენული ჯიშია.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება რომელიმე კერძო კოლექციონერთან დასავლეთ საქართველოში.

დამატებითი ინფორმაცია: საზამთროს მრავალმხრივი გამოყენება აქვს. იყენებენ, როგორც სადერსეტო საჭმელს, ამზადებენ თაფლს, ბადაგს, ქერქისგან მურაბებს, ცუკატებს, თესლისგან მაღალხარისხოვან ზეთს.

სოხუმური საზამთრო

ჯიშის სახელწოდება: სოხუმური საზამთრო-Citrullus lanatus ‘Sokhumuri Sazamtro’

წარმოშობა: დასავლეთ საქართველო, სოხუმი. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, ზუგდიდისა და ხობის რაიონებში.

ჯიშის დახასიათება: საშუალო-საგვიანო ჯიშია, ყვავილი ერთსახლიანი და ცალსქესიანი, ყვავილი ღეროზე მარტოულად ვითარდება, გვირგვინი 5-ფურცლიანი, ყვითელი ფერის.

ნაყოფი მსხვილია, მრგვალი-ელიფსისებრი, ზედაპირი მცირედ წიბოიანი, მუქი მწვანე ფერის. რბილობი წითელია, ფხვიერი, ხრაშუნა და ძლიერ ტკბილი. თესლი წვრილი, ზედაპირი გლუვი, მორუხო ფერის. უხმოსავლიანი ჯიშია. დაავადებების მიმართ გამძლეა.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.

კახური მრგვალი შავი

ჯიშის სახელწოდება: კახური მრგვალი შავი -Citrullus lanatus ‘Kakhuri Mrgvali Shavi’

წარმოშობა: კახეთის რეგიონი. გავრცელებულია ძირითადად კახეთის რაიონებში და ქვემო ქართლში.

ჯიშის დახასიათება: ჯიში საშუალო პერიოდის სიმწიფისაა.

ღერო მხოხავია, 5-6 მეტრის, ძლიერ დატოტვილი. ფოთოლი გრძელყუნწიანია, ფირფიტა ძლიერ დანაკვთული. ყვავილები ერთსახლიანი ერთსქესიანი. გვირგვინის ფურცელი ყვითელი. ჯვარედინდამამტვერიანებელი ერთწლიანი მცენარეა.

ნაყოფის ფორმა: მრგვალი სფერეოსებრი ან მოგრძო მრგვალი, ინდექსი 1,06–1,4. ნაყოფი მსხვილია, საშუალო წონა 5-6 კგ. ნაყოფის ზედაპირი გლუვი ან ოდნავ დასეგმენტებულია. ფერი კრიალა შავი ან მუქი ლურჯი, ზოგჯერ გასდევს მუქი მწვანე, ოდნავ შესამჩნევი ვარაყისფერი ხაზები. ქერქი სქელი 1,5–2 სმ.

რბილობი ტკბილი, საშუალო შაქრიანობა 8,83%, აქედან: საქაროზა – 3,6%, გლუკოზა – 1,7%, ფრუქტოზა – 2,47%, შაქრიანობა ზოგჯერ 9,5%–მდეც აღწევს, ნაყოფი უძარღვოა, ფხვიერი, ღია წითელი ფერის. თესლი ფართო, ოვალური, საშუალო სიდიდის. ჯიში მაღალ აგროტექნიკურ ფონზე უხვად მსხმოიარეა. ნაკლებად ავადდება სოკოვანი დაავადებით. ტრანსპორტაბელურია. საუკეთესო გემო აქვს.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება დაცული იყოს კახეთში კერძო კოლექციაში.

წყაროები:  გ.კვაჭაძე, მებოსტნეობა თბილისი 1965 წ.;

ი.ფ. მაჭავარიანი, ზოგიერთი ბოსტნეულ–ბაღჩეული კულტურის აგროტექნიკა და მეთესლეობა აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში. თბილისი, 1970 წ.;

მიწათმოქმედების ინსტიტუტის გარდაბნის საცდელი სადგურის სამეცნიერო კვლევითი ანგარიში 1980 წ.;

ირ.მაჭავარიანი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998 წ.

ჯიშების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა:  ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“.

იხილეთ აგრეთვე: რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
238 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB