სამცხე-ჯავახეთის მეხილეობის ზონა

191 Views

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ზღვის დონედან 789 მ; . აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 28800C ; ნალექები _ 420-650 მმ.

კულტურათა შესაძლო გავრცელება:

თესლოვნები: ვაშლი, მსხალი, კომში, ზღმარტლი;

კურკოვნები: ქლიავი, ალუჩა, ტყემალი, ალუბალი, ბალი, ჭანჭური, ღოღნოშო, ატამი, შინდი;

კაკლოვნები: კაკალი, თხილი;

კენკროვნები: მარწყვი, მოცხარი, ჟოლო, ხურტკმელი, ქაცვი.

ახალქალაქი

ზღვის დონედან 1716 მ; აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 24060C; ნალექები _ 450-610 მმ.

კულტურათა შესაძლო გავრცელება:

თესლოვნები: ვაშლი, მსხალი;

კურკოვნები: ქლიავი, ალუბალი, ბალი, გარგარი, ატამი;

კაკლოვნები: კაკალი;

კენკროვნები: მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ქაცვი.

ახალციხის მუნიციპალიტეტი

ზღვის დონედან 980 მ; . აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 29320C; ნალექები _ 380 მმ.

კულტურათა შესაძლო გავრცელება:

თესლოვნები: ვაშლი, მსხალი, კომში, ზღმარტლი;

კურკოვნები: ქლიავი, ჭანჭური, ღოღნოშო, ალუჩა, ტყემალი, ალუბალი, ბალი, გარგარი, ატამი, შინდი;

კაკლოვნები: კაკალი, თხილი;

მშრალი სუბტროპიკები: ლეღვი, ბროწეული, ხურმა;

კენკროვანი კულტურები: მარწყვი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, მაყვალი, ქაცვი.

ასპინძის მუნიციპალიტეტი

ზღვის დონედან 1110 მ; აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 28000C; ნალექები _ 380 მმ.

კულტურათა შესაძლო გავრცელება:

თესლოვნები: ვაშლი, მსხალი, კომში;

კურკოვნები: ქლიავი, ალუჩა, ბალი, ატამი, ტყემალი;

კაკლოვნები: კაკალი, თხილი;

მშრალი სუბტროპიკები: ლეღვი, ბროწეული, ხურმა, მუშმულა, ფეიჰოა.

ადიგენის მუნიციპალიტეტი

აბასთუმანი _ ზღვის დონედან 1265 მ;. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 26800C; ნალექები _ 390-500 მმ.

კულტურათა შესაძლო გავრცელება:

თესლოვნები: ვაშლი, მსხალი, კომში, ზღმარტლი;

კურკოვნები: ქლიავი, ალუჩა, ტყემალი, ჭანჭური, ღოღნოშო, შინდი, ალუბალი, ბალი, გარგარი, ატამი;

კაკლოვნები: კაკალი, თხილი;

კენკროვნები _ მარწყვი, მოცხარი, ჟოლო, ხურტკმელი, ქაცვი, მაყვალი;

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

ზღვის დონედან 1750 მ; აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 24560C; ნალექები _ 460-620 მმ.

კულტურათა შესაძლო გავრცელება:

თესლოვნები: ვაშლი, მსხალი.

კურკოვნები: ალუჩა, ალუბალი.

კენკროვნები: მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ქაცვი.

ავტორი: იუზა ვასაძე _ სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

კულტურათა აღნიშნული დარაიონება სტატისტიკურ მონაცმებზე დაყრდნობითაა გაკეთებული, თანამედროვე ჯიშებიდან და ჰიბრიდებიდან გამომდინარე, შესაძლოა კულტურის დამატება. ამიტომ სანერგე მასალის შეძენისას აუცილებლად უნდა გაეცნოთ მის მონაცემებს (მოთხოვნებს) და კონკრეტული ნაკვეთის ნიადაგის ანალიზი გააკეთოთ — აგროკავკასია.

იხილეთ აგრეთვე: შიდა ქართლის მეხილეობის ზონა – კულტურათა შესაძლო გავრცელება

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB