როგორ გავაშენოთ თხილის ბაღი-სამეურნეო ცნობარი ფერმერისთვის

2949 Views Comment Off

თხილი ცხიმების, ცილების ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური მარილების მაღალი შემცველობის გამო, ფართოდ გამოიყენება ადამიანის ბალანსირებულ კვებაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, საკონდიტრო წარმოებაში, პარფიუმერიასა და მედიცინაში.

თხილი ივითარებს ცალსქესიან ყვავილებს. მდედრობითი და მამრობითი ყვავილები ერთდროულად არ ფორმირდება.

პლანტაცია ისე უნდა გაშენდეს, რომ ნაკვეთზე დაირგოს არანაკლები 4-5 ჯიშისა ისე, რომ დასამტვერიანებელი და დამამტვერიანებელი ჯიშები მორიგეობით იცვლებოდნენ ყოველ 3-4 რიგის შემდეგ.

თხილი კარგად ხარობს და კარგად იტანს ნიადაგისა და ჰაერის ჭარბტენიანობას, მაგრამ სუსტად იზრდება და მცირე მოსავალს იძლევა ზედმეტად ჭარბტენიან ნიადაგზე.

გასაშენებლად შესაძლოა გამოიყოთ ვაკე ან 10-15 გრადუსი დაქანების ფერდობები. მცენარე ხასიათდება ზედაპირული, ჰორიზონტალურად განლაგებული ფესვთა სისტემით, რომელიც ამაგრებს და იცავს ნიადაგს ჩამორეცხვისაგან.

ნაკვეთი უნდა მოიხნას 45-50 სმ სიღრმეზე საპლანტაჟო გუთნით, ფერდობ ადგილებზე, სადაც ნიადაგის ჩამორეცხვის საშიშროებაა 20-25 სმ სიღრმეზე. ხვნა უნდა ჩატარდეს შემოდგომაზე გასაშენებლად ზაფხულის დასაწყისიდან, ხოლო გაზაფხულზე გასაშენებლად – წინა წლის შემოდგომით. უპირატესია შემოდგომაზე გაშენებული ბაღები.

თხილის გამრავლება ხდება ვეგეტატიური გამრავლებით, ფესვის ამონაყრებით ტოტების გადაწვენით, ბუჩქის დაყოფით. თხილის ნერგი წლოვანებისა და ხარისხის მიხედვით იყოფა პირველ და მეორე ხარისხად. პირველი ხარისხისაა სანერგეში დაფესვიანებული 2-3 წლის ნერგი, რომელსაც აქვს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა, 3-4  ნაზარდი ტოტი.

მე-2 ხარისხის ნერგს უნდა ჰქონდეს 30 სმ ფესვთა სისტემა და  2-3 ნაზარდი ტოტი.

თხილის ბაღებში ნიადაგის ზედაპირიდან თხილის ძველი ნაყოფების მოსაცილებლად და მცენარეული საფარის მოსაჭრელად გამოიყენება სათიბელა, რომელიც ამავე დროს ხელს უწყობს ფოთლებისა და ჩამოცვენილი ნაყოფებით ნიადაგის მულჩირებას.

ბაღის თოხნა უნდა ჩატარდეს მოსავლის აღებამდე 30 დღით ადრე. რეკომენდირებულია თოხნა მოსავლის აღების შემდეგ და სეზონზე 4-6-ჯერ.

ახალგაზრდა თხილის პლანტაციებში (1-4 წლამდე) ნაკელი და მისი შემცველი ორგანული სასუქი ყოველწლიურად უნდა შეიტანოთ, ერთ ბუჩქზე 10-15 კგ.; 4-5 წლამდე – 15-20 კგ.; სრულ მსხმოიარობაში (6-8 წელი) – 20-30 კგ.

სარეველა მცენარეების წინააღმდეგ საჭიროა ჰერბიციდების გამოყენება, რაც ქიმიური მეთოდით თიბვას ნიშნავს. იმისათვის, რომ ნაკლები რაოდენობით ჰერბიციდები გამოიყენებოდეს, საჭიროა თოხნისა და ჰერბიციდების ღონისძიებათა გამოყენების კომბინირება. თოხნამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ზოგიერთი სარეველის გამრავლებას. ამიტომ გამოიყენეთ ჰერბიციდი 2,4–D, თუმცა ძლიერი ჰერბიციდი უნდა მოარიდოთ მცენარის ღეროსა და ფოთოლს.
სარეველებთან ჰერბიციდების გამოყენების ალტერნატიული ღონისძიებაა მულჩირება (მცენარეთა ვედეტაციის პერიოდში მწკრივთაშორისებისდაფარვა ორგანული ნივთიერებების შემცველი მასალით). მულჩირებისთვის შესაძლოა გამოიყენოთ ნახერხი, თივა, ნამჯა, ნაკელი და სხვ.
რეკომენდირებულია ხის ქერქის შეთეთრება სპეციალური საღებავით. სასუქის საჭირო რაოდენობის დასადგენად აგვისტოში შეამოწმეთ ფოთლის შუა ზოლის ნაზარდი.

ახალგაზრდა ბაღებში N-აზოტის შეტანა რეკომენდირებულია მეორე წლიდან.|
K – გამოიყენება იშვიათად საჭიროების მიხედვით.
B – ბორი, 5 წელზე ახალგაზრდა ხეებში დაუშვებელია.

კირი გამოიყენება ნიადაგის მჟავიანობის PH-ის გაზრდის მიზნით, ხეებისთვის N, K, Mg-ის შეთვისების ასამაღლებდად.

დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს თხილის ახალგაზრდა მცენარის ფესვის ყელიდან ამონაყარი უნდა გაისხლას და ბუჩქში დარჩეს 3-5 ყლორტი. სრულ მოსავლიან ბაღებში თხილის ბუჩქი უნდა შედგებოდეს 6-12 ღეროსაგან.

გასხვლისას უნდა მოსცილდეს ყველა გამხმარი და დაავადებული, ასევე გადაჯვარედინებული ტოტები, რომლებიც აზიანებენ ქერქს და დაავადების განვითარებისთვის სასურველი გარემოა. გასხვლისთვის საუკეთესო პერიოდია მოსვენების – ნოემბერი-მარტი. თუმცა შესაძლებელია სხვა დროსაც, საჭიროების მიხედვით.

გასხვლა უმჯობესია ადრე, ვიდრე გვიან, როცა მცენარეს ნაწილებს აჭრით რჩება ჭრილობა, რომელიც მგრძნობიარეა მავნებლების და დაავადებების მიმართ. ხე ყოველთის გასხალით ისე, რომ დარჩეს მინიმალური ჭრილობები.

აუცილებელია მოაშოროთ ღიღველა – ხის ძირიდან ამოზრდილი ტოტები, რომლებიც ხშირად თრგუნავენ მცენარეს.

მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა

თხილის  ნარგავებზე 300-მდე მავნებელ დაავადებაა აღნიშნული. მათ წინააღმდეგ საჭიროა ჩატარდეს  აგროტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური და ქიმიური ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებს ადრე გაზაფხულიდან ინსექტიციდებისა და ფუნგიციდების გამოყენებას (დაკვირტვამდე და შემდეგ 10-14 დღეში ერთხელ).

მოსავლის აღება ხდება საადრო ჯიშების ივლისის ბოლოდან, საგვიანო ჯიშების – სექტემბრის დასაწყისიდან.

ნინო სახვაძე
გაზეთი ჩემი ხარაგაული

იხილეთ აგრეთვე: ფერმერის გამოცდილება-თხილის ბაღის გაშენების ოპტიმალური ნორმები

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB