ქვემო ქართლის მეხილეობის ზონა – ხეხილოვან კულტურათა დარაიონება

ხეხილი, დარაიონება

გარდაბანის მუნიციპალიტეტი

ზღვის დონედან 300 მ;
აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 44880C;
ნალექი 300-420 მმ.

კულტურების შესაძლო გავრცელება:

თესლოვნები: ვაშლი, მსხალი, კომში, ზღმარტლი.
კურკოვნები: ქლიავი, ალუჩა, ტყემალი, ალუბალი, ბალი, გარგარი, ატამი, შინდი, ნექტარინი.
კაკლოვნები: კაკალი, თხილი.
მშრალი სუბტროპიკები: ხართუთა, ლეღვი, ბროწეული, ხურმა, მუშმულა, ფეიხოა.
კენკროვნები: მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, ხურტკმელი, ქაცვი, კოწახური, მაყვალი, ძახველი.

მარნეულის მუნიციპალიტეტი

ზღვის დონედან 406 მ;
აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 40000C;
ნალექები _ 320 მმ.

კულტურების შესაძლო გავრცელება:

თესლოვნები: ვაშლი, მსხალი, კომში, ზღმარტლი.
კურკოვნები: ქლიავი, ალუჩა, ტყემალი, ალუბალი, ბალი, გარგარი, ატამი, შინდი.
კაკლოვნები: კაკალი, თხილი, ფსტა.
მშრალი სუბტროპიკები: ლეღვი, ბროწეული, ხურმა, მუშმულა, უნაბი.
კენკროვნები: მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, ხურტკმელი, ძახველი, მაყვალი.

თეთრი წყაროს და ბოლნისის მთიანი ზონა

ზღვის დონედან 1143 მ;
აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 26850C;
ნალექი _ 510-750 მმ.

კულტურების შესაძლო გავრცელება:

თესლოვნები: ვაშლი, მსხალი.
კურკოვნები: ქლიავი, ალუბალი, შინდი, ტყემალი.
კაკლოვნები: კაკალი, თხილი.

ბოლნისის და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი _ დაბლობი ზონა

ზღვის დონედან 534 მ;
აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 41170C;
ნალექი _ 340-530 მმ.

კულტურების შესაძლო გავრცელება:

თესლოვნები: ვაშლი, მსხალი, კომში, ზღმარტლი.
კურკოვნები: ქლიავი, ალუჩა, ტყემალი, ალუბალი, ბალი, გარგარი, ატამი, შინდი.
კაკლოვნები: კაკალი, თხილი, ნუში.
სუბტროპიკული კულტურები: ლეღვი, ბროწეული, მუშმალა.
კენკროვნები: მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, ხურტკმელი, ძახველი, შინდი.

დმანისის მუნიციპალიტეტი

ზღვის დონედან 1256 მ;
აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 29820C;
ნალექები _ 570-850 მმ.

კულტურების შესაძლო გავრცელება:

თესლოვნები: ვაშლი, მსხალი, კომში.
კურკოვნები: ქლიავი, ალუბალი, ბალი, გარგარი, ტყემალი, ატამი, შინდი.
კაკლოვნები: კაკალი, ნუში.
მშრალი სუბტროპიკი: ხართუთა.
კენკროვნები: მარწყვი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, მაყვალი, ქაცვი.

წალკის მუნიციპალიტეტი

ზღვის დონედან 1463 მ;
აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 23530C;
ნალექები _ 650-750 მმ.

კულტურების შესაძლო გავრცელება:

თესლოვნები: ვაშლი, მსხალი.
კურკოვნები: ქლიავი, ალუბალი, ბალი.
კაკლოვნები: კაკალი.
კენკროვნები: მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ქაცვი.

ავტორი: იუზა ვასაძე _ სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

ხეხილოვან კულტურათა აღნიშნული დარაიონება სტატისტიკურ მონაცმებზე დაყრდნობითაა გაკეთებული, თანამედროვე ჯიშებიდან და ჰიბრიდებიდან გამომდინარე, შესაძლოა კულტურის დამატება. ამიტომ სანერგე მასალის შეძენისას აუცილებლად უნდა გაეცნოთ მის მონაცემებს (მოთხოვნებს) და კონკრეტული ნაკვეთის ნიადაგის ანალიზი გააკეთოთ — აგროკავკასია.

იხილეთ აგრეთვე: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები

თქვენი რეკლამა