ფერმერის რჩევა-ჟოლო და მოცხარი ყველა კარმიდამოში უნდა ხარობდეს

1972 Views Comment Off

ჟოლოსა და მოცხარის ნარგავები, რომელსაც ჩვენთან უცხო ენის გავლენით დამკვიდრებული სახელებით მოიხსენიებენ _ «მალინა» და «სმაროდინა», ყველა მეურნის კარმიდამოში უნდა ხარობდეს.

ეს კენკროვანები როგორც საკვები, ისე კულინარიული და სამკურნალო ღირებულებებით ფასდაუდებელია.

ჟოლო უნიკალური კენკროვანი მცენარეა. ზამთრის კარგ ამინდში უკვე უნდა მოვახდინოთ ჟოლოს ყველა იმ ძველი ტოტის მოჭრა, რომელსაც უკვე ესხა ნაყოფი და დავტოვოთ მხოლოდ ახალი ნაყარები, ავაკრათ სარებზე და წვრილი წვეროები წავასხეპოთ.

ჟოლოს ძალიან უყვარს მზე, ჩრდილს ვერ ეგუება და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის დიდი ხეების ქვეშ არ მოექცეს. მისთვის ადგილის მოძებნა კარმიდამოში მუდამ არის შესაძლებელი.

ჟოლოს ნაყოფის მურაბა, ჩაისთან ერთად, შესანიშნავი საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგოდ. ასევე, უგემრიელესი კომპოტი მზადდება და ცუკატების სახით დაშაქრული მისი ნაყოფი კულინარიაში ძალზე გემრიელი და ეფექტურია. ფოთლების ნაყენი და ნახარში კი ვირუსსაწინააღმდეგო ეფექტის მქონეა.

თებერვალი შესანიშნავი დროა ჟოლოს გადასარგავად და დასაკალმებად. ადვილად ხარობს და დაძაბულ შრომას არ ითხოვს.

მეორე კენკროვანი, რომელსაც «სმაროდინას» ვეძახით, მოცხარია და მის დასაკალმებლად, ჟოლოსგან განსხვავებით, ვარგისია, როგორც წინა წლის, ასევე ახალი კალმებიც.

თებერვალში მოცხარის ბუჩქის ძლიერი ყლორტები გადავაწვინოთ ბუჩქის ირგვლივ, რომელსაც წინასწარ ბარის პირით თხლად გავუჭრით კვალს, გადავაწვენთ სათითაოდ ტოტებს, დავაყრით მიწას და დავტოვებთ ისე, რომ ტოტების წვეროები, მიწის ზემოთ, 4-5 სმ ჩანდეს. ასე ყველა დაფესვიანდება და უმჯობესია, ერთი წლის შემდეგ გადავრგოთ.

მოცხარის კომპოტი თუ მურაბა, ისევე როგორც ჟოლოსი, უგემრიელესია, ფოთლების ნაყენი კი კარგი საშუალებაა ჰიპერტონიის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, რევმატიზმის დროს.

გურია news

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
299 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3679 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB