ფერმერის ბიბლიოთეკა-საზამთროს მოვლა-მოყვანის აგროტექნიკა

1549 Views Comment Off

საზამთრო (ლათ. Citrullus) — ერთი ან მრავალწლოვანი მცენარის გვარი გოგროვანთა ოჯახიდან. ნაყოფი გოგრულაა, სფეროსებრი, ოვალური ან ცილინდრული; შეფერილობა — თეთრიდან მუქ მწვანამდე.

კანი შეიძლება მოხატული იყოს ბადისებრი ვარაყით ან ზოლებით, ლაქებით და სხვა. რბილობი ვარდისფერი, წითელი, ჟოლოსფერი, იშვიათად თეთრი ან ყვითელია.

ცნობილია საზამთროს 3 სახეობა: ველური (Citrullus colocynthis), სასუფრე (Citrullus vulgarus) და საკვები (Citrullus colocynthoides). საზამთრო სითბოს მოყვარუყლია,ნიადაგის მიმართ ნაკლებმომთხოვნი. სამშობლოა სამხრეთ აფრიკა. ფართოდაა გავრცელებული სასუფრე საზამთრო, რომელიც იწონის 0,6-16 კგ-მდე, შეიცავს 11%-მდე შაქარს, ვიტამინებს და სხვა.

ნიადაგი

საზამთრო მოითხოვს ღრმა ფხვიერ ნიადაგს. საზამთროს დასათესი ნაკვეთი ღრმად უნდა დამუშავდეს, ნიადაგი იხვნება მზრლად, გაზაფხულზე იფარცხება და თესვის წინ ატარებენ კულტივაციას.

განოყიერება

საზამთროს დასათეს ნაკვთზე ნაკელი უნდა შევიტანოთ გადამწვარი სახით 20-30 ტ 1 ჰა-ზე. სასუქებიდან საუკეთესო შედეგს იძლევა ფოსფორის (50-70 კგ), აზოტის (30-50 კგ) და კალიუმის (40-60 კგ) შეტანა. საზამთროს კარგ წინამორბედად ითვლება კომბოსტო, პამიდორი, ბადრიჯანი და სხვა.

თესვა

საზამთროს თესვა იწყება მაშინ, როდესაც ნიადაგის ტემპერატურა აღწევს 13-15°. კვების არე 1,4-1,4 მ — ია. თესლი ითესება 4-5 სმ სიღრმეზე. შემოყრიდან. (პირველ ზონაში შუა აპრილიდან, მეორე ზონაში მაისი დამდეგიდან). მშრალ ფხვიერ ნიადაგებში შედარებით ღრმად, ხოლო მძიმე და ტენიან ნიადაგებში უფრო ზედაპირულად თესავენ.

გამომშრალ ნიადაგებზე, განსაკუთრებით ნაგვიანები თესვის დროს, ბუდნებს წინასწარ რწყავენ და შემდეგ თესავენ დამბალი თესლით. ასეთ წინასწარ მორწყულ ბუდნაში 5-7 ცალ თესლს ჩათესავენ და ზემოდან მშრალ მიწას აყრიან. დიდ ფართობებზე, განსაკუთრებით ურწყავ ადგილებში საზამთროს თესვას ტრაქტორის სათესი მანქანებით აწარმოებენ.

მოვლა

აღმოცენება იწყება მე-10-12 დღეს, განსაკუთრებით კარგ პირობებში მე6-მე7 დღეს, ხოლო არახელსაყრელ პირობებში ერთ თვემდე გრძელდება.
აღმოცენებისთანავე ბუდნების გარშემო ატარებენ ნიადაგის გაფხვიერებას. აღმოცენებიდან 10 დღის შემდეგ, როდესაც პირველი ფოთოლი გამოჩნდება, ატარებენ ნიადაგის დამუშავებას მწკრივთშორის ღრმად 12-15 სმ, ღრმა გაფხვიერება ხელს უწყობს ფესვების გაშლას განზე და საკვები ნივთიერების და წყლის უკეთ შეთვისებას.

თუ პირველი გაფხვიერების შემდეგ ნიადაგი ისევ გამკვრივდა და სარეველა ბალახები გაჩნდა, საჭიროა ხელახალი ღრმა გაფხვიერება. მწკრივთშორის ღრმად დამუშავების შემდეგ საჭიროების მიხედვით ატარებენ 2-3 კულტივაციას 5-7 სმ სიღრმეზე. მწკრივთშორის მანქანა-იარაღებით დამუშავებასთან ერთად ბუდნებში ატარებენ ხელით გამოთხრას, გაფხვიერებას და ზოგჯერ მიწის შემოყრასაც.

მიწის შემოყრას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სარწყავ პირობებში. პირველ შემოყრას აწარმოებენ მაშინ, როდესაც მცენარეს 2-3 ნამდვილი ფოთოლი გაუვითარდება, ხოლო მეორედ 20-25 დღის შემდეგ პირველი შემოყრისაგან.

მწკრივთშორისების დამუშავებას და გაფხვიერება-კულტივაციას მანამდე აწარმოებენ, სანამ მცენარე გაიბადრება, გაიშლება და დამატებითი ფესვები გაუჩნდება. შემდეგ უკვე ბარდის აქეთ-იქეთ გადაწევა საზიანოა მცენარისათვის.

ბარდის მოვლა

აღმოცენების შემდეგ, პირველი ნამდვილი ფოთლის გამოღების პერიოდში ატარებენ პირველ გამეჩხერებას, მეორე გამეჩხერებას კი სამი-ოთხი ფოთლის გამოჩენის შემდეგ, ხოლო მესამეს, ნამხრევების გამოღების პერიოდში აწარმოებენ. საბოლოო გამეჩხერების შემდეგ უკეთესია, რომ ბუდნაში დარჩეს ძლიერი მცენარეები, ხოლო სუსტი დაავადებული მოცილდეს. ბუდნობრივი თესვის დროს, მათი დაშორების მიხედვით, თითო ბუდნაში საბოლოო გამეჩხერების შმდეგ 1-2 მცენარეს ტოვებენ. ზოგჯერ ბუდნების დიდ მანძილზე (3-4 მეტრი) დაშორების დროს, ბუდნაში 3-4 მცენარეს ტოვებენ.

მორწყვა

სარწყავ რაიონებში მორწყვის რაოდენობა და მორწყვის ნორმა დამოკიდებულია ამინდზე, ნიადაგის თვისებებზე, მისი გამოშრობის ხარისხზე. მსუბუქი უსტრუქტურო ნიადაგები გვალვის დროს ირწყვება ხშირად და მცირე ნორმებით, ხოლო თიხნარი და სტრუქტურაიანი ნიადაგები მეტი ნორმით, მაგრამ უფრო იშვიათად. საერთოდ ნიადაგის დიდი ნორმით, ჭარბად მორწყვა არ არის მიზანშეწონილი.

მორწყვას საერთოდ წყვეტენ ნაყოფის ზრდის დასრულების პერიოდში, სიმწიფის ფაზაში შესვლის დროს. ამ პერიოდში ზედმეტი ტენი იწვევს შაქრიანობის შემცირებას.

მოსავლის აღება

მოსავლის აღების დროს ყურადღება უნდა მიექცეს საზამთროს ფერს. იგი უნდა იყოს ბზინვარე და მკვეთრად გამოხატული ვარაყით. ნაყოფის ყუნწი უჭკნება. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს აღების ზუსტ დროს, რადგან პროდუქტის ხარისხი უარესდება როგორც ადრეულ, ისე დაგვიანებული აღებისას.

აგროვიტა — მცენარეთა დაცვა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB