ფერმერის ცნობარი-პავლონიის დარგვა და მოვლა საწყის ეტაპზე

ამჟამად, მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტის 50 ქვეყანაში მიმდინარეობს, პავლოვნიას სხვადასხავა დანიშნულების პლანტაციების გაშენება ან მუშავდება პროექტები მისი მასშტაბური დარგვისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ თავისი ბუნებრივ-კლიმატური პირობებით საქართველო ყველა პარამეტრით პასუხობს პავლოვნიას პლანტაციების გაშენების მოთხოვნებს.

გვარი P Paulownia Sied. – პავლოვნია, გავრცელებულია მსოფლიოში ხე მცენარეების სახით, თუმცა მიეკუთვნება Serophulaziaceae Linda – ქერიფქლისებრთა ოჯახს, რომელიც ძირითადად აერთიანებს ბალახებს და ბუჩქებს, იშვიათად კი ლიანებსა და ხეებს…

პავლოვნია მსხვილი, საშუალო სიმაღლის, დიდ ფოთლოვანი მსოფლოში ყველაზე სწრაფმზარდი ხეა. მის სამშობლოდ იაპონია-ჩინეთია მიჩნეული, სადაც ბუნებრივად ვრცელდება 22-40 გრადუს განედზე, ტროპიკულიდან ზომიერად გრილ ჰავამდე.

პავლოვნია ითვლება საუკეთესო ხედ აგრომეტყევეობისათვის. მისი საუკეთესო თვისებები გამოიხატება სწრაფი ზრდის უნარში, კარგ მერქნულ თვისებებში და ადვილად გავრცელებაში. მას აქვს აგრეთვე მძლავრი ფესვთა სისტემა, ვარჯი ვითარდება თავისუფალ სტრუქტურაში, რაც საშუალებას იძლევა დაირგოს მარცვლოვან კულტურებთან ერთადაც.

პავლოვნიას აქვს საკმაოდ დიდი ზომის ფოთლები, ამასთან მისი სწრაფმზარდობიდან გამომდინარე დარგვიდან უკვე მეორე წელსვე შეგიძლიათ მიიღოთ შესანიშნავი ჩრდილოვანი მცენარე თქვენს ეზოში, ხოლო მომდევნო წელს კი იგი იწყებს ყვავილობას, აქვს ულამაზესი სურნელოვანი ყვავილი.

პავლოვნიას ყვავილი მეტად თაფლოვანია და გაშენებული პლანტაცია წარმოადგენს საუკეთესო საკვებ ბაზას მეფუტკრეობისათვის.

თავდაპირველად, პავლოვნიას მისი დეკორატიული თვისებების გარდა სხვა მხრივ სათანადო ყურადღება არ ექცეოდა და სარეველა ხე-მცენარედაც კი მიიჩნევდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც იაპონელმა მყიდველებმა დაიწყეს შეერთებულ შტატებში წარმოებული დამუშავებული ხე-ტყის მასალის შესყიდვა, დღეს პავლოვნია ითვლება პირველი ხარისხის მერქნის მქონე სახეობად. მის მერქანიში გადახდილი ფასი ბევრად აჭარბებს ისეთი ძვირფასი მერქნის ფასს, როგორიცაა: მუხის, წაბლის, კაკლის, წიფელას და სხვათა მერქანი.

პავლოვნიას მერქნისაგან, გამოდის ღია ჩალისფერი მასალა, წყალზე სამჯერ მსუბუქია, რბილია და ადვილად დასამუშავებელი, მაგრამ გამძლე, იოლად არ მრუდდება და არ ტყდება. მერქანი კარგად შრება, აქედან გამომდინარე ამცირებს შრობის ხარჯებს. მაღალი ხარისხის პავლოვნიას ხის მასალა შესაფერისია ფანერის, ავეჯის, სურათების, ფანჯრის ჩარჩოებისა და სხვა მრავალი პროდუქციის წარმოებისათვის. აღსანიშნავია, რომ მექანს ჭია არ ეკარება.

გთავაზობთ რჩევებს პავლონიის მოვლისთვის

დიდი სიამოვნებაა იმის ყურება, თუ როგორ იზრდება პავლოვნიას ახალგაზრდა ხე მაღალ სვეტად რამდენიმე თვეში.

მიუხედავად იმისა თუ როდის დარგეთ თქვენ ნერგი გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე , ის ზრდას დაიწყებს შუა აპრილიდან მაისის დასაწყისში. რათქმა უნდა ტემპერატურას განსაკუთრებული როლი უკავია. არ არის გამორიცხული ადრე დათბობამ მათი ნაადრევი ზრდა გამოიწვიოს. მაგრამ თუ მოუსწრო ყინვამ ამან შეიძლება ცოტა ხნით შეანელოს მცენარის ზრდა.

როგორც წესი ძირიდან იზრდება ორი ღერო აცალეთ გაიზარდოს დაახლოებით ათ სანტიმეტრზე და შემდეგ სუსტი ღერო მოვაცალოთ. ამის შემდეგ დარჩება ღერო რომელიც ხედ გადაიქცევა. თუ დატოვებთ ყველა ღეროს მიიღებთ არა ხეს არამედ ბუჩქს.

ამის შემდეგ მოდის ყველაზე რთული პერიოდი პატარა ნარგავისთვის. ის ჯერ კიდევ პატარაა და ბალახი მის გარშემოც სწრაფად იზრდება და თუ არ მოვაშორებთ (როგორც წესი ხელით) ის წარმოადგენს საფრთხეს პავლოვნიის განვითარებისთვის, მან შიძლება ხე დაახრჩოს კიდეც. ბალახოვანებთან ბრძოლა შეიძლება ჰერბიციდებით, მაგრამ ფოთლოვანები მხოლოდ ხელით უნდა მოაშოროთ. კარგი იქნება თუ ნარგავებს 30-40 სანტიმეტრზე შემოუთოხნით.

შემდეგ პერიოდში მას შეიძლება გაუჩნდეს სათბურის თრიფსი ან ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა, მავნებლები, რომლის მკურნალობაც ძალიან მარტივია და იაფია. საჭიროა შეიწამლოს „ბი 58 ახალით“. როდესაც ნერგები გასცდებიან ერთ მეტრას ისინი იზრდებიან დღე-ღამეში 5 -10 სანტიმეტრს და მავნებლები ვეღარ ასწრებენ ზიანის მიყენებას.

გასხლვა – ეს პროცესი სადაც აშორებენ ზედმეტ წანაზარდებს ფოთოლსა და ღეროს შორის. ეს საჭიროა რომ ღერო გამოვიდეს სწორი მინიმუმ 8 მეტრა სიგრძის. ტოტების არ ქონა უზრუნველყოფს ხარისხიან მასალას. საჭიროა ოპერაცია ჩავატაროთ ისე რომ არ მოვტეხოთ ჯერ კიდევ მწვანე ფოთლები ამისგან რჩება ჭრილობები ღეროზე. გასხვლა შეიძლება გავაკეთოთ ხუთჯერ. თუ დაიცავთ წესებს განსაკუთრებით პირველ წელს შემდეგი წლები იქნება გაცილებით მარტივი.

იხილეთ: პავლოვნია-მომავლის ხის ზოგადი დახასიათება
ფერმერის ბიბლიოთეკა-პავლოვნია-რჩევები პლანტაციის გაშენების შესახებ

თქვენი რეკლამა