ვაშლის ბაღის გაშენების პრაქტიკული სახელმძღვანელო

6554 Views Comment Off

ხეხილოვანი კულტურებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვაშლის წარმოებას, რომელსაც საქართველოში წარმოებული ხილის 50%-ი უკავია, იგი საექსპორტო პროდუქციაა.

ვაშლის კულტურული ჯიშების ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა), მჟავებს (ვაშლის,ლიმონის), პექტინს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს (A,B,C), წყალს (83-90%) და სხვა.

ვაშლის წარმოების გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ზონის პირობები და ის თავისებურებანი, რომელიც ვაშლის წარმოებისათვის არის დამახასიათებელი. ბაღის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა 25-30 წელი და მეტია.

1. საბაღე ნაკვთის შერჩევა

სწორად შერჩეული ბაღი განსაზღვრავს მცენარის ზრდა-განვითარების ხასიათს, მოსავლიანობას, მოსავლის ხარისხს და ბაღის ეკონომიკურ ეფექტიანობას. ვაშლის ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია მიიღება ზღვის დონიდან 700-1200 მ-ის სიმაღლემდე. ვაშლი ერთ-ერთი ყინვაგამძლე კულტურაა, ის კარგად უძლებს 30-35 გრადუს ყინვას, თუმცა ვაშლის ყვავილები სხვა ხეხილოვან კულტურებთან შედარებით უფრო მგრძნობიარენი არიან დაბალი ტემპერატურის მიმართ და მნიშვნელოვნად ზიანდებიან 0 გრადუსზე.

2. რელიეფი

აღმოსავლეთ საქართველოს მთისწინა ზონებში ზღვის დონიდან 1000-1100მ-ის ზემოთ, ვაშლის ბაღის გაშენება რეკომენდირებულია სამხრეთისა და მის მოსაზღვრე ფერდობებზე. ბაღის გასაშენებლად შერჩეული უნდა იქნას შეძლებისდაგვარად სწორი ან 5-60 დაქანების ფერდობები. თუმცა შესაძლებელია 8-100 მდე დაქანებაზე გაშენებაც.

3. ნიადაგები

ვაშლი ადვილად ეგუება სხვადასხვა ტიპის ნიადაგებს თიხნარებიდან მსუბუქ ქვიშნარებამდე.
როდესაც დაუმლაშებელი დამდგარი გრუნტის წყლები 1,5-2მ-ზე ახლოს არის ნიადაგის ზედაპირთან შეასძლებელია სუსტ საძირეებზე წარმოებული ნერგის გაშენება. ხოლო ძლიერი და საშუალო ზრდის საძირეებზე წარმოებული ნერგით ბაღის გაშენება შეიძლება იმ ფართობზე სადაც გრუნტის წყალი 2,5-3-მ-ზე ახლოს არ არის ნიადაგის ზედაპირთან.

4. ნიადაგის მომზადება

საბაღე ნაკვეთი ჯერ უნდა მოსუფთავდეს და მოსწორდეს, შემდეგ მოიხნას 50-60 სმ-სიმაღლეზე ппн-50 საპლანტაჟე გუთნით ან пп-40 გუთნით ფერდობ ადგილებზე, სადაც ნიადაგის ჩამორეცხვის საშიშროებაა. საპლანტაჟედ ხვნა უნდა დასრულდეს ბაღის შემოდგომაზე გასაშენებლად 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე, გაზაფხულზე გასაშენებლად 15 დეკემბრამდე.

პლანტაჟის შემდეგ ნაკვეთი უნდა გადაიხნას, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს გაფხვიერება დისკებიანი კულტივატორის საშუალებით. ეფექტურია ბაღის გაშენების წინა წელს ნაკვეთზე ერთწლიანი პარკოსანი ან მარცვლოვანი ბალახების დათესვა, რომელიც შემოდგომით ჩაიხვნება ნიადაგში.

5. სარგავი მასალის შერჩევის მეთოდები

ნერგი უმჯობესია იყოს ერთწლიანი, სარგავი მასალის ფესვი უნდა იყოს ძლიერი, კარგად დატოტვილი და განვითარებული. ნერგი უნდა იყოს სწორი ზრდის, ნამყენის ადგილიდან ნაზარდი უნდა ამოდიოდეს 900 ნიდაგის მიმართ, ნერგის სასურველი სიმაღლე 130-160სმ-ია, ხოლო შტამპის დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 10-12მმ-ი.

6. ნერგის დარგვის დრო

ნერგის დარგვა წარმოებს შემოდგომასა და გაზაფხულზე. უპირატესობა ენიჭება შემოდგომაზე გაშენებულ ბაღებს, სადაც ნერგების საშუალო პროცენტული განახლება 96-98% -ია. დარგვის წინ ნამყენს უნდა მოსცილდეს დაზიანებული ან გადატეხილი ფესვები და ტოტები.

რეკომენდირებულია დასარგავად გამზადებული ნერგის ფესვები ამოვლებული იქნას ნაკელისა და თიხის ნარევ ხსნარში, რომელსაც დამატებული ექნება ჰეტეროაუქსინი, რომელიც თავიდან აგვარიდებს ფესვების გამოშრობას, ხელს შეუწყობს ნიადაგთან ფესვების უკეთ კონტაქტს და წარმოადგენს საკვების პირველად წყაროს.

7. ნერგის დარგვა

სუსტ საძირეებზე დამყნობილი ვაშლის ჯიშები, მათი ფესვთა სისტემის ზედაპირული განვითარების გამო ირგვება 20-25სმ სიღრმეზე. ძლიერ საძირეზე დამყნობილი 2 წლიანი ნერგი ირგვება 45X60 სმ-სიღრმეზე, მყნობის წერტილი ნიადაგის ზედაპირიდან დაშორებული უნდა იყოს 15-25სმ-ით.

ნერგის დარგვის და მიწის მოყრის დროს ნერგი რამოდენიმეჯერ უნდა ავწი-დავწიოთ, რათა მიწა კარგად გადანაწილდეს ფესვებს შორის, როცა ორმო შეივსება 2/3-ზე, მიწას მიტკეპნიან ფეხით, შემდეგ ორმოს შეავსებენ და კვლავ ტკეპნიან. დარგვის შემდეგ ყოველ ნერგს უნდა დაესხას 20-30 ლიტრი წყალი.

8. ნიადაგის განოყიერება

ვაშლის დარგვის დროს მინერალური სასუქები შეიტანება დასარგავ ორმოებში და ტრანშეებში. 100 მეტრი სიგრძის თხრილში შეიტანება 0,8-1,2 ტ ორგანული სასუქი, 6-8 კგ ფოსფორი და 1,5-3 კგ კალიუმი. ორმოებში ნერგის დარგვისას შეაქვთ 200-300 გრ კომპლექსური სასუქის — NPK — 5-7კგ ორგანული სასუქი(ნახევრად დამწვარი ნაკელი, ტორფოკომპოსტი, ბიჰუმუსი და სხვა) და ნიადაგის ნაზავი.

ამის შემდეგ ორმო იფარება 2-3სმ ნიადაგის ფენით რათა ფესვების უშუალო შეხება სასუქთან იწვევს მათ დაზიანებას და გახმობას. ბაღის გაშენებისას პლანტაჟის ქვეშ ნიადაგში შეტანილი იქნას სამი წლის მინერალური და ორგანული სასუქების დოზა. სასუქების კონკრეტული დოზა უნდა დადგინდეს კონკრეტული ადგილის ნიადაგის შემადგენლობის გათვალისწინებით.

9. ხეხილისათვის საჭირო კვების არე

ბაღებში მცენარეთა სიმჭიდროვის, ანუ მცენარეთა შორის მანძილის (კვების არის) დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნას: ნიადაგურ-კლიმატური ფაქტორები, საძირეების ზრდის სიძლიერე, ჯიშების ზრდის სიძლიერე, მექანიზაციის გამოყენების საშუალებები.

10. საორიენტაციო კვების არე

ვაშლის ბაღის გაშენება მოითხოვს სერიოზულ საწყის ინვესტიციას (საორიენტაციოდ) 1ჰა გაშენებას ძლიერ საძირეზე (კულტურული ნათესები, მაჟალო) სჭირდება 5,0-6,0 ათასი ლარი.

კვების არეებია 8×8მ (156 ძირი) 7×7 (210 ძირი) 7მx6მ (224 ძირი). საძირე ნახევრად ნაგალა (MM-106, M7 და სხვა) 5X3 (670 ძირი) სჭირდება საწყისი ინვესტიცია 10 000 – 12 000 ლარი (წვეთოვანი რწყვით).

საძირე ნაგალა (M-9, M-26 და სხვა) 4X1,2 (2175 ძირი), 4X1.5 (1659 ძირი), 4X2 (1250 ძირი), 3X1 (2170 ძირი), 3X2 (1650 ძირი) 1ჰა-ს გაშენებას წვეთოვანი მორწყვითა და საყრდენი სისტემით სჭირდება 20 000 ლარზე მეტი.

ბაღი მოსავლის მოცემას იწყებს ძლიერ საძირეზე გაშენებული მე-8, მე-9 წელს. ნახევრად ნაგალაზე მე-5 მე-6 წელს. ნაგალა მე-2, მე-3 წელს. 1ჰა-ზე შესაძლებელია ვაწარმოოთ 30-40 ტონამდე (ზოგჯერ 60 ტონამდე) პროდუქცია.

11. ურთიერთდამტვერავი ჯიშების განლაგება

სამრეწველო ბაღებში რეკომენდირებულია 4-5 ჯიში განლაგება. კულტურული ვაშლის რომელიმე ჯიშისათვის დამამტვერიანებელ;ი შეიძლება იყოს როგორც სხვა ჯიშის კულტურული ვაშლი , ისევე ველური ვაშლი.

კულტურული ჯიშებიდან კარგი დამამტვერიანებელია აიდარედი, გოლდენი, ბრაებურნი, გალა და სხვა. ურტიერთდამმტვერავი ვაშლის ჯიში მთელ ბაღში არსებული ხეების საერტო რაოდენობის 10% მაინც უნდა შეადგენდეს, რეკომენდირებულია ათ ძირითად ჯიშიან რიგში ერთი რიგი ეკუთვნოდეს ურთიერთდამამტვერიანებელ ჯიშს.

12. ბაღის გასხვლა ფორმირების ძირითადი პრინციპები

არსებობს გასხვლის ორი ძირითადი წესი, ტოტების დამოკლება და ტოტების გამოხშირვა, ტოტების დამოკლებისას ტოტს ეჭრება გარკვეული ნაწილი, გამოხშირვისას კი ტოტი ძირში რგოლზე იჭრება.

სიძლიერის მიხედვით არსებობს ძლიერი სხვლა (როდესაც ერთწლიან ტოტს ეცლება სიგრძის ორი მესამედი), ზომიერი სხვლა (ტოტს ეცლება სიგრძის ნახევარი) და სუსტი სხვლა (ტოტს ეცლება სიგრძის ერთი მისამედი). გასხვლა შეიძლება შემოდგომაზე ფოთოლცვენილიდან 20-25 დღის შემდეგ, გაზაფხულზე კვირტების დაბერვამდე.

13. ბაღის მორწყვა

ბაღის მორწყვისას რეკომენდირებულია ჰა-ზე წყლის ხარჯვის შემდეგი ნორმები: მძიმე და საშუალო ნიადაგზე 800მ3, ხოლო მსუბუქზე 600მ3. ხეხილის ბაღში მორწყვა ტარდება სხვადასხვა წესით.: კვლებში გაჟონვა მოღარვით, ჯამებში წყლის დატბორებით, სპეციალური სარწყავი სისტემების მორწყვით (გამფრქვევები, წვეთოვანი მორწყვა).

14. გასაშენებლად რეკომენდირებული ჯიშები

საქართველოში ვაშლის ყველაზე უფრო გავცელებული ჯიშები წარმოშობილია მაჟალოს უშუალო მონაწილეობით. ხალხური სელექციით მისგან მიღებულია ცნობილი ჯიშები — თურაშაული, კეხურა, ძუძუვაშლა და სხვა. ასევე ვაშლის ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია : აბილაური, მამულო, მახარა, ნისკარტა, ყინულა, საგამოფენო, გორული, სინაპი, ივერია, საქართველოს პიონერი.
შემოტანილი ჯიშებიდან დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ზამთრის ბანანს, კანადურ რენეტს, შამპანურ რენეტს, ბელფორ ყვითელს, შაფრანს და სხვა.

15. ხეხილის ბაღებში ნიადაგის მოვლა

დღეისათვის ხეხილის ბაღებში ნიადაგების მოვლის რამდენიმე წესი არსებობს.
შავად ხნული ანეული — როდესაც ნიადაგი მთელი წლის განმავლობაში ინახება სუფთად გაფხვიერებულ მდგომარეობაში.

კულტურული დაკორდება — ნიადაგს ამუშავებენ მხოლოდ შტამპის გასწვრივ მცენარეთაშორისებში, ხოლო დანარჩენ ფართობზე რიგთაშორისებში. ხანგრძლივი პერიოდი განმავლობაში დათესილია კულტურული ბალახეულობა (მაგ: კოინდარი, მაღალი კოინდარი, კაპოეტა, მდელოს წივანა, წითელი სამყურა) რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მულჩად.

ორგანული მულჩის სისქე დაჯდომის შემდეგ არ უნდა იყოს 10-15სმ-ზე ნაკლები. დამულჩებული ნიადაგის ზედაპირული ფენა კარგად ინარჩუნებს სტრუქტურას, უმჯობესდება ნიადაგის აერაცია, ნიადაგის კვების რეჟიმი და იზრდება მოსავლიანობა.

ბაღში სარეველა მცენარეების წინააღმდეგ გამოიყენება ჰერბიციდები.

16. ბაღში მცენარეთა დაცვის ღონისძიებები

გვიან შემოდგომით მავნე მწერების საწინააღმდეგოდ საჭიროა ძირნაყარი ნაყოფების შეგროვება, ბაღიდან გატანა და ღრმად ჩამარხვა მიწაში. ვარჯის გაწმენდა გამხმარი და ძლიერ დაზიანებული ტოტებისაგან, ნასხლავის გატანა ბაღიდან და დაწვა. შტამპისა და ხის დედა ტოტების გაფხეკა, შეთეთრება 20%ია-ნი კირის რძით ან თეთრი წყალემულსიანი საღებავით.

ვაშლს საგრძნობ ზიანს აყენებს ვაშლის ჩრჩილი, ვაშლის ნაყოფჭამია, ფოთლის რინქიტი, დაავადებებიდან საშიშია ვაშლის ქეცი, ჟანგა, მინილიოზი, ნაცარი, სილაქავეები და ნაყოფის სიდამპლე.

ბაღის წამლობები ტარდება პესტიციდების საშუალებით. პესტიციდების ტიპი განისაზღვრება იმისდა მიხედვით, თუ რომელი მავნე ორგანიზმის წინააღმდეგ გამოიყენება იგი.

ჰერბიციდები — სარეველების, ინსექტიციდები — მწერების, აკარიციდები — ტკიპების, ფუნგიციდები — სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ.

17. ვაშლის კრეფისა და შენახვის წესები

ვაშლის კრეფის დაწყების საუკეთესო მაჩვენებელია ყუნწის მიმაგრების ადგილზე გაკორპებული შრის წარმოშობა. დაუშვებელია წვიმის დროს და ნაწვიმარზე ნაყოფის შეშრობამდე კრეფა.

ხილი უნდა ინახებოდეს შესანახ საწყობში 0-2 გრადუს ტემპერატურაზე და 85-90% ფარდობითი ტენიანობის პირობებში სპეციალურ ყუთებში, კონტეინერებში და თაროებზე.

თიანეთის საკონსულტაციო ცენტრი

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
274 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6027 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB