მარწყვის დაცვის (წამლობის) სქემა ბიომეურნეობისთვის

მარწყვი, ბიო, ნატურალი

ნერგის  მომზადება: ფესვები ჩაალბეთ სასუქის ორგანიკა 2%-იანი + ბიოკატენა 2%-იანი სამუშაო კომბინირებული ნაზავში 12 საათის განმავლობაში.

ნიადაგის მომზადება: ნაყოფიერების ამაღლების მიზნით ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე უნდა შევიტანოთ 10-12 ტომარა ორგანულ-მინერალური სასუქი ბიომიქსი.

I წამლობა: ყვავილობის დაწყებამდე, მცენარეს უნდა მოშორდეს დაავადებული და დაზიანებული ფოთლები, ხოლო შემდეგ ჩატარდეს წამლობა დაავადებების (ლაქიანობები, ფესვის სიდამპლეები) წინააღმდეგ, აგროკატენა+ბიოკატენა (თითოეული პრეპარატის ხარჯვის ნორმა 5 ლიტრი ჰექტარზე) + ორგანიკა (ხარჯვის ნორმა 5 ლიტრი ჰექტარზე).

II წამლობა: ყვავილობის დამთავრების შემდეგ, დაავადებების (ლაქიანობები, ფესვის სიდამპლეები) და მავნებლების (მარწყვის ცხვირგრძელა, ბუგრები) წინააღმდეგ, აგროკატენა+ბიოკატენა + ლეპიდინი (თითოეული პრეპარატის ხარჯვის ნორმა 5 ლიტრი ჰექტარზე) + ორგანიკა (ხარჯვის ნორმა 3 ლიტრი ჰექტარზე).

ყოველი შემდგომი წამლობა გაიმეორეთ 10-14 დღის შემდეგ, იგივე კომბინირებული ნაზავით.

მცენარის ზედაპირზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის სასურველია ყოველ 100 ლიტრ გამოყენებულ წყალს დაემატოს 50-80 მლ. ბიოლოგიური მიმწებებელი.

გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებების შესახებ და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: http://bioagro.ge

*რედაქციას არ აქვს კავშირი აღნიშნულ სქემასთან, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ ზემოთ მოცემული ბმულით.

იხილეთ აგრეთვე: კიტრის დაცვის (წამლობის) სქემა ბიომეურნეობისთვის

თქვენი რეკლამა