ლურჯი მოცვი — დარგვა, მულჩირება, მოშენება, ბიზნესი

9051 Views Comment Off

ლურჯი მოცვი

ლურჯი მოცვი ყინვაგამძლე, ბუჩქოვანი, კენკროვანი კულტურაა, რომელიც იძლევა ლურჯი ფერის მრგვალ ნაყოფს. ვერ იტანს გვალვას. ხასიათდება მაღალი მდგრადობით დაავადებების მიმართ.

მაღალი კვებითი და დიეტური თვისებების გამო, იგი ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში და მომხმარებელთა დიდ ყურადღებას იმსახურებს.

კენკრის ორიგინალური, მომჟავო–მოტკბო გემო კიდევ უფრო ზრდის მის პოპულარობას.
იჭმევა ნედლად. ლურჯი მოცვი საზაფხულო მოხმარების კენკრაა და იკრიფება მაისის დასასრულიდან აგვისტომდე. ხასიათდება მკვრივი ნაყოფით, ვიდრე სხვა ნებისმიერი კენკროვანი კულტურა.

ლურჯი მოცვის დარგვა შეიძლება, როგორც შემოდგომაზე, ასევე გაზაფხულზეც.
ყვავის მაის–ივნისის თვეში, ნაყოფი მწიფდება ივლის–აგვისტოში.

შეიცავს C ვიტამინს,  მთრიმლავ ნივთიერებებს, გამოიყენება კულინარიაში, ხალხურ მედიცინაში, აქვს ანტიოქსიდური თვისებები.

დიაბეტით დაავადებულთათვის კარგია ჩაის სახით მისი ფოთლის ნახარში.
გამოიყენება მოუშუშებელი ჭრილობების დასამუშავებლად. უნიკალური წამალია მხედველობისათვის.

განასხვავებენ ლურჯი მოცვის რამდენიმე სახეობას: ჩრდილოეთ მაღალბუჩქოვანი,  სამხრეთ მაღალბუჩქოვანი, ნახევრად მაღალბუჩქოვანი და სხვა.

მოცვი სიმაღლეში 2 მეტრამდე იზრდება. ბიზნეს სფეროში პერსპექტიული საქმიანობის თვალსაზრისით ცნობილია 150–მდე ისეთი ჯიში, როგორიცაა: ლეგასი, ოლეინი, მისტინი და სხვა.

ლურჯი მოცვი გაშენებისათვის მოითხოვს ტენიან, მსუბუქ და კარგი დრენაჟის მქონე სპეციფიკურ ნიადაგს.

იგი კარგად ხარობს მხოლოდ მჟავე ნიადაგებზე, ანუ იმ ნიადაგებზე, რომელიც რეკომენდებულია ჩაის გასაშენებლად. ლურჯი მოცვის ნერგები პირველად 2006 წელს ჩამოიტანეს აშშ–დან და საცდელი მიზნით დარგეს იმერეთში, სოფელ სიმონეთში, სადაც 2009 წელს მიიღეს პირველი მოსავალი.

ლურჯი მოცვი ახალი სასოფლო–სამეურნეო კულტურაა საქართველოსთვის, რომლის დანერგვა თავის პოზიტიურ როლს ასრულებს ადგილობრივი ფერმერების წარმოების და შემოსავლების ზრდის კუთხით.

მცენარის დარგვის წესები, მოვლა

ლურჯი მოცვის ნერგის გამოყვანა მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი.

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენება ხდება შემდეგნაირად:

ნერგების დარგვის წინ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აუცილებებლია მიწის ზედა ფენაში შეტანილი იქნეს წინასწარ მომზადებული ორგანული სუბსტრაქტი, ნახერხის (სასურველია წიწვოვანი მცენარის), გადამწვარი ნაკელისა და ტორფკომპოსტის ნარევით.

ნერგების დარგვისას მცენარის ფესვთა სისტემა მთლიანად უნდა მოთავსდეს ნიადაგში, მოიტკეპნოს და მოირწყას.

რიგთაშორისებში დაშორების მანძილი უნდა იყოს 3-3,2 მ. ხოლო რიგებში მცენარეთა შორის დაშორება 0,9-1,2 მ. ასეთი კვების არის გათვალისწინებით ერთ ჰა-ზე საჭიროა 2800-3300 ძირი ნერგი. თუ აშენებთ მცირე ფართობზე და არ აპირებთ დიდ გაბარიტიანი მექანიზაციის გამოყენებას მაშინ: მწკრივებს შორის დაშორება 1.20 მეტრი, ნერგებს შორის 0,90 მეტრი.

ნიადაგის რეაქციის ოპტიმალური PH  მაჩვენებელი უნდა იყოს 4.0–დან 5.5–მდე,
დარგვის წინ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება ხდება ნიადაგის ზედაფენაში ნახერხის,
კომპოსტის ან ტორფის შერევით.

ახლად დარგული მცენარე აუცილებლად უნდა დაიმულჩოს ორგანული ან სხვა სახის მულჩის 25–40სმ. სიგანის 10 15სმ. სისქის ფენით. კარგი მულჩის ვარგისიანობის გარანტია საშუალოდ 8 წელია, რაც ნიშნავს რომ 8 წელიწადს მულჩის ქვეშ სარეველა არ ამოვა.

მოვლა

ასეთნაირად გაშენებულ მოცვის პლანტაციებში პირველ სამ წელიწადს მცენარის გამოკვება ხდება წინასწარ მომზადებული მინერალ;ური სასუქების ნაზავით. ნაზავის თანაფარდობა სემდეგნაირია: ამონიუმის სულფატი 90 გრ, სუპერფოსფატი 110 გრ, და კალიუმის სულფატი 40 გრ.

ასეთნაირად მომზადებული ნაზავი შეაქვთ ნერგის ირგვლივ შემდეგი ოდენობით: ერთ წლიან ბუჩქზე ერთი სუფრის კოვზი, ორ წლიანზე ორი სუფრის კოვზი, სამ წლიანზე სამი სუფრის კოვზი, ოთხ წლიანზე ოთხი სუფრის კოვზი, ხუთ წლიანზე რვა სუფრის კოვზი, ექვსწლიანზე და მეტი ასაკის ბუჩქზე კი თექვსმეტი სუფრის კოვზი. ერთი სუფრის კოვზის ასეთის ნაზავის წონა შეადგენს 10 გრ-ს.

ვეგეტაციის პერიოდში გამოკვება ასეთი ნაზავით ხდება ორჯერადად, ადრე გაზაფხულზე მცენარის მასიური ყვავილობისას და ნაყოფის გამონასკვის სემდეგ. სასუქის მიღების სემდეგ სასურველია მცენარე მოირწყას. თუ პალანტაციაში წვეთობრივი მორწყვის სისტემა მოქმედებს, ამ ნაზავის მცენარესათვის მიწოდება შეიძლება მორწყვასთან ერთად.

 

გასხვლა

სრულ მსხმოიარობაში შესულ ბუჩქებს სხლავენ ისეთნაირად, რომ ბუჩქზე მივიღოთ თანაბრად განაწილებული საყვავილე ყლორტები. ამისათვის ბუჩქს აცლიან დაბალ და სუსტ ნაზარდებს, ასევე დაავადებულ და ფიზიკურად დაზიანებულ ტოტებს. ტოტები, რომლებიც წლების განმავლობაში მსხმოიარობს უტარდებათ პინცირება იმ გაანგარიშებით, რომ თითოეულ ასეთ ტოტზე დარჩეს 4-6 საყვავილე კვირტი. ბუჩქებზე ასეთ ტოტებს იყენებენ 4-6 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ხდება მათი ჩანაცვლება ახალი მოზარდი ტოტებით. მოცვი სრულ მსხმოიარობას აღწევს 6-10 წლის ასაკში.

რა არის მულჩა?

მულჩა არის ნიადაგის საფარი, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერი ორგანული ნარჩენისაგან: ნამჯა,  თივა, თხილის ნაჭუჭი და სხვა).

მულჩის შეტანა ხდება რიგებში, მცენარის გარშემო, 30–60სმ. სიგანის ზოლებად.
მულჩირების სისტემა საგრძნობლად აძლიერებს მცენარის ზრდას, ტენიანობას და ნიადაგს ამდიდრებს ორგანული ნივთიერებებით.

თანამედროვე ინტენსიური ტექნოლოგია ლურჯი მოცვის გაშენებისათვის აუცილებლად ითვალისწინებს მცენარეების დარგვას შემაღლებულ ბაზო–კვლებზე.

შემაღლებული ბაზო–კვლების უპირატესობებია: ფესვების გაუმჯობესებული უზრუნველყოფა ჰაერით, ტენის უკეთესი რეგულაცია, ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება, ჭარბი ტენის მოცილება ფესვებიდან.

დარგვისას სრულდება ისეთი სახის სამუშაოები, როგორიცაა ნიადაგის გაფხვიერება,  ნარგავების გარშემო ოვალური კვლების გაკეთება და სპეციალური ცელოფანის გადაფარება, დამულჩვა, მორწყვა.

სპეციალური მანქანის გამოყენებისას ზემოაღნიშნული ოპერაციების შესასრულებლად 5ჰა. პლანტაციას მოუვლის 6 ადამიანი. ჩვეულებრივ პირობებში კი ამ პლანტაციის მოვლას დასჭირდება 20–მდე ადამიანი.

ლურჯი მოცვის მოშენება ბიზნესის თვალსაზრისით  (ფასები ცვალებადია)

სანერგედან შესყიდულ ერთი წლის ნერგს, რომელსაც ფერმერი შეიძენს 5 ლარად, გადაიტანს პლანტაციაში.

ერთი ბუჩქი მცენარე დარგვიდან მე 2–3 წელს იძლევა მოსავალს, 2 წლის ბუჩქიდან ფერმერი მიიღებს საშუალოდ 2კგ–მდე მოსავალს.

სრული მოსავლიანობისათვის კი საჭიროა 5–6 წელი. სადაც ერთი ძირი ბუჩქი გვაძლევს 5–8 კგ მოსავალს, ერთ ჰა–ზე ირგვება 3500–მდე ნერგი.

1კგ. მოკრეფილი მოცვის ჩასაბარებელი ფასი 2,5–3 ლარია.

ლურჯი მოცვის ყველა ჯიში სხვადასხვა დროს იძლევა ნაყოფს,  ამიტომაც ფერმერი ამ დროს ხელშეკრულებით აიყვანს დროებით მკრეფავებს.

ერთი მკრეფავი დღეში 70–80კგ. მოცვს კრეფს, რაც დღეში 20–25 ლარამდე  ანაზღაურებაა.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში, სოფელი ლაითურში,  კომპანია „ვანრიკი“ აშენებს ლურჯი მოცვის გადასამუშავებელ საწარმოს.

რუსეთში 1 კგ. ლურჯი მოცვის ფასი 3,5-4,0 ევროა, ევროკავშირში 4,0-10 ევრომდე მერყეობს.

საქართველოში 1 კგ. ლურჯი მოცვის ფასი 3,0-9,0 ლარია.

დღევანდელ პირობებში ლურჯ მოცვზე მოთხოვნილება დიდია და გასაღება სხვა კენკროვნებთან შედარებით პრობლემას არ წარმოადგენს.

ლურჯი მოცვის ბიზნესით დაკავება ძვირადღირებული საქმიანობაა, სამაგიეროდ, საქმიანობის სწორად დაგეგმვისა და მოგებაზე ორიენტირებული გათვლილი მენეჯმენტის  შემთხვევაში ის სერიოზულ შემოსავალს იძლევა.

საქმიანობის დადებითი მხარე:

კარგად ეგუება ჩვენს კლიმატურ პირობებს, დაავადებებისადმი მდგრადია.
ნერგის შეძენა არ წარმოადგენს დეფიციტს.

მიღებული მოსავლის რეალიზება არ წარმოადგენს პრობლემას.

სუსტი მხარე:

პლანტაციის გასაშენებლად საჭიროა საკმაო ფინანსური რესურსები (1ჰა–ს სჭირდება 17000 ლარამდე თანხის დაბანდება).

პირველი მოსავალი მიიღება 2–3 წლის ნერგიდან.
აუცილებელია მორწყვა, რაც გამოიხატება დამატებითი თანხების (წვეთოვანი სისტემა) ჩადებაში.

სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო
აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, აგროსერვის ცენტრი, აგროკავკასია

იხილეთ აგრეთვე: მოცვი — მოცვის მოშენების პრაქტიკული სახელმძღვანელო

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1546 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB