ლეღვი — დარგვა, მოვლა-მოყვანა, ძირითადი აგროტექნოლოგია

3098 Views Comment Off

ზოგადი ინფორმაცია

ლეღვი (ლათ. Ficus carica) — თუთისებრთა ოჯახის, ფიკუსის გვარის — სუბტროპიკული მცენარეა. ლეღვი მეჩხერად დატოტვილი, 3-12 მ. სიმაღლის ხეა. საშუალოდ ცოცხლობს 150-200 წელი.

მინერალურ ნივთიერებებს: რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს , ბრომს, გოგირდს, ცოტაოდენ დარიშხანს, აგრეთვე — პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს,

ლეღვი შეიცავს, მინერალურ ნივთიერებებს: რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს. ჯიშისა და სიმწიფის მიხედვით: 12-23% შაქარს, 0,5-4,2% პექტინოვან ნივთიერებებს, 3,4-7,4%. მდიდარია C, B1, B2 ვიტამინებით და აგრეთვე შეიცავს პროვიტამინ A-ს.

ლეღვს იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (ჩირი, მურაბა, ჯემი, კომპოტი). ლეღვის ჩირის კალორიულობა მაღალია და 50-77% შაქარს შეიცავს.

გავრცელება

მკვლევართა უმრავლესობა ლეღვის კულტურის პირველადი წარმოქმნის ცენტრად სამხრეთ-დასავლეთ აზიას მიიჩნევს. აქედან ლეღვი გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე, შემდეგ ეგვიპტეში და ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებში.

ლეღვი ბუნებრივად გავრცელებულია: მცირე აზიაში, ირანსა და ჩრდილოეთ-დასავლეთ ინდოეთში,  ხმელთაშუაზღვისპირეთში, კულტივირებულია მრავალ ქვეყნებში, სამრეწველო მნიშვნელობით განსაკუთრებით მრავლადაა თურქეთში და აშშ-ში.

საქართველო

საქართველოში კულტურული ლეღვი გავრცელებას ისტორიამდელ ეპოქაში იწყებს. ამ კულტურის მოშენებას აქ უხსოვარი დროიდან მისდევდნენ და მრავალი კულტურული ჯიშისა და ფორმის სამშობლოდაც ითვლება.

ლეღვის გარეული ფორმები დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით აჭარაში მრავლადაა. საქართველოში გვხვდება ყველგან მთის ქვედა სარტყელსა და დაბლობებზე. ლეღვი ფართოდაა წარმოდგენილი როგორც დასავლეთ (აფხაზეთი, სამეგრელო, იმერეთი, გურია, აჭარა), ისე აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთი, ქვემო ქართლი).

ლეღვის აგროტექნოლოგია

ლეღვი მშრალი სუბტროპიკული ჰავის კულტურაა. მცენარეს ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობის მიმართ დიდი შემგუებლობის უნარი გააჩნია. ლეღვის ჯიშების უმრავლესობა კარგად ეგუება, როგორც ტენიან (აჭარა-გურია) ისე მშრალ (ქვემო ქართლი) პირობებს.

ნიადაგი

ლეღვი ნიადაგისადმი დიდი მოთხოვნებით არ გამოირჩევა, კარგად ეგუება მშრალ, ქვაღორდიან, კირნარ ადგილებს, ხარობს თითქმის ყველგან ხრიოკებ ადგილებშიც, კლდებზე შენობების ნანგრევებზეც კი.

ტემპერატურა

ლეღვი სინათლის მოყვარული მცენარეა, ზომიერად ტენიან გარემოში საკმაოდ მაღალ ტემპერატურას უძლებს, რაც შეეხება დაბალ ტემპერატურას, საშუალოდ ჯიშის მიხედვით-10-11 °C უძლებს (ზოგიერთი ჯიში -20 °C).

დარგვის სქემა

ლეღვი ირგვება: 8X8 მეტრზე, 6X6-ზე, 6X4-ზე, 5X5-ზე ან 5X4-ზე (რიგთა შორის და რიგში მცენარეთა შორის), ჯიშისა და დასარგავი ადგილის გათვალისწინებით.

დარგვა

რგავენ ძირითადად ადრე გაზაფხუზე ან გვიან შემოდგომით, საშუალოდ ყოველ 100 ცალ მდედრობით ძირს შორის 6 მამრობითი ძირი ირგვება.

დარგვისთვის ამოთხარეთ ორმო: 1.0-1.2მ სიღრმე, დიამეტრი 0.7-1მ. ორმოს ამოღებისას, როგორც სხვა ხეხილის შემთხვევაში, ზედა ნაყოფიერი ფენა ცალკე დაყარეთ, ქვედა ცალკე.

დარგვისას ორმოს ფსკერზე გააკეთეთ პატარა გორაკი (ძალიან მცირე), რათა ფესვები მის გარშემო თანაბრად გადაანაწილოთ. პირველ რიგში ზედა, ნაყოფიერი ფენა დააყარეთ, თუ ნიადაგი ღარიბია შეურიეთ გადამწვარი ნაკელი. შემდეგ დააყარეთ ქვედა ფენა, დატკეპნეთ და კარგად მორწყეთ.

გამრავლება

ლეღვი ამონაყრით, კალმით და იშვიათად მყნობით მრავლდება. დაფესვიანებულ კალმებს შემოდგომით და ზამთრის დასაწყისში იღებენ. კალმებად იყენებენ ერთწლიან ნაზარდს.

ლეღვის ხეს ძირითადად სანიტარული თვალსაზრისით სხლავენ.

სავეგეტაციო პერიოდი დასავლეთ საქართველოში

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ლეღვის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 220-240, ცალკეულ მიკროუბნებში (გაგრა, ახალი ათონი, ხეთა, სენაკი, ბათუმის სამხრეთი ნაწილი და სხვ.) 250 დღეს აღწევს.

სავეგეტაციო პერიოდი აღმოსავლეთ საქართველოში

ქვემო ქართლსა და შიდა კახეთის დაბლობ რაიონებში ლეღვის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა, დასვლეთის ზონებთან შედარებით ნაკლებია და 200-210 დღეს უდრის. ცალკეულ მიკროუბნებში (ალაზანი, წნორი) კი — 220 დღეს აღწევს.

რა თქმა უნდა ეს მონაცემები იცვლება გარკვეული ჯიშების შესაბამისად.

მოვლა

კარგი მოსავლისთვის, ყოველ გაზაფხულზე გააფხვირეთ და შეიტანეთ აზოტის შემცველი ორგანული სასუქი (ან მინერაული).

გვიან ზაფხულში ან შემოდგომით უმჯობესია კალიუმიანი სასუქების შეტანა, ამ დროს აზოტიანი სასუქის მიცემა არ შეიძლება.

მორწყვის სიხშირე რეგიონის კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. თუ ზაფხული ზომიერად თბილი და წვიმიანია დამატებითი ტენი ნაკლებად სჭირდება.

გვალვის შემთხვევაში, საჭიროა ნიადაგის ტენიანობის კონტროლი. არ გამოაშროთ ნიადაგი, ტენის ნაკლებობა გამოიწვევს ფოთლების გაყვითლებას, ჩამოცვენას და შეამცირებს მოსავლიანობას.

მოსავალი

არსებობს ლეღვის ორმოსავლიანი და ერთმოსავლიანი ჯიშები. ორმოსავლიანი ჯიშების პირველი გენერაციის მოსავალი ვითარდება წინა წლის შემოდგომაზე ჩასახული კვირტებიდან, პირველი მოსავლის მომწიფება ხდება ივლისში.

მეორე მოსავლის (ძირითადი) მომწიფება ჯიშების მიხედვით მიმდინარეობს აგვისტოს შუა რიცხვებიდან ნოემბრამდე. ლეღვის ნაყოფი ნაზია, დიდხანს არ ინახება,

საქართველოში გავრცელებული ლეღვის ჯიშებია: შაქარა ლეღვი, თეთრი ლეღვი, ტაბაკა ლეღვი, თაფლა, ჩიტა ლეღვი, ბერძნული ლეღვი, შავი ლეღვი, სოხუმის იისფერი და სხვ.

ლეღვის კულრტურას გააჩნია საექსპორტო პერსპექტივა-თუნდაც მურაბის ან ჩირის სახით, შესაბამისად შესასწავლილია მისი სამრეწველო პოტენციალი.

აგროკავკასია გისურვებთ წარმატებებს!

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB