გაახარეთ ჩინური ეგზოტიკური ჩაის ბუჩქი-გქონდეთ საკუთარი ჩაი!

368 Views Comment Off

ზამთრის ბოლოსთვის ყველა სერიოზული მოყვარული მებაღე იწყებს დაგეგმვას, თუ რას  გაახარებს და გაამრავლებს იგი დამდეგ სეზონზე. გინდათ სიახლე? გარკვეული ეგზოტიკა? იქნებ საკუთარი ჩაის ბუჩქის გახარებამ დაგაინტერესოთ?

ჩაის გვარს (Camellia) მარადმწვანე ტროპიკული და სუბტროპიკული ბუჩქებისა და დაბალი  ხეების დაახლოებით 50 სახეობა მიეკუთვნება, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ჩინური ჩაის  ბუჩქია (Camellia sinensis).
ეს არის უძველესი კულტურული მცენარე, რომლის სამშობლო სამხრეთი და სამხრეთ–აღყოსავლეთი ჩინეთი და ინდოეთის, ბირმის, ვიეტნამისა და ლაოსის მოსაზღვრე რეგიონებია, სადაც მას ათასწლეულების მანძილზე ახარებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩაის ახარებენ მთელს მსოფლიოში ტროპიკულ ზონებში, ჩაის ყველაზე ცნობილ მწარმოებლებად კვლავინდებურად რჩება ჩინეთი, ინდოეთი, შრი–ლანკა და იაპონია.
საკუთარი ჩაის გახარება ჩვენს პირობებშიც კი არ არის რთული. აუცილებელია საღი თესლები, რადგან ჩაის ბუჩქის თესლები მალე კარგავენ აღმოცენებადობის უნარს. თესლებს წრიული ფორმა აქვთ და დათესვამდე 2–3 დღით ადრე ისინი უნდა დასველდეს. შემდეგ გადარგეთ ისინი ჰაეროვან სუბსტრატში. 20–25 С° ტემპერატურაზე ისინი 2–4 კვირაში აღმოცენდებიან.
მზიან ადგილას ახალგაზრდა მცენარეები ძალიან მალე იზრდებიან, და უკვე ნახევარწლოვანი მცენარეები შეგიძლიათ დაკრიფოთ. სწორი კრეფის შედეგად თქვენ მიიღებთ ტოტებგაშლილ ბუჩქს და აგრეთვე საკუთარი ჩაის წარმოებისათვის აუცილებელ ნედლეულს.
ზაფხულში ჩაის ბუჩქის გახარება მოსახერხებელია ეზოში, ბაღში ან აივანზე. ცხელი ზაფხული და რეგულარული საკმარისი მორწყვა ყველაზე მეტად შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ამ მცენარეს თავის სამშობლოში გააჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ბაღში ან აივანზე გამოზრდილი ჩაის ხარისხი ვერ შეედრება ტროპიკებში მოყვანილ ჩაის ხარისხს, მისი გამოზრდა უდავოდ მოგიტანთ დიდ სიამოვნებას და კარგი მოვლის შემთხვევაში ამ მცენარისგან ჯილდოდ დიდ თეთრ ყვავილებს მიიღებთ.
ზამთარში ჩაის ბუჩქი მოათავსეთ ფანჯარასთან. იმდენად, რამდენადაც საქმე მარადმწვანე ბუჩქს ეხება, ზამთარში მას მოაკლდება აუცილებელი მზის შუქი, და იგი დაჭკნება და დაცვივა. მაგრამ, გაზაფხულის დამდეგისთვის მისი მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება და თქვენ ისევ შეძლებთ საკუთარი ჩაის მოწევას.
ბოტანიქსი
Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB