გოჯი ბერი (Licium Barbarum) დარგვა, მოვლა, გამრავლება

11166 Views Comment Off

ზოგადი ინფორმაცია

გოჯი  ბერის (ლათ. Licium Barbarum იგივე WolfBerry) შესახებ პირველი ინფორმაცია, გხვედება შანის დინასტიის ჩინურ ხელნაწერში — დაახლოებით 4000 წლის წინ. ხოლო უფრო დაწვრილებით ამ მცენარის სამკურნალო თვისებები „სიცოცხლის ხის“ სახელით აღწერილია „სიმღერების წიგნში“ 2000 წლის წინ.

როგორც ჩანაწერებიდან ჩანს, გოჯი ბერის სამკურნალო თვისებები პირველად ტიბეტელმა ბერებმა შენიშნეს. მონასტრის სიახლოვეს, რამდენიმე წყაროსთან იზრდებოდა ეს მცენარეები, თუმცა ჩიტების გარდა არავინ აგემოვნებდა, თუმცა მწიფე ნაყოფი წყაროში ცვიოდა და სვავდნენ რა ამ წყალს, ბერებმა  აღმოაჩინეს მისი მრავალი სასარგებლო თვისება.

მთის მონასტრიდან, თანდათან გოჯის გამდმორგვა, სულ უფლა დაბლა ხდებოდა, მალე იმპერატორის და ჩინეთის არისტოკრატიის ბაღებშიც გამოჩნდა. კულტურაზე მებაღეების არაერთი თაობა მუშაობდა, ასეული წლების განმავლობაში არჩევდნენ საუკეთესო ნაყოფს და ხდებოდა სელექცია.

დიდი ხნის განმავლობაში, მცენარის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა ჩინეთის გარეთ, მხოლოდ უკანასკნელი 30 წელია რაც დაიწყო მისი მასიური გავრცელება.

გოჯი ბერის ბუჩქი

გოჯი  ბერი არის მარადმწვანე ბუჩქი. მცენარის სიმაღლე აღწევს 3-3.5 მეტრს. ზევიდან ქვევით დაკიდებული ტოტები დაფარულია ნაცრისფერი კანით და ეკლებით. ფოთლები უბრალოა და აქვთ ელიფსის ფორმა.

გოჯის ყვავილები თეთრია და გადაჰკრავთ ვარდისფერი. მწიფე გოჯის ნაყოფის ფორმა არის წაგრძელებული და აღწევს 1.5-2.0 სმ-ს. ნაყოფი საკმაოდ წვნიანია და შეიცავს საშუალოდ 10 – 30 წვრილ თესლს. ნაყოფის ფერი არის მოწითალო- მარჯნისფერი.

ყვავილობა მაისიდან-სექტემბრის ჩათვლით, ნაყოფიერება ივნისიდან-ოქტომბრის ჩათვლით, მცენარე საშუალოდ უძლებს: –25 – +400C ტემპერატურას.

გოჯის ნაყოფი არის ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო კენკრა მთელ დედამიწაზე, ნაყოფის შემადგენლობა და თვისებები უბრალოდ უნიკალურია.

გოჯის 40-მდე სახობა არსებობს აქედან მხოლოდ 2-ს (ჩინური, ტიბეტური) აქვს მაღალი კვებითი და სამკურნალო ღირებულება. ასე, რომ ნერგის შეძენისას სიფრთხილეა საჭირო.

გოჯიბერი

შემცველობა და სასარგებლო თვისებები

გოჯი ბერი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კენკროვანი მცენარეა და ჩინურად დღეგრძელების ნაყოფს ნიშნავს. მას გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები და უამრავ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.

ვიტამინები: B1, B2, B6, E, C, კაროტინი

მიკრო ელემენტები: რკინა, თუთია, ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, სელენი, სპილენძი, იოდი, მანგანუმი, ნიკელი, ქრომი, კობალტი, კადმიუმი, გერმანიუმი.

ანტიოქსიდანტები: ზაექსანტინი, ომეგა 3, ომეგა 6, ბეტა სიტოსტეროლი.

პოლისაქარიდები: LPB-1, LPB-2, LPB-3, LPB-4. პოლისაქარიდები რთული ნახშირწყლებია და წარმოადგენენ ენერგიის ძირითად წყაროს, არ არის არცერთ სხვა საკვებ პროდუქტში, ორგანიზმში ისინი წარმოქმნება ნივთიერებათა ცვლის შედეგად.

ამ ჯიშის კენკრას ადამიანის ორგანიზმზე მრავალი დადებითი თვისებები ახასიათებს, როგორიცაა: მხედველობის გაუმჯობესება, მეხსიერების უნარის დახვეწა, ღვიძლის ეფექტური მუშაობა, არის საუკეთესო გასახდომი საშუალება და გამოიყენება ორგანიზმიდან ცხიმების გამოსადევნად.

ამასთან ერთად ნაყოფი ხშირად გამოიყენება სიმსივნის, დიაბეტის, ალცჰაიმერის, გულსისძარღვთა და სხვა დაავადებებთან ბრძოლის წინააღმდეგ.

გოჯიბერი

გოჯი ბერის დარგვა-მოყვანის აგროტექნიკა

მცენარე კარგად ხარობს ნეიტრალურ და ტუტე ნიადაგებზე.

ნიადაგის рh=7.0-8.5

უკეთესად გადააქვს წყლის ნაკლებობა, ვიდრე ზედმეტი წყალი.

დარგვის დრო — შემოდგომა, გაზაფხული. ირგვება რიგებში.

დარგვის სქემა

  • რიგში მცენარეთა შორის მანძილი 1.5-2.0 მეტრი;
  • რიგებს შორის მანძილი 2-3 მეტრი;
  • ჩასარგავი ორმო 50X50X50 სმ.

თანმიმდევრობა

  • ამოთხარეთ ორმო, ძირში შეტანეთ ნიადაგის ზედა ფენაში შერეული — 10 კგ. კარგად გადამწვარი ნაკელი (ან კომპოსტი) და 1 კგ. ხის ნაცარი; ან თუ წინააღმდეგი არ ხართ შეგიძლიათ გამოიყენოთ — მინერალური სასუქი;
  • საყრდენის გაკეთება საჭიროა დარგვისთანავე (პირველ წლებში სუსტი ტოტები, მიწაზე ეცემა) ან მოაწყეთ 2.0-2.5 მ. შპალერის სისტემა;
  • 1-3 წელიწადში ყალიბდება ჩონჩხის ტოტები, ირჩევენ ყველაზე ძლიერ და გრძელ 3-5 ტოტს;
  • შემდეგ ჩონჩხის ტოტებზე ყალიბდება 20-50 სმ-ის სანაყოფე ტოტები;
  • ყოველწლიურად ხდება ძლიერი გასხვლა, რის შედეგადაც მცენარე ბევრ ახალგაზრდა ნაყარს იძლევა.

თუ თქვენ პატარა ნაკვეთი გაქვთ, შესაძლებელია ერთი ღერძის დატოვება, შემდეგ ვაყალიბებთ 1.0-1.5 მეტრის შტამბს და და გამოდი დეკორატიული ხე.

გოჯიბერი

გამრავლება

გოჯი ბერის გამრავლება შეიძლება თესლით, ფესვის ამონაყრით, მწვანე და გამერქნებული კალმებით, გადაწვენით…

  • თესვა

თესლს თესავენ ტენიან ნიადაგში, იყენებენ ზედაპირული თესვის წესს.

თესვისთვის ირჩევენ მსხვილ, მწიფე ნაყოფს, ალბობენ 1-2 საათით წყალში, შემდეგ ამოიღებენ თესლს და დაალბობენ ზრდის სტიმულატორში. გამოირჩევა კარგი გაღვივების უნარით.

მოამზადებენ დასათეს სუბტრატს 2X1 მიწის და ტორფის ნარევი, ქოთანში გააკეთებენ დრენაჟს (1,5-3 სმ.), გრუნტს დაატენიანებენ, ერთ ქოტანსი რამდენიმე თესლს თესავენ 2 სმ-ის სიღრმეზე, რწყავენ. დაცული უნდა იყოს ორპირისგან და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისგან.

დაახლოებით 2 კვირაში, გამოჩნდება პირველი ღივები, ორი ნამდვილი ფოთლის განივთარების შემდეგ, უნდა გადაირგოს ცალკეულ ქოთნებში (მინიმუმ 7 სმ სიღრმის ჭურჭელი). გოჯის ფესვთა სისტემა სწრაფად ვითარდება, ამიტომ გადარგვის დაყოვნება არ ღირს.

  • დაკალმება

დაკალმებისთვის იყენებენ 10-15 სმ-ის 1-2 წლიან ტოტებს, ქვედა ნაწილს ცერად გადაჭრიან (მახვილი კუთხით, გამოიყენეთ ბასრი დანა) სუბტრატად იყენებენ მიწის, ქვიშისა და ტორფის ნარევს, ჩარგავენ 3-5 სმ-ზე და ფოთლების გამოტანამდე გადააფარებენ მინის ჭურჭელს ან ცელოფანს.

ფესვის ამონაყარით გოჯი ბერი ძალიან სწრაფად ითვისებს ტერიტორიას. გაითვალისწინეთ, რომ გოჯის გამრავლება გაცილებით ადვილია, ვიდრე შემდეგ მისგან თავის დაღწევა.

მოვლა

გოჯი ბერის მოვლა გამოიხატება, გასხვლა-ფორმირებაში, მორწყვაში თუ ძალიან ცხელი ზაფხულია (კვირაში ერთხელ — მაქსიმუმ ორჯერ). ვერ იტანს ზედმეტ წყალს.

გოჯი ბერის გასხვლა-ფორმირება ხდება კლასიკური (ბუჩქისებრი) და ერთი ღეროს მეთოდით. გასხვლა უმჯობესია შემოდგომით მოხდეს.

გარდა ამისა არ უნდა დაგვავიწყდეს სუსტი, დაზიანებული და გამხმარი ტოტების მოცილება.

გოჯიბერი

მოსავალი

ნაყოფი აუცილებლად კარგად უნდა დამწიფდეს, ნაყოფის წვენმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ამიტომ მოსავლის აღებისას ჩაიცვით ხელთათმანები. ბუჩქის ქვეშ დააფინეთ ცელოფანი და ნაყოფი ჩამოყარეთ.

ნაყოფის მოცემა იწყება 2-3 წელს.

«აგროკავკასია» გისურვებთ წარმატებებს

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
238 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB