გავაშენოთ პეკანი ანუ თხილის ზომის ამერიკული ჯიშის კაკალი

4350 Views Comment Off

ზიგოლდა ანუ იაპონური კაკალი გურიაში განსაკუთრებით მომრავლებულია, თუმცა, ეს ბევრგან სტიქიურ ხასიათს ატარებს. მისი დარგვის დრო ახლოვდება და ძირითადად ყოველთვის უნდა მოვერიდოთ სახლის წინ ან სახლთან ძალზე ახლოს დარგვას. ცნობილია, რომ კაკლის ფოთლები იწვევს თავის ტკივილს. მათზე განსაკუთრებით მგრძნობიარე ორგანიზმი რეაგირებს.

ჩვენში ზიგოლდას «კერკეტას» ეძახიან, რაც მისი შიგთავსის ნაჭუჭისგან ძნელად გამორჩევას უკავშირდება. თუმცა, არსებობს ისეთი ჯიშებიც, რომლის კაკლის ვერტიკალურად გატეხვისას ორივე ლებანი თავისუფლად ამოიღება. ამიტომ დარგვისას, შესაძლებელია, ასეთი ჯიში შევარჩიოთ.

ზიგოლდას დარგვა სასურველია ეზოების ღობეების გასწვრივ, სადაც ის ქარსაფარის როლსაც შეასრულებს. რა თქმა უნდა, ეს ისე უნდა მოვახერხოთ, რომ სხვა კულტურები არ მოვაქციოთ ჩრდილქვეშ, რადგან პეკანი საშუალოდ 10 მეტრ სიმაღლესაც აღწევს. თუ გურიის ნიადაგთან ჩვეულებრივ ქართულ კაკალს (მას ბერძნულსაც ეძახიან) უჭირს შეგუება, ზიგოლდა აქ თავს ძალიან კარგად გრძნობს.

პეკანი ანუ ამერიკული ჯიშის კაკალი, ზომით თხილისოდენაა. მისი ნაყოფი მტევნის სახით ვითარდება და «კერკეტასგან» განსხვავებით, თხელკანიანია. თხილის მსგავსად, მას კბილითაც ადვილად ტეხენ.

გურიაში, მაგალითად, ოზურგეთის ზოგ სოფელში მას «კოტა» ნიგოზსაც ეძახიან, რასაც იმითაც ხსნიან, რომ სიმინდის კოტას (ტაროს) მსგავსად, მარცვალი ადვილად ძვრებაო. პეკანი ძალიან ცხიმიანია, თითქმის 76%. მისი მერქანიც საუკეთესოა და კიდევ იმით გამოირჩევა, რომ მაისში იწყებს ყვავილობას, რაც მისი გაყინვის საფრთხეს მთლიანად გამორიცხავს. ასე, მაგალითად, გასულ წელს, გურიაში «ზიგოლდას» ყვავილობისას მოუსწრო ყინვამ და შემოდგომაზე თითქმის აღარ იყო მოსავალი.

პეკანი ადვილად ამოდის დათესვით, თითქმის, უკლებლივ. თუმცა, მოსავალს გვიან იძლევა. ამიტომ, უმჯობესია, ნამყენის სახით გამრავლება. ამ შემთხვევაში, მესამე წელს უკვე ნაყოფს ისხამს. პეკანი და ზიგოლდა ერთმანეთს დიდი ცხიმიანობით ჰგვანან და მათგან საცივის გაკეთება არაა მიზანშეწონილი, რადგან ერთგვარ «აჭრას» იწვევს.

ამით არაფერი უშავდება გემოს, თუმცა, გარეგანი ეფექტი სასიამოვნო არაა და ამიტომ დიასახლისები ამჯობინებენ მისგან ჩვეულებრივი ბაჟე გააკეთონ და გამოიყენონ ისეთი კერძების შესაკმაზად, როცა საჭირო არაა მისი პირდაპირ მდუღარე წყალში გახსნა. ის შესანიშნავია გოზინაყისა და ნამცხვრებისთვის.

გურია news

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1547 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB