ატმის ფოთლის სიხუჭუჭე სიმპტომები და მკურნალობა

ატმის, ფოთლების, სიხუჭუჭე

ატმის ფოთლის სიხუჭუჭე (Taphrina deformans Fuck) – მეტად საშიში დაავადებაა, გავრცელებულია საქართველოს ყველა რეგიონში.

სიმპტომები და განვითარება

ავადდება ფოთლები, ტოტები, ყვავილები და ნაყოფები. ფოთლების დაავადება მაისის მეორე ნახევრიდან ვლინდება.

დაავადება თავიდანვე ფოთლის ფირფიტის დახუჭუჭებით იწყება.

ზოგ ადგილას ფირფიტა იბურცება, რის შედეგად მთელი ფირფიტა ხუჭუჭდება. დასაწყისში მწვანე ფერისაა, შემდეგ მკრთალდება, ხოლო საბოლოოდ მონაცრისფრო ფიფქი გადაეკვრება.

ფოთლის ფირფიტა სქელდება, უფრო უხეში და ადვილად მტვრევადი ხდება.

ყლორტების დაავადება უფრო მძიმე ფორმით მიმდინარეობს. ყლორტი სქელდება და დეფორმირდება. საბოლოოდ, ასეთი ყლორტები ხმება.

ყვავილები და ნაყოფები იშვიათად ავადდება. დაავადებისთანავე ყვავილი ხმება და ცვივა. დაავადება ყვავილიდან ნაყოფზე ჯერ კიდევ გამონასკვის პერიოდში გადადის და შემდეგ ახალგაზრდა ნაყოფის დეფორმაციას იწვევს.

ბრძოლის ღონისძიებები

აუცილებელია ჩამოცვენილი და გამხმარი ტოტების მოგროვება და დაწვა.

კვირტების გაშლის წინ ხე უნდა შეიწამლოს 3%-იანი ბორდოს სითხით.

ან ადრე გაზაფხულზე კვირტების დაბერვისთანავე სპილენძიანი პრეპარატის შესხურება მაგ. როგორიცაა კუპროქსატი.

პრეპარატები: ათლეტი -300გ 1ტ წყალზე (1-ჰა) ან სპრინტერი: 700გ 1ტ წყალზე (1-ჰა) და სხვა.

ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი; კარტლისი.

იხილეთ აგრეთვე: ატმის დაცვის (წამლობის) – პრაქტიკული სქემა

თქვენი რეკლამა