სათბურის, მინი, ტრაქტორი
აგრო სიახლეები

ესპანეთში სათბურისთვის მინი ტრაქტორი შექმნეს

ახალგაზრდა ესპანურმა კომპანია JBR Agrotech-მა სასათბურე მეურნეობისთვის მინი ტრაქტორი გამოუშვა, რომელიც გამოირჩევა მინიმალური შემობრუნების რადიუსით და დამატებითი აღჭურვილობის დაყენების შესაძლებლობით. ამის შესახებ HortiDaily იუწყება. „Agrotech მინი ტრაქტორი, თავისი უაღრესად შთამბეჭდავი დიზაინით, შექმნილია სათბურის ამოცანების გასაადვილებლად […]

ბაზრებზე, ატმის, ექსპორტი
აგრო სიახლეები

რიგმა ქვეყნებმა საერთაშორისო ბაზრებზე ატმის ექსპორტი უკვე დაიწყეს

ჩინეთიდან, თურქეთიდან და ეგვიპტიდან, საერთაშორისო ბაზრებზე საადრეო ატამი უკვე ექსპორტირებულია. EastFruit-ის ანალიტიკოსების თქმით, რეგიონში ახალი ატმის აქტიური საექსპორტო სეზონი დაიწყო. თუმცა, ეს სეზონი სრულიად განსხვავდება ყველა წინა სეზონისგან და ბაზარზე მთავარი პრობლემური მოთამაშე ეგვიპტეა. როგორც […]

გლდანის, პატარა, ტბა
აგრო სიახლეები

გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული სივრცე ეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. პროექტი ითვალისწინებს ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების მოწყობას. „ხედავთ […]

ბოსტნეული, კულტურა, მომგებიანი
აგრო სიახლეები

ყველაზე მომგებიანი ბოსტნეული ახალ სეზონში – კვლევის შედეგები

EastFruit-ის გუნდმა ჩაატარა ანონიმური გამოკითხვა ტელეგრამის არხზე იმის შესახებ, თუ რომელი ბოსტნეული კულტურა შეიძლება გახდეს ყველაზე მომგებიანი 2024/25 სეზონში, ბაზრის მონაწილეების აზრით. გამოკითხვა ჩატარდა კონკრეტული რეგიონის მითითების გარეშე, მაგრამ არხის მკითხველთა უმრავლესობა ბაზრის მონაწილეები არიან […]

მეტყევე, ტაქსატორი, პროფესია
აგრო სიახლეები

მეტყევე-ტაქსატორის პროფესიას 16 ახალგაზრდა ეუფლება

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე – „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ სასწავლო პროცესი დაიწყო. პროგრამის ფარგლებში დეფიციტურ პროფესიას 16 ახალგაზრდა ეუფლება. პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების (მეტყევე-ტაქსატორი) მომზადება, რომლებიც განახორციელებენ ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოებს, შეძლებენ ტყეში აზომვითი და […]

ხახვის,შენახვა, რუმინეთი
აგრო სიახლეები

რუმინეთში ხახვის შესანახ ობიექტებს აშენებენ

რუმინელი ფერმერები იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ხახვის შესანახ და საშრობ ობიექტებს აშენებენ. რუმინული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი Argedava Novaci, რომელიც 800 ჰექტარ მიწას ამუშავებს ბუქარესტის მიმდებარე რამდენიმე რაიონში, ხახვის შესანახ და საშრობ ობიექტებში 8 მილიონი ევროს ინვესტიციას გეგმავს, […]

აზერბაიჯანი, თხილის, ექსპორტი
აგრო სიახლეები

აზერბაიჯანი საერთაშორისო ბაზრებზე თხილის ექსპორტს ზრდის

აზერბაიჯანის ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციების ანალიზის ცენტრის მონაცემებით, 2024 წელს თხილის ექსპორტი იანვარ-თებერვალში 7%-ით გაიზარდა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 12,3 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი განახორციელა, იუწყება Day.Az. აზერბაიჯანის ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციების ანალიზის ცენტრის მონაცემებით, […]

ერთწლიანი, კულტურების, წარმოება
აგრო სიახლეები

ერთწლიანი კულტურების წარმოების სტატისტიკა საქართველოში

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ხორბლის წარმოებამ 146.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 6.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 26.9 პროცენტით შემცირდა და 43.0 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 189.8 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც  […]

საქართველო, ამინდი
აგრო სიახლეები

13-15 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

16 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ქ. თბილისში 13 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, […]