ვიზიტი – მეფუტკრეობისა და მეკალმახეობის მეურნეობებში

137 Views

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, გურიის რეგიონის გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად ოზურგეთში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში მეფუტკრეობისა და მეკალმახეობის განვითარების მიმართულებით დაფინანსებული მეურნეობები დაათვალიერა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის მკვიდრმა გივი ნინიძემ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 30 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო და საფუტკრე მეურნეობა გააფართოვა. მეურნეობაში ფუტკრის 400 – მდე ოჯახი ჰყავს.

მეურნეობის ძირითად საქმიანობას ფუტკრების გამრავლება და შემდგომში მათი რეალიზაცია წარმოადგენს. წელიწადში ხდება 400 დედა ფუტკრის წარმოება და 400 ოჯახის რალიზაცია.

სეზონზე ასევე ხორციელდება 4 – 5 ტონა თაფლის წარმოება და 6 -7 ტონა ცვილის დამუშავება. პროდუქციის რეალიზაცია ქვეყნის მასშტაბით გურიის, აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში ხორციელდება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მდებარე საკალმახე მეურნეობამ შპს „აგიამ“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა და 420 500 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით წარმოება გააფართოვა. საკალმახე მეურნეობა წელიწადში 300 ტონა კალმახს და 3.5 ტონა ხიზილალას აწარმოებს.

მიღებული პროდუქციის 70%-ის რეალიზაცია თბილისში, ხოლო დანარჩენი 30 %-ის დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ხორციელდება. საწარმოში ამ ეტაპზე დასაქმებულია 44 ადამიანი. მომავალში კომპანია მეურნეობის ტერიტორიაზე შესაბამისი ინნფრასტრუქტურის შექმნას აგროტურიზმის განვითარებას გეგმავს.

,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტები სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას ემსახურება. მეფუტკრეობის და მეთევზეობის დარგების განვითარება ჩვენი პრიორიტეტებია, რადგან ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

დარგების სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დაინერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მეთოდოლოგიები. ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ როგორც სამეცნიერო მიმართულებით და ადგილობრივი ფერმერების ცოდნის ამაღლების, ისე სასოფლო-სამეურნეო კოოპერირების განვითარების კუთხით“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის სამინიტროს პროექტების მართვის სააგენტომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის განხორციელება 2013 წელს დაიწყო და პროექტის ფარგლებში ამ ეტაპისთვის 700 საწარმოა გაფართოვებულ-გადაიარაღებული.

8Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB