ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები მეწარმეებს გააცნეს

216 Views Comment Off

ქართლში მოძიებული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები, ქართველ ღვინის მწარმოებლებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ გააცნო.

ევროპული სტილით დაყენებული თეთრი ღვინის 15 ნიმუში შემდეგი პარამეტრებით შეფასდა:

  • შეფერილობის ინტენსივობა;
  • ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი);
  • სანელებლები;
  • ყვავილოვანი ტონები;
  • ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლოტრები, პიტნა);
  • ტანინი/სხეულიანობა;
  • სიმწკლარტე/სიუხეშე;
  • ალკოჰოლის შეგრძნება.

საუკეთესოებად ცივვაზი, ქიშური, ჩინური და გორული მწვანე დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებული და ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულია ვაზის  437 ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა.

აღნიშნულ ბაზაზე ყოველწლიურად, ნაკლებად შესწავლილი 70-მდე ჯიშის ყურძნისგან, ღვინის დაყენება და შეფასება ხდება, რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში ჩართვა მოხდეს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB