USAID/REAP-ის კულინარიული კონკურსი

93 Views

2017 წლის 5 მაისს თავისუფალი უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია, USAID-ის პროგრამა REAP-თან ერთად უმასპინძლებს კულინარიულ კონკურსს.

ღონისძიება აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობის 25 წლისადმი მიძღვნილი იუბილეს ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს ქართული აგრო-პროდუქციის წარმოების ხელშეწყობას და აშშ-სა და საქართველოს მთავრობების მხარდაჭერის დემონსტრირებას.

აშშ. ელჩის მოადგილე საქართველოში ნიკოლას ბერლინერი, USAID-ის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე მონაწილეობას მიიღებენ კულინარიულ კონკურსში და მოამზადებენ კერძებს.

გამოყენებული იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID REAP-ის და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) ბენეფიციარების მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქციით. კონკურსში მონაწილეებს დახმარებას კულინარიის აკადემიის სტუდენტები გაუწევენ.

მომზადებულ კერძებს შეაფასებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ცნობილი ქართველი შეფ-მზარეული მერიკო გუბელაძე და ცოდნის ფონდის დირექტორი ანასტასია ბენდუქიძე. დაჯილდოვდება ყველაზე საინტერესო და გემრიელი კერძის ავტორი.

ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოში წარმოებული აგრო-პროდუქციის პოპულარიზაციას. კონკურსზე გამოყენებულ ყველა პროდუქტს მიღებული აქვთ ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები, რაც პროდუქციის ევრო კავშირში გატანას შეუწყობს ხელს და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება DCFTA-სკენ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
550 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB