უნიკალური ჯიშის ქართული ღორისგან დამზადებული კერძების დეგუსტაცია

165 Views

„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის“ ფარგლებში, პირველი ხორცპროდუქტების პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

„საპარტნიორო ფონდის,“ ქართულ-ესპანური კომპანია  „Native Georgian”-ისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთობლივი „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის“ ფარგლებში, აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში უნიკალური ჯიშის ქართული ღორის პირველი ხორცპროდუქტებისგან დამზადებული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაცია მოეწყო.

უნიკალური ჯიშის ქართული ღორისგან დამზადებული კერძები დარგის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა, კულინარებმა, გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში ცნობილი ესპანური ბრენდის „Deraza Iberico S.L.“-ისა და „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „Native Georgian“-ის დამფუძნებლებმა რეხინო დიაზ დელ რიოსამ და ლუის სანს კასადომ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი” საქართველოში „იბერიკოს“ ჯიშის ანალოგის, უნიკალური ქართული მთის ღორის მოშენების, ქართული ხამონისა და  სხვადასახვა სახეობის ხორცპროდუქტების წარმოების, აგრეთვე მსოფლიო ბაზარზე მისი კომერციალიზაციის ეტაპებს მოიცავს.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, საქართველოში მოძიებული 25 ერთეული უნიკალური ჯიშის ქართული მთის ღორისგან სელექციით სტერილურ პირობებში 500-მდე ღორი მოაშენეს.

ესპანეთში ჩატარებული კვლევების შედეგად, დადასტურდა, რომ ქართული მთის ღორი ესპანური „იბერიკოს“ ჯიშის ღორის მახასიათებლებს უტოლდება; მისგან დამზადებული ხამონი და სხვა ხორცპროდუქტები კი უმაღლესი ხარისხის ნაწარმს წარმოადგენს.

აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში უნიკალური ქართული ღორის პირველი ხორცპროდუქტისგან დამზადებული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაციისთვის სპეციალურად შეირჩა რამდენიმე სახეობის პროდუქტი, რომელთაგან აღიარებულმა შეფ-მზარეულებმა 15 დასახელების კერძი მოამზადეს. დამსწრე სპეციალისტების მხრიდან მათ უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
550 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB