უკრაინის სოფლის მეურნეობის მთავარი პრობლემა

მეურნეობა

სოფლის მეურნეობა და IT ყველაზე პერსპექტიული დარგებია უკრაინაში, მაგრამ სოფლის მეურნეობა წარსულშია ჩარჩენილი და ამის გამო არ შეუძლია საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება, ამ თემების შესახებ ისაუბრეს სპეციალისტებმა გადაცემაში „პერშა შპალტა“ (Перша шпальта).

ამჟამად უკრაინის სოფლის მეურნეობა ორიენტირებულია, პურეული და ზეთოვანი კულტურების მსხვილ სანედლეულო წარმოებაზე, ამასთან მოსავლიანობა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით მხოლოდ 50-60%ია.

კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოებისთვის, საჭიროა ახალი ტექნოლოგიების  დანერგვა და გამოყენება. გასათვალისწინებელი ისიც, რომ განვითარებული ქვეყნები ერთ ადგილზე არ დგანან და აქტიურად ამაღლებენ რენტაბელობას.

უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს, ინოვაციური და ინტელექტუალური საკუთრების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ელენა მინიჩის თქმით, ევროპულ ქვეყნებში IT ტექნოლოგიების გამოყენება, სასოფლო სამეურნეო წარმოებაში დანახარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.

IT ტექნოლოგიებით მცენარეთა განოყიერებისა და დაცვის საშუალებების მიწოდება მაქსიმალური სიზუტით ხორციელდება, რასაც მინიმუმადე დაჰყავს დანაკარგი და შესაბამისად მაღალ მოსავლიანობასთან ერთად, პროდუქტის თვიღირებულებაც დაბალია.

უკრაინის სოფლის მეურნეობის მთავარი პრობლემა – წარსულში ჩარჩენაა, ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება, IT და აგრო სინთეზია, ეს არის უკრაინის სოფლის მეურნეობის განვითარების რეალური პერსპექტივა და ამ მიმართულებით სპეციალიზაცია, ქვეყანას საშუალებას მისცემს, თანამედროვე, მაღალი დონის აგრონომები მიიღოს.

თქვენი რეკლამა