უკრაინაში რძის პროდუქტების იმპორტის 67% ყველზე მოდის

116 Views

იმპორტირებული რძის პროდუქტების წილი უკრაინის ბაზარზე 2%-ს არ აღემატება.

2016 წლის პირველ ნახევარში, უკრაინაში 72 მილიონი ტონა რძეა წარმოებული, რაც 2%-ით ნაკლებია, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, – იტყობინება აგრარული საინფორმაციო სააგენტო Agravery.

რძის პროდუქციის ექსპორტის მოცულობა, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 3.2%-ით შემცირდა (270 000 ტონამდე), ექსპორტი ძირითადად ხორციელდება: ყაზახეთში, საქართველოში, თურქმენეთში, მაროკოში და სხვა.

უკრაინული რძის პროდუქტების ექსპორტის ძირითადი პოზიცია – კარაქია 47%, ხოლო იმპორტის – ყველი 67%, მთლიანობაში რძის პროდუქტების იმპორტი 67 000 ტონამდე გაიზარდა.

მიუხედავად იმპორტის ზრდისა, მისი წილი ადგილობრივ ბაზარზე 2%-ს არ აღემატება ანუ უკეთ რომ ვთქვათ, უკრაინელების მოხმარებული რძის პროდუქტების 98% – ადგილობრივი წარმოებისაა.

რძის პროდუქტების იმპორტი უკრაინაში, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან ხორციელდება.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB