უკრაინაში მიწის ნაკვეთების გამსხვილების პროგრამა დაიწყო

ნაკვეთი

უკრაინაში სტარტი აიღო სასოფლო სამეურნეო მიწების კონსოლიდაციის საპილოტე პროექტმა. ექსპერიმენტის სახით ორ ოლქში (კიევის და ხერსონის) ჩამოყალიბდება მიწის ნაკვეთების გამსხვილების საორგანიზაციო და პრაქტიკული მიდგომები.

პროექტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხრიდან, უკრაინის აგროპოლიტიკის სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში ხორციელდება.

FAO-ს მისიის კიევში ვიზიტის დროს მიღწეული იქნა შეთანხმება, ორ საპილოტე ოლქში მიწების კონსოლოდაციის დეტალური გეგმის შემუშავების შესახებ.

„მსხვული სამეურნეო მიწის მასივების ნაკლებობა, უკრაინის სოფლის მეურნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ის დაკავშირებულია გარკვეულ ეტაპზე, მსხვილი კოლმეურნეობების დანაწევრების აქტიურ პროცესთან და უფასო პრივატიზაციასთან.

დანაწევრებული მიწის ნაკვეთები სასოფლო სამეურნეო წარმოებისთვის ნაკლებად ეფექტურია, ამიტომ გამსხვილების მექანიზმების შემუშავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, სოფლის ტერიტორიების კომპლექსური განვითარებისა და მთლიანობაში სასოფლო სამეურნეო წარმოების დონის ამაღლებისთვის“,-აღნიშნა მაქსიმ მარტინიუკმა, უკრაინის აგრარული პოლტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

უკრაინაში სასოფლო სამეურნეო ნაკვეთების საშუალო ფართობი 4 ჰექტარია.

ეს პრობლემა საქართველოშიც მწვავედ დგას, კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სწორედ მიწების დანაწევრებაა.

თქვენი რეკლამა