ორგანული საკვების გლობალურმა ბაზარმა $100 მილიარდს გადააჭარბა

ორგანული, ბიო, ეკოლოგია, მეურნეობა

ორგანული სოფლის მეურნეობა მსოფლიოში სტაბილურად იზრდება.  ყოველწლიურად, შვეიცარიის ორგანული სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტი FiBL (Research Institute of Organic Agriculture) აქვეყნებს სტატისტიკას „ორგანული სოფლის მეურნეობის სამყარო“.

FiBL-ის და კვლევითი კომპანია Ecovia Intelligence- ის თანახმად, ორგანული საკვების გლობალურმა ბაზარმა პირველად გადააჭარბა 100 მილიარდ დოლარს (თითქმის 97 მილიარდი ევრო).

ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის IFOAM (The International Federation of Organic Agriculture Movements) მონაცემების თანახმად, ტოპ სამეული უცვლელი დარჩა – ლიდერობს შეერთებული შტატები ბაზარზე 40,6 მილიარდი ევრო, გერმანია (10.9 მილიარდი ევრო) და საფრანგეთი (9,1 მილიარდი ევრო).

ბევრ მსხვილ ბაზარზე ორნიშნა ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა, საფრანგეთის ორგანული ბაზარი 15% -ზე მეტით გაიზარდა. დანიელმა და შვეიცარიელმა მომხმარებლებმა ყველაზე მეტი დახარჯეს ორგანულ საკვებზე (2018 წელს ერთ სულ მოსახლეზე 312 ევრო). დანიას ორგანული ბაზრის ყველაზე მეტი წილი უჭირავს მთლიანი საკვები ბაზრის 11.5% -ით.

საერთო ჯამში, მსოფლიოში ორგანულ მეურნეობა 71,5 მილიონ ჰექტარს მოიცავს, რაც 2,9 პროცენტით ან 2 მილიონ ჰექტრით მეტია წინა წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.

ორგანული მეურნეობები ყველაზე დიდ ფართობზე ავსტრალიას აქვს (35,7 მილიონი ჰა),  ევროპა სიდიდით მეორეა (15.6 მილიონი ჰა), ლათინური ამერიკა (8 მილიონი ჰა) და ჩინეთი (3.1 მილიონი ჰა), ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა არგენტინა (3.6 მილიონი ჰა).

მთელს მსოფლიოში, სასოფლო-სამეურნეო ფართობის მხოლოდ 1,5%-ია ორგანული. ამასთან, ბევრ ქვეყანას გაცილებით მაღალი მაჩვენებლი აქვს. მაგ. მთლიან სასოფლო-სამეურნეო ფართობში ორგანული წარმოების ყველაზე მეტი წილი აქვთ ლიხტენშტეინს (38,5%), სამოას (34,5%) და ავსტრიას (24,7%). თექვსმეტ ქვეყანაში, ეს მაჩვენებელი 10% ან მეტია.

თქვენი რეკლამა