უკანაფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

129 Views Comment Off

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ  დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში  შეხვედრა გამართა.

როგორც გიორგი მიშელაძემ აღნიშნა,  „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის  გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყობს ხელს.

ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს,  რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება.

ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან, გადაეცემათ შესაბამისი აღჭურვილობა — ტრაქტორები, სათიბები, მოთიბული მასის ამკრებ-დამწნეხები და სხვა საჭირო ინვენტარი. პროგრამის გეოგრაფიული არეალი 24 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, გადამამუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ააშენებს რძის გადამამუშავებელ საწარმოს და სრულად აღჭურავს მას.

აღნიშნული საწარმო პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელიც 8 წლის განმავლობაში დაფარავს საერთო საბალანსო ღირებულების 23%-ს. უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში მონაწილეს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადაეცემა ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, რომელიც გამოყენებული იქნება დამხმარე საქმიანობისათვის.

სახელმწიფო პროგრამა 2017-18 წელზეა გათვლილი და მისი დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. პროექტის სავარაუდო ღირებულება 6 000 000 ლარია.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1331 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB