წყლის ახალი ბრენდი „იწის წყალი“ რაჭიდან

158 Views Comment Off

25-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა ამბროლაურში მდებარე მტკნარი წყლის ახალ საწარმოში, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის ფარგლებში შეიქმნა.

შპს „იწის წყალის“ საწარმოს გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია დაესწრნენ.

„იწის წყალი“ ამბროლაურში, გურგენიძის ქ. #18-ში მდებარეობს. საწარმოს შექმნისთვის კომპანიამ 800 000 ლარზე მეტი სესხი აიღო, რომლის პროცენტის თანადაფინანსებასაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს.

გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კომპანიას საწარმოს ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჭირო მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად — ერთ ლარად გადასცა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 2 000 000 ლარს შეადგენს.

„რეგიონში მსგავსი საწარმოების გაჩენა, გარდა იმისა, რომ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე ქმნის ექსპორტის პოტენციალს. ეს კომპანიაც ორიენტირებულია არაბულ ქვეყნებში პროდუქციის გატანაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ამაშიც მივეხმარებით. ვთვლით, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სწორედ ამისთვის არის შექმნილი, რომ განსაკუთრებით რეგიონებში საშუალო კომპანიებს დაეხმაროს როგორც ფინანსურად, ასევე ინფრასტრუქტურულად და წარმოების საშუალებებით“ — აღნიშნა საწარმოში ვიზიტის დროს გიორგი გახარიამ.

„იწის წყალი“ პროდუქციის წარმოებისთვის ქვაბტკარის წყლის საბადოს იყენებს, სადაც კომპანიამ სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვით, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სათანადო აღჭურვილობის მოწყობა უზრუნველყო.

„გარდა ამჟამად დასაქმებული 25 ადამიანისა, საწარმო სამომავლოდ გეგმავს კიდევ 20 თანამშრომლის აყვანას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რაჭის რეგიონისთვის. მინდა ავღნიშნო, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიმართ ინტერესი არის ძალიან მზარდი და ვცდილობთ, რომ მხარდაჭერის ის მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფოს ამ ეტაპზე გააჩნია, გავხადოთ კიდევ უფრო მოქნილი და მეწარმეების საჭიროებებზე მორგებული“ — განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ.

მხარის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის შეფასებით, რაჭაში ოჯახების დაბრუნების ტენდენცია დაიწყო, რაც იმის შედეგია, რომ ხელისუფლება ძალიან ხელსაყრელ პირობებს უქმნის რაჭაში ბიზნესს განვითარებისთვის. მისივე ინფორმაციით, მხოლოდ „იწის წყალის“ ამოქმედების გამო თბილისიდან ოთხი ოჯახი დაბრუნდა ამბროლაურში, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია.

კომპანია „იწის წყალის“ მიერ წარმოებული პროდუქცია როგორც შუშის, ასევე პლასტმასის ბოთლებში ჩამოისხმება და უახლოეს მომავალში როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების სხვადასხვა საცალო და ქსელურ სუპერმარკეტებში გაიყიდება.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB