ცხოველთა ჯანდაცვის სამომავლო ღონისძიებები განიხილეს

38 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები გააცნეს და ყურადღება გაამახვილეს პირუტყვის იდენტიფიკაციისა და ვეტერინარული პუნქტების მოწყობის მნიშვნელობაზე.

აღინიშნა, რომ მასშტაბური პრევენციული ღონისძიებების და ვაქცინაციის შედეგად ქვეყანაში შემცირდა დაავადებების შემთხვევები.

შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების, სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) და სხვა დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (GRDD/GIPA) წარმომადგენლები.

ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს ვეტერინარიის დარგის და უვნებელი სურსათის წარმოების ხელშეწყობას, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის დაცვას, რაც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის — მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სამეთვალყურეო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1546 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB