ცხოველთა იდენტიფიკაციის ევროპული სისტემა საქართველოში

106 Views Comment Off

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით ოთხწლიან პროექტს განახორციელებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონალურ დირექტორ ოლივიე ბურკისთან ერთად ხელი მოაწერეს პროექტს, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) ჩამოყალიბებას უზრუნველყობს.

ხელმოწერის ღონისძიებას პროექტის თანადამფინანსებელი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ნიკოლოზ გრძელიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

პროექტის ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  • მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით (ყველა პირუტყვისთვის საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭება);
  • იდენტიფიცირებულ ცხოველებზე გაიცემა შესაბამისი დოკუმენტი-პასპორტი. (სადაც მითითებული იქნება ცხოველის საკუთრების და გადაადგილების ისტორია და აღნიშნული იქნება ცხოველის საიდენტიფიკაციო კოდი);
  • უნიკალური, საიდენტიფიკაციო კოდი მიენიჭებათ მეურნეობებს, ფერმებს, ბაზრობებს, სასაკლაოებს და სასაზღვრო საინფორმაციო პოსტებს;
  • შეიქმნება ერთიანი ელექტრონული მონაცემების ბაზა, სადაც მეცხოველეობის ფერმებისა და ცხოველების შესახებ მთელი ინფორმაცია მოიყრის თავს.

პროექტის ფარგლებში, ყველა დაინტერესებული მხარე — სასაკლაოები, სასაზღვრო ინსპექციის პოსტები და ბაზრები, რომლებიც სისტემის მომხმარებლები არიან, გაივლიან შესაბამის ტრენინგებს ახალ ელექტრონულ სისტემასთან ადაპტირების და მისი სათანადო გამოყენების მიზნით.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში როგორიცაა მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაციისა და აღრიცხვის რეგისტრაციის სისტემის სრულყოფა.

პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (NFA) მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელებს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1246 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB