ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის განხილვა

180 Views

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობაზე იმსჯელეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე.

სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროგრამის წარმომადგენლებმა, პროგრამის ფარგლებში 2017 წელს გატარებული ღონისძიებები შეაფასეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„FAO-მ პროექტის ფარგლებში გატარებული ღონისძიეებები განვიხილეთ, ასევე წარმოდგენილი იყო ის სტრატეგია, რომელიც საერთაშორისო ექპერტების დახმარებით შეიქმნა და მომავალში გასატარებელ ღონისძიებებს მოიცავს.“ — აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა ავალიანმა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის ხელმძღვანელის, მიხეილ სოხაძის, თქმით, აღნიშნული სტრატეგია საფუძვლად დაედება იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სრულ სისტემას, ასევე ხელს შეუწყობს „ფერმიდან-სუფრამდე“ სახელმწიფო კონტროლის მექანიზმის გაძლიერებას.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და პროექტში მონაწილე ყველა მხარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წელს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში 311 758 სული მსხვილფეხა და 95 957 წვრილფეხა პირუტყვია იდენტიფიცირებული.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა საქართველოში 2012 წლიდან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დახმარებითა და ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

ამ დრომდე 3 მილიონამდე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვია იდენტიფიცირებული, ხოლო 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც სასაკლაოზე არაიდენტიფიცირებული პირუტყვი ვეღარ დაიკვლება.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2121 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB