ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი აჭარაში 50-60 ათასი ტონაა

44 Views Comment Off

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე ციტრუსის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს შეხვდა და პრეზენტაცია წარუდგინა.

,,ჩვენ ციტრუსის სეზონისთვის მზადება დავიწყეთ 20 დღის უკან, მიმდინარე წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი შეადგენს სავარაუდოდ 50-60 ათას ტონას.

არასტანდარტული მანდარინის პრობლემა მოხსნილია, იმდენად რამდენადაც არსებული საწარმოების სიმძლავრე შეუფერხებლად მიიღებს და გადამუშავებს 15000 ტონაზე მეტ არასტანდარტულ მანდარინს.

რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით მიმდინარე წლის სეზონზე იმოქმედებს 40–მდე ციტრუსის შემფუთავი საწარმო რომელთა ჯამური სიმძლავრე შეადგენს 30000 ტონას.

ასევე მოხდება პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. რაც შეეხება საექსპორტოდ განკუთვნილ ტარა მასალას ადგილობრივი სიმძლავრეებით შესაძლებელია 45000 ტონის გადატვირთვის უზრუნველყოფა.

ციტრუსის ნაყოფის დროებით შენახვის აუცილებლობის შემთხვევაში რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით, შესაძლებელია 7000 ტონა ციტრუსის შენახვა.

სამინისტროს სანერგე მეურნეობაში ციტრუსების ნაყოფის ხარისხის ამაღლების მიზნით პერიოდულად მიმდინარეობს შესწავლა 65-ზე მეტ ციტრუსოვანთა პერსპექტიულ ჯიშების, რომელიც განლაგრბულია 22 ჰა-ზე.

სამინისტრო იმ მიმართულებით მუშაობსб რომ ტრადიციულ შარშანდელ ბაზრებს დაემატოს ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ქვეყნები. ჩვენ ვფიქრობთ რომ წლევანდელი სეზონი წარმატებული იქნება’’,- განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მინისტრმა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი — ჯანმრთელი კვება
2584 Views

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის. საქონლის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1353 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB