წინასწარი მონაცემები მეცხოველეობის შესახებ – 2018 წლის II კვარტალი

124 Views

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ 977.4 ათასი სული შეადგინა და 2017 წლის II კვარტალთან შედარებით 5.9 პროცენტით შემცირდა.

აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამურმა რაოდენობამ 467.0 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.5 პროცენტით ნაკლებია.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით გაიზარდა და 1.2 მლნ. სულს მიაღწია.

ღორების რაოდენობა 226.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 14.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ფრინველის რაოდენობამ 11.6 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 0.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და წვრილფეხა პირუტყვის სულადობა, აგრეთვე, ფრინველის რაოდენობა 2014-2018 წლების II კვარტალის ბოლოსათვის.

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 183.4 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით ნაკლებია.

ხორცის წარმოებამ 14.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 156.5 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.1 პროცენტით აღემატება.

17Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB