წინანდალში საკოლექციო ვენახის რთველი გაიმართა

რთველი

კახეთში, სოფელ წინანდალში, ღვინის კომპანია „შუმის” საკოლექციო ვენახში, სადაც 400-ზე მეტი ვაზის ჯიშია წარმოდგენილი, რთველი გაიმართა. მასში მონაწილეობა ადგილობრივმა ახლაგზარდებმა და უცხოელმა ტურისტებმა მიიღეს.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი აცხადებს, მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას, ხოლო  ქართული ღვინის  მრავალფეროვნება მის პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში.

„საკოლექციო ნაკვეთები, სადაც ხაზს ვუსვამთ ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის, რადგან ტურისტებს ეძლევათ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ ქართული ვაზის ჯიშებს, ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს და ქართული მეღვინეობის კულტურასა და ისტორიას. ეს რთველი, რომელსაც უამრავი უცხოელი დაესწრო, არის მნიშვნელოვანი გზავნილი ქართული მეღვინეობის  შესახებ, რომ ჩვენ მართლაც გვაქვს მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი და გამორჩეული ტრადიცია” – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

კომპანია ‘შუმის” დირქტორის, აკაკი ცოფურაშვილის ინფორმაციით, საკოლექციო ვენახის გაშენება 2004 წლიდან დაიწყო და მასში წარმოდგენილია ვაზის 400-ზე მეტი  სხვადასხვა ჯიში საქართველოს ყველა კუთხიდან.

„წარმოდგენილი ვაზის ჯიშები იძლევა საშუალებას ჩვენს სტუმრებს მივაწოდოთ ინფორმაცია ქართული მევენახეობის განვითარების მრავალათასწლოვანი ისტორიის შესახებ. ვაზის ჯიშების მოძიება დავიწყეთ კახეთში, შემდეგ ქართლში და დასავლეთ საქართველოში – აჭარაში, რაჭაში, გურიაში. ახლახან აქ მესხური ტერასაც მოეწყო, სადაც გაშენდა მესხური ვაზის ჯიშები. ეს პროცესი დასრულებული არ არის და იმედი გავქვს, რომ საკოლექციო ნაკვეთი კიდევ შეივსება” – აღნიშნა აკაკი ცოფურაშვილმა.

ყურძნის კრეფის დასრულების შემდეგ, უცხოელი სტუმრებისთვის გაიმართა საინფორმაციო ტური ქართული ღვინის კულტურის, სამზარეულოსა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ, რაც მოიცავდა თონეში პურის ცხობას, ჩურჩხელების ამოვლებას, ქვევრის გახსნას და კომპანიის მუზეუმის დათვალიერებას.

თქვენი რეკლამა

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.