წილკანში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნა

47 Views Comment Off

22 მაისს გაეროს ეგიდით ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანიც ბიომრავალფეროვნების კუთხით ცოდნის ამაღლება და ცნობიერების გაზრდაა.

საქართველო ტრადიციულად შეურთდა ამ დღის აღნიშვნას და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო წილკნის ბაზაზე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის სპეციალისტებმა, ადგილობრივ ფერმერებს ბიომემცენარეობისა და ბიომეცხოველეობის თემაზე სემინარი ჩაუტარეს.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა წილკნის ბაზაზე გაშენებული ბიონაკვეთები დაათვალიერეს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობას გაეცნენ.

სემინარს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ საქართველოში ბიომეურნეობის განვითარებაზე, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობაზე, მათ როლსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

„საქართველო არის ნიადაგური და კლიმატური პირობებით მრავალფეროვანი, რაც ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნებას. საქართველოში იწარმოება სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა პროდუქცია, ეს იქნება მარცვლეული, პარკოსანი, ბაღჩეული, თუ ხეხილოვანი კულტურა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მუშაობს ყველა მიმართულებით, იმისთვის, რომ აღადგინოს ქართული ენდემური ჯიშები“, — აღნიშნა იური ნოზაძემ.

აღსანიშნავია, რომ ბიომრავალფეროვნების დღე 1993 წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება. 2017 წელი, გაეროს მიერ, ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ტურიზმის წლად არის გამოცხადებდული.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1251 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB