წალკის მუნიციპალიტეტში 143 კგ. უკანონოდ მოპოვებული თევზი ამოიღეს

150 Views

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვის მიმდებარედ, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან ელექტორშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას და 143 კილოგრამამდე თევზი ჰქონდათ მოპოვებული. ორი მოქალაქიდან ერთ-ერთმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა.

გასაბერი ნავი, ელექტორშოკური აპარატი, 121 კგ. ხრამულის, 14.9 კგ. კალმახისა და 7 კგ. წვერას სახეობის თევზი დაილუქა.

საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს-ს შესაბამის რეგიონულ დანაყოფში გადაიგზავნება.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
550 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB