წაბლნარი ტყის კორომების აღდგენის ღონისძიება

79 Views

ეროვნული სატყეო სააგენტო, კომპანია BP-ის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში წაბლნარი ტყეების აღდგენის ღონისძიებებს გეგმავს.

სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტები ადგილზე გაეცნენ მდგომარეობას.

ე.წ. „წაბლის ქერქის კიბო“-ს სახელით ცნობილი დაავადება, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია გავრცელებული.

ღონისძიების ფარგლებში უკვე განხორციელდა ზესტაფონის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაცია. ასევე, მიმდინარეობს დაავადების შესწავლა და მუშაობა ტყის მართვის გეგმის დოკუმენტსა და ტყის ეკოსისტემის აღდგენის პროექტზე.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით განსაზღვრული ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას მიმდინარე წლიდან დაიწყებს.

კვლევის ნაწილში, ქართველ ექსპერტებთან ერთად ავსტრიის ტყის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები არიან ჩართულები.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2146 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB