ტრენინგი სასათბურე ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის შესახებ

489 Views Comment Off

გაცნობებთ, რომ 4-13 დეკემბერს, ქ. რუსთავში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ორგანიზებით ფერმერებისთვის ჩატარდება ტრენინგ-კურსი თემაზე: დახურულ გრუნტში ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები.

ტრენინგი მიზნად ისახავს ფერმერებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ბოსტნეული კულტურების (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვ.) მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობასა და სწავლებას.

ცოდნის გაღრმავებას მავნებელ-დაავადებათა კონტროლისა და მათწინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ინფორმაციის გადაცემას მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკაზე, სტრუქტურაზე და სხვ.

ტრენინგს გაუძღვებიან ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ექსპერტები დასოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები.

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა (მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასტუმროთი და კვებით). მონაწილეები ვალდებულნი არიან დაესწრონ ტრენინგის ყველა სესიას.

იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია!

განცხადება მოგვაწოდა-სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა.

ბმული https://www.facebook.com/srca.geo/

 

გაუზიარეთ მეგობრებს

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
მებაღეობით გატაცებული ხელოვანის ფერმერული გზა
938 Views

კახეთში ვიყავით ზეთისხილის ნერგების სანახავად. ჩვენი ექსკურსიამძღოლი (დავარქვათ ასე) კახელი გახლდათ, ხელისგულივით ვიცნობ მთელ კახეთსო და ჩვენც დაკარგვის არ გვეშინოდა. თბილისიდან კახეთამდე დიდი გზა გვედო, ჰოდა საუბრისას აღმოვაჩინე, რომ კახეთში, ჩვენს გიდთან სტუმრობისას ოჯახის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
61 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB