თურქეთთან აგრარული კუთხით თანამშრომლობა გაიზრდება

52 Views Comment Off

საქართველოში თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრის, ფარუკ ჩელიკის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქეთის სოფლის მეურნეობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე და საქართველო-თურქეთს შორის სოფლის მეურნეობის დარგში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრა.

როგორც თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრმა, ფარუკ ჩელიკმა აღნიშნა, 2016 წელი ორ ქვეყანას შორის აგრარული მიმართულებით ურთიერთობაში გარდამტეხი წელია. დღევანდელი შეხვედრებიც ძალიან სასარგებლო იქნება თანამშრომლობისა და ურთიერთობების მომავალი განვითარების თვალსაზირისით. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, როდესაც მსოფლიოში აგრარულ პროდუქციაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-თურქეთის სავაჭრო ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოდან ცოცხალი პირუტყვისა და ხორცის, თაფლის, ჩაის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობას. აღინიშნა, რომ უსაფრთხოების, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც მცენარეთა წარმოებისა და მცენარეთა დაცვის, ცხოველთა კეთილდღეობის და ცხოველთა ჯანმრთელობის, ასევე სამეცნიერო მიმართულებებითა და ვაჭრობის გაღრმავების კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ და თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრის მოადგილემ, ნურსეთ იაზიჩმა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
326 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5331 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB