საქართველოდან 23 784 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

ატამი, ექსპორტი, გაიზარდა, საქართველო

31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან 23, 784 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,963 ტონით მეტია.

ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთის ფედერაცია (15,449 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (7,304 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567 ტონა).

ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთში (112,9 ტონა), უკრაინაში (111.5 ტონა), მოლდოვაში (89,6 ტონა), პოლონეთში (92.6 ტონა), სლოვენიაში (57,3 ტონა), სინგაპურში (0,04 ტონა) და ყატარში (0.01 ტონა).

ატმის ფასი 1.00 – 2.00 ლარამდე მერყეობს, ხოლო ვაშლატამას 1.30 – 2.00 ლარამდე.

მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.

თქვენი რეკლამა