თხილის ექსპორტიორებისთვის HACCP-ის სისტემის დანერგვა სავალდებულოა

235 Views Comment Off

თხილის ექსპორტიორებისთვის 2018 წლიდან HACCP-ის სისტემის დანერგვა სავალდებულოა.

ბიზნესოპერატორი, რომელიც ექსპორტისთვის განკუთვნილი გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას ახორციელებს, ვალდებულია საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა დანერგოს.

→ აღნიშნული ცვლილება თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტში 2017 წლის ივნისში შევიდა და 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 

ექსპორტისთვის განკუთვნილი გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულის და გადამუშავებული თხილის გულის, ტექნიკურ რეგლამენტთან ან დეკლარირებულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: თხილის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნულ ცვლილებას წინ უძღოდა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები და საკითხის აქტიური განხილვა.

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს ქართული თხილის ხარისხის ამაღლებას და ევროკავშირის ბაზარზე მის პოპულარიზაციას. 

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) სურსათის უვნებლობის საერთაშორისოდ აღიარებული მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს.

ინფორმაცია მოგვაწოდა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1246 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB