თელავში რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

57 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ თელავში რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.

მინისტრის განცხადებით კახეთის რეგიონში, წელს, დაახლოებით 148-150 ათასი ტონა ყურძნის სამრეწველო გადამუშავებაა მოსალოდნელი.

„მიმდინარე წელს კახეთის რეგიონში, შარშანდელის მსგავსად, დაახლოებით 148-150 ათასი ტონა ყურძნის სამრეწველო გადამუშავებას ველოდებით.

რთველის ჩასატარებლად ჩვენ განსაკუთრებულ სირთულეებს არ ველოდებით, ხელისუფლებას აქვს სრული მზადყოფნა, რომ წლევანდელი რთველი ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარიმართოს. ჩვენი მიზანია, რომ არცერთ მევენახეს არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი. წელს, ყურძენს 100-მდე ღვინის კომპანია ჩაიბარებს“, — აღნიშნა ოთარ დანელიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულ ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე, ფიზიკური პირები სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ შემდეგი ოდენობით:

კახეთის რეგიონში:

  • 1 კგ. რქაწითელისათვის — 0,45 ლარს;
  • 1 კგ. კახური მწვანისათვის — 0,45 ლარს;
  • 1 კგ. საფერავისათვის — 0,20 ლარს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში:

  • მუჯურეთული/ალექსანდროულისთვის — 2 ლარს.

რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც ღონისძიებაზე შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მიმდინარე წელს, გასული წლის მსგავსად სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს. ყურძენს, რომლის რეალიზაციასაც მევენახე ვერ შეძლებს, ჩაიბარებს სახელმწიფოს მიერ იჯარით აღებული ღვინის ქარხნები.

“მევენახე თავად გადაწყვეტს რომელ ღვინის ქარხანაში ჩააბაროს ყურძენი და თავად აწარმოებს მოლაპარაკებებს ყურძნის შემსყიდველთან ჩასაბარებელი ყურძნის ფასზე, გადახდის პირობებსა და ვადებზე. სახელმწიფო არ ერევა ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობებში, სახელმწიფო არ ერევა არც ფასების რეგულაციაში — ყურძნის ღირებულებას არეგულირებს ბაზარი,“ — აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, გასული წლის მსგავსად, რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ალაზნის ველი“ განთავსდება და სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

დაინტერესებულ პირებს, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე — 1501

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი — ჯანმრთელი კვება
2584 Views

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის. საქონლის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1353 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB