თელავში ღვინის ფესტივალი „თელავინო 2017“ გაიმართა

56 Views Comment Off

„ქართული ღვინის კვირეულის“ ფარგლებში, თელავში ღვინის ფესტივალი „თელავინო 2017“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-მდე სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელები.

ფესტივალი 2014 წელს „კახეთის მეღვინეთა გილდიის» მიერ დაფუძნდა და ტრადიციულად რთველის მიწურულს იმართება.

ფესტივალი მიზნად ისახავს ღვინის ტურიზმის განვითარებას, ღვინის კულტურის, ქართული ტრადიციებისა და ისტორიული ფასეულობების გაცნობას, როგორც უცხოელი სტუმრების, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი მიესალმნენ.

მინისტრის მოადგილემ კახეთის რეგიონის მოსახლეობას 2017 წლის წარმატებული რთველი მიულოცა.

„წლევანდელი რთველი წარმატებულად მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, კახეთის მევენახეების შემოსავლებმა 125 მლნ ლრს მიაღწია. ის წარმატება, რომელიც ქართველმა ერმა მოიპოვა მევენახეობის დარგსა და ღვინის კულტურასთან მიმართებაში, გადაედება სხვა კულტურებსაც. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით  ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს. მეღვინეობის დარგში ეს წარმატება უკვე დადგა, მომავალი წელი იქნება უკვე სხვა კულტურების წარმატების წელი“ — აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

გიორგი სამანიშვილმა მადლობა გადაუხდა „კახეთის მეღვინეთა გილდიას“ ფესტივალის დაფუძებისა და ორგანიზებისთვის.

„მევენახეები, მეწარმეები და ღვინის დამფასებლები ერთად აღნიშნავენ ღვინის დღესასწაულს. აქ წარმოდგენილია ძალიან ბევრი კომპანია და მოსულია ძალიან ბევრი დაინტერესებული ადამიანი როგორც ადგილობრივი მკვიდრი, ასევე სტუმრები სხვა ქალაქებიდან და  უცხოელი ტურისტები.  საქართველოს სხვა მევენახეობის რეგიონებშიც გამოთქვა ბევრის ქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა სურვილი, რომ მსგავსი ფესტივალები ჩაატაროს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ღვინის ტურიზმის განვითარებას“- განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

ფესტივალი „თელავინო“ გასული წლების მსგავსად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ქართული  ღვინის დღე პირველად 2014 წელს აღინიშნა.  ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე“ კვირეულის სახეს მიიღებდა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB